Friday, June 19, 2020

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ გაავრცელა. როგორც მედიკოსი იუწყება, შემთხვევა ერთ-ერთ რეგიონში გამოვლინდა. 


გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის მანძილზე დამწვრობა საქართველოს მასშტაბით გარუჯვის დროს თხუთმეტმა ადამიანმა მიიღო. 


ექიმები გამუდმებით მოუწოდებენ მოსახლეობას, არ გამოიყენონ ლეღვის ნახარში კანზე წასასმელად, თუმცა მოსახლეობის ნაწილი მედიკოსების მოწოდებებს არაფრად აგდებს და განაგრძობს საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდებას.


Wednesday, June 17, 2020

უპრეცედენტო ანტირეკორდი: ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 35 ათასი შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა უკანასკნელი დღე-ღამის მანძილზე მსოფლიოს ყველანაირი ანტირეკორდი მოხსნა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში Covid-19-ის 34 918 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რითაც შემთხვევათა ჯამურმა რაოდენობამ 900 ათასს მიაღწია. 


ამის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ბრაზილიის პრეზიდენტმა, რომელიც ცნობილია ფაშისტოიდური, ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამებით და როგორც ღრმადმორწმუნე ქრისტიანი ხშირად კავდება რელიგიური პოპულიზმით, სათანადოდ ვერ აღიქვა ის საფრთხე, რაც კორონავირუსიდან გამომდინარეობდა. საამისოდ მას ინტელექტი აშკარად არ ეყო.


მთლიანობაში ბრაზილიაში კორონავირუსით 45 467 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 477 364 - გამოჯანმრთელდა.


Monday, June 8, 2020

შოტლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ლგბტ თემის ისტორიას ბავშვებს სკოლებში შეასწავლიან

მაშინ, როცა საქართველოში ბნელები ჯერ კიდევ იმაზე კამათობენ, არსებობენ თუ არა ქართველი გეები და უნდა მივცეთ თუ არა მათ (იმ შემთხვევაში, თუ არსებობენ) სუნთქვის უფლება, ზოგ ქვეყანაში სოლიდარობის გრძნობა და ადამიანური თვითშეგნება იმ დონეზე განვითარდა, რომ ლგბტ თემის ბრძოლის ისტორიას უკვე საშუალო სკოლებში ასწავლიან.


ასეთია მაგალითად შოტლანდია, სადაც მომავალი წლიდან სკოლებში მოსწავლეები მიიღებენ ამომწურავ განათლებას იმ პრობლემების შესახებ, რაც ლგბტ თემს შეექმნა მისი უფლებების მოპოვების პროცესში. 


სასწავლო გეგმა დაიყოფა რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიად და საგნად. შოტლანდიელი მოსწავლეები ისწავლიან იმას, თუ როგორ ებრძოლონ ჰომოფობიას, ბიფობიას და ტრანსფობიას და აიმაღლებენ ცნობიერებას ლგბტ უფლებებთან დაკავშირებით. 


შეგახსენებთ, რომ ქორწინება ლგბტ წყვილებისთვის შოტლანდიაში 2014 წლიდან არის დაკანონებული, ხოლო პარტნიორული ცხოვრების უფლება 2005 წლიდან. 2009 წლიდან კი ლგბტ წყვილებს აქვთ ბავშვის შვილად აყვანის უფლება. შოტლანდიაში ასევე მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც აღნიშნულმა დასავლეთევროპულმა სახელმწიფომ 2010 წელს მიიღო.


Sunday, June 7, 2020

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი სახე არჩევნებზე ჯაბანა პაპა იქნება

როგორც დღეს “ქართული ოცნების” ოფისში, სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მმართველი პარტიის ახალი სახე და რეორგანიზებული სიის პირველი ნომერი ჯაბანა პაპა იქნება. 


“ჯაბანა პაპას ყველა ვიცნობთ 90-იანი წლებიდან, როცა შუქი არ იყო და “რადიო 105”-ის არტებს დაჭეჭყილი ბატარეებით ვუსმენდით. ამდენად, ბატონი ჯაბანა არის ცნობილი პიროვნება. ის ასევე არის ჩლუნგი, 2012 წლის ორ ოქტომბერს მმართველ პარტიაში გამობარგებული ყოფილი ნაციონალი, ქვეშქვეშა, ინტრიგანი, ფარისეველი და ქლესა, რომელიც მუდმივად ადიდებს პატრიარქს. მაგრამ რაც მთავარია, არანაირი განათლება არ აქვს და არის ბნელი. ამიტომ იდეალური კანდიდატია “ქართული ოცნების” სიისთვის საპარლამენტო არჩევნებზე”, - განმარტა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.


ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდა თავად სიის ახალი სახე და ჟურნალისტებს აღუთქვა, რომ მისი მთავარი მიზანი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში არაფრის კეთება იქნება. 


“ჩვენი წინაპრები არაფერს არ აკეთებდნენ. ამიტომ არაფრის კეთება ჩვენი საუკუნოვანი ტრადიციაა, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ რადგან სკოლაში არ მივლია, ძალიან ტრადიციული ადამიანი ვარ, ჩემი მიზანი იქნება, ერთად მოვუფრთხილდეთ წინაპრების მიერ დანატოვარს”, - აღნიშნა კანდიდატმა. 


ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არის დარწმუნებული, რომ არაფრის კეთება საქართველოს საუკუნოვანი ტრადიციაა, ბატონმა ჯაბანამ კონტრშეკითხვით მიუგო: 


“ჩვენს ქვეყანაში არსებობს ქვევრები, რომლებიც 8000 წლისაა. უხსოვარი დროიდან ჩვენი წინაპრები ამ ტერიტორიაზე სახლობენ, გვაქვს 3000-წლოვანი სახელმწიფოებრიობა და ამ ყველაფრის მიუხედავად სულ რაღაც 3,7 მილიონი ვართ და ჩვენი მოსახლეობის ლამის ნახევარი უბრალოდ შიმშილობს. ჰოდა, თუ ინტრიგანები არ ხართ, ამ ყველაფრის ფონზე საიდან მოიტანეთ, რომ არაფრის კეთება წინაპრების მიერ ჩვენთვის დანატოვარი უმთავრესი ტრადიცია არ არის?”


როგორც სოციალური გამოკითხვებით გახდა ცნობილი, მთავარია, რომ ჯაბანა პაპა არ უჭერს მხარს გეი მერიჯს და პატრიარქი წმინდანად და ღმერთად მიაჩნია, რომლის განავალი, როგორც რელიქვია, ჯაბანა პაპას ინიციატივით “ქართული ოცნების” გამარჯვების შემთხვევაში გრამი 1000 დოლარად უნდა გაიყიდოს. 


ჯაბანა პაპა ასევე მოითხოვს, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის ძალითაც საქართველოს მოქალაქე ყველა სრულწლოვან მამაკაცს ნეკზე ექნება სულ მცირე 4 სანტიმეტრის სიგრძის ფრჩხილი. აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერის მზადყოფნა უკვე გამოთქვა პარტია “ყლელომ”. სპეციალურ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ “თი ბი სი” ბანკის კრედიტოფიცრები წინაპრების ხსოვნის პატივისცემის ამბავში უკვე არიან აღჭურვილები არა ოთხი, არამედ 6 სანტიმეტრის სიგრძის ფრჩხილებით ნეკზე და სწორედ ამგვარად გალამაზებულები ასახლებენ საკუთარი საცხოვრებლებიდან იმ გადახდისუუნარო პირებს, რომლებმაც საჭმლის საყიდლად ბანკიდან ეფექტურ 49 %-ში 300 ლარის ოდენობის სესხი აიღეს და ვალი ვერ გადაიხადეს.


როგორც ჯაბანა პაპამ განაცხადა, ნეკზე ფრჩხილის გაზრდის საკონსტიტუციო შესწორების მეშვეობით დაკანონების და პატრიარქის განავლის გაყიდვის გარდა ის თავისი უფლებამოსილების ვადაში სხვა არაფრით არ დაკავდება და ამით აღარ დაარღვევს არაფრის კეთების ძირძველ ქართულ ტრადიციას, რომელიც, როგორც თავად განაცხადა, შვილებს და შვილიშვილებს უნდა შემოვუნახოთ, ოღონდ შვილთაშვილებს აღარ, რადგან როცა ისინი დაიბადებიან, პლანეტის საშუალო ტემპერატურა უკვე ხუთასი გრადუსი იქნება. სწორედ ამიტომ, ერთი შვილთაშვილების თავზეც გავიარე, ეგ “პირსინგებიანი პიდარასტები და ლეზბიანკებიო”, დასძინა ჯაბანა პაპამ.


სომხური კატასტროფა: კორონავირუსის 766 შემთხვევა ბოლო 24 საათში

სომხეთში უკანასკნელი 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 766 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რის შედეგადაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 13 130-ს მიაღწია.

ბოლო ცნობების თანახმად სომხეთში Covid-19-ისგან აქტიურ მკურნალობას 8844 პირი გადის, ხოლო ვირუსისგან განიკურნა 4014 ადამიანი.

სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 10 პაციენტი დაიღუპა, რითაც ფატალურ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 200-მდე არის გაზრდილი. 

ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ სომხეთში დომინირებს პრორუსული განწყობები. სომხეთი რუსეთის კოლონიაა და მისი მთავრობა მოკლებულია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარს. ამიტომ სომხეთის მოსახლეობა და სახელმწიფო სტრუქტურები აჰყვნენ რუსულ ნარატივს, რომ კორონავირუსი “არ არსებობდა”. შედეგად მოხდა ის უბედურება, რის შედეგებსაც ყველა ამჟამად ვაკვირდებით. 


Tuesday, June 2, 2020

რატომ არის ამერიკაში მუდმივად დაძაბულობა?

#BlackLivesMatter-ის სლოგანის ქვეშ გაერთიანებულმა გამოსვლებმა ნათლად გვიჩვენა, რომ ამერიკაში რასიზმის პრობლემა ძალიან ღრმა და სისტემურია, ხოლო სისტემურ რასიზმს პოლიტიკური სისტემის ჩავარდნა გამაპირობებს. მართლაც ამერიკაში ავტორიტარიზმი დემოკრატიის საფარქვეშ დღეს ოსტატურად ინიღბება. როგორც ტრამპის და ჰილარი კლინტონის დაპირისპირებამ გვიჩვენა, ამერიკის საარჩევნო სისტემა არ ასახავს უმრავლესობის განწყობებს. ხმოსანთა კოლეგია, რომელიც ირჩევს პრეზიდენტს, არ წარმოადგენს ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს, რაც 2016 წელს ნათლად გამოვლინდა, როცა ჰილარიმ იმ უცნაურ ქოჩორა კაცზე ასეულ ათასობით მეტი ხმა მიიღო. ხოლო როცა სახელმწიფოს მართავს პიროვნება, რომელსაც მოსახლეობის უმცირესობა უჭერს მხარს, იმ ქვეყანაში ცხოვრება ვერასოდეს ვერ ჩადგება კალაპოტში. 


ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები მაინც დემოკრატიულია, რადგან ხმოსნები ბოლოს და ბოლოს, მოსახლეობის მიერ არიან არჩეულები, მაგრამ ეს ასე არ გახლავთ. მაგალითად საქართველოს პარლამენტის წევრები პირდაპირი, საყოველთაო და ფარული კენჭისყრის საფუძველზე ირჩევიან. ისინი რომ არაპირდაპირი, არასაყოველთაო ან ღია კენჭისყრის საფუძველზე ირჩეოდნენ, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, დღეს სახელმწიფოს მმართველი უმრავლესობა ჩვენთან ისევ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ან სულაც, “პატრიოტთა ალიანსის” ხელში იქნებოდა და ეს არ იქნებოდა მოსახლეობის ნების გამომხატველი მმართველობა. 


მაგალითად, მე და თეა თუ ავირჩევთ პეტრეს იმ იმედით, რომ რადგან მეც და თეასაც მოგვწონს ლია და რადგან პეტრეც მოგვწონს, დარწმუნებული ვართ, რომ ლია პეტრესაც მოეწონება, ეს იქნება სისულელე, რადგან პეტრეს შეიძლება პავლე მოსწონდეს ან სანდრო და მას მისცეს ხმა. სწორედ ასე მოხდა ჰილარი კლინტონის და უცნაური ქოჩორას არჩევნების შემთხვევაში, როცა უმრავლესობამ ჰილარის მისცა ხმა, ხოლო პრეზიდენტი ქოჩორა გახდა. ეს არ არის დემოკრატია. ეს სისტემა არის უსამართლო და არ გამოხატავს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს. 


რეალური დემოკრატია მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებშია. ამას დაუმატეთ აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის და ავსტრალია-ოკეანეთის რამდენიმე განვითარებული ქვეყანა და სულ ეს არის თანამედროვე ცივილიზებული სამყარო. ამერიკა სადღაც შუაშია ცივილიზებულ და არაცივილიზებულ სამყაროთა შორის. ამერიკა რა თქმა უნდა, რუსეთი არ არის, სადაც პირდაპირი დიქტატურაა, მაგრამ არც ნორვეგია და ლუქსემბურგია. ამერიკას ძალიან ეხმარება ის, რომ ერთი და იგივე პიროვნება პრეზიდენტი მაქსიმუმ მხოლოდ ორი ვადით შეიძლება გახდეს. კარგია ასევე დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა (ამერიკული სასამართლო მართლაც შესანიშნავია), მაგრამ ამერიკული დემოკრატია ძალიან არქაისტულია და პოლიტიკური სისტემის ძირეული რეფორმა თუ დროზე არ განხორციელდა, რასიზმი, ჩაგვრა და სისასტიკე ყოველდღიურობიდან ვერასოდეს გაქრება.



რუსული ანტირეკორდი: 9000 ინფიცირებული ბოლო 24 საათის მანძილზე

რუსეთში ოფიციალურად გასული დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 8863 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს თითქმის ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე ინდოეთში გასული 24 საათის მანძილზე დაფიქსირებულ შემთხვევათა ოდენობა (4490) და თითქმის ორნახევარჯერ მეტი, ვიდრე აშშ-ს ტერიტორიაზე ვირუსის გამოვლენის მაჩვენებელი (3556). 


რუსეთში პალატები ვეღარ იტევს ამდენ ინფიცირებულს. საავადმყოფოები გავსებულია და ექიმები ძალიან მძიმე ავადმყოფებსაც კი შინა მკურნალობას უნიშნავენ. 


ჯამურად რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 423 741-ს აღწევს, რითაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ოფიციალურად მსოფლიოში მე-3 ადგილზეა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, თუმცა ექსპერტები საუბრობენ, რომ რეალურად მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა და კონტროლს აღარ ექვემდებარება, რაც დიქტატორ პუტინის არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომელმაც დროულად არ მიიღო ზომები ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად.


საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...