Sunday, June 7, 2020

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი სახე არჩევნებზე ჯაბანა პაპა იქნება

როგორც დღეს “ქართული ოცნების” ოფისში, სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მმართველი პარტიის ახალი სახე და რეორგანიზებული სიის პირველი ნომერი ჯაბანა პაპა იქნება. 


“ჯაბანა პაპას ყველა ვიცნობთ 90-იანი წლებიდან, როცა შუქი არ იყო და “რადიო 105”-ის არტებს დაჭეჭყილი ბატარეებით ვუსმენდით. ამდენად, ბატონი ჯაბანა არის ცნობილი პიროვნება. ის ასევე არის ჩლუნგი, 2012 წლის ორ ოქტომბერს მმართველ პარტიაში გამობარგებული ყოფილი ნაციონალი, ქვეშქვეშა, ინტრიგანი, ფარისეველი და ქლესა, რომელიც მუდმივად ადიდებს პატრიარქს. მაგრამ რაც მთავარია, არანაირი განათლება არ აქვს და არის ბნელი. ამიტომ იდეალური კანდიდატია “ქართული ოცნების” სიისთვის საპარლამენტო არჩევნებზე”, - განმარტა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.


ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდა თავად სიის ახალი სახე და ჟურნალისტებს აღუთქვა, რომ მისი მთავარი მიზანი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში არაფრის კეთება იქნება. 


“ჩვენი წინაპრები არაფერს არ აკეთებდნენ. ამიტომ არაფრის კეთება ჩვენი საუკუნოვანი ტრადიციაა, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ რადგან სკოლაში არ მივლია, ძალიან ტრადიციული ადამიანი ვარ, ჩემი მიზანი იქნება, ერთად მოვუფრთხილდეთ წინაპრების მიერ დანატოვარს”, - აღნიშნა კანდიდატმა. 


ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არის დარწმუნებული, რომ არაფრის კეთება საქართველოს საუკუნოვანი ტრადიციაა, ბატონმა ჯაბანამ კონტრშეკითხვით მიუგო: 


“ჩვენს ქვეყანაში არსებობს ქვევრები, რომლებიც 8000 წლისაა. უხსოვარი დროიდან ჩვენი წინაპრები ამ ტერიტორიაზე სახლობენ, გვაქვს 3000-წლოვანი სახელმწიფოებრიობა და ამ ყველაფრის მიუხედავად სულ რაღაც 3,7 მილიონი ვართ და ჩვენი მოსახლეობის ლამის ნახევარი უბრალოდ შიმშილობს. ჰოდა, თუ ინტრიგანები არ ხართ, ამ ყველაფრის ფონზე საიდან მოიტანეთ, რომ არაფრის კეთება წინაპრების მიერ ჩვენთვის დანატოვარი უმთავრესი ტრადიცია არ არის?”


როგორც სოციალური გამოკითხვებით გახდა ცნობილი, მთავარია, რომ ჯაბანა პაპა არ უჭერს მხარს გეი მერიჯს და პატრიარქი წმინდანად და ღმერთად მიაჩნია, რომლის განავალი, როგორც რელიქვია, ჯაბანა პაპას ინიციატივით “ქართული ოცნების” გამარჯვების შემთხვევაში გრამი 1000 დოლარად უნდა გაიყიდოს. 


ჯაბანა პაპა ასევე მოითხოვს, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის ძალითაც საქართველოს მოქალაქე ყველა სრულწლოვან მამაკაცს ნეკზე ექნება სულ მცირე 4 სანტიმეტრის სიგრძის ფრჩხილი. აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერის მზადყოფნა უკვე გამოთქვა პარტია “ყლელომ”. სპეციალურ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ “თი ბი სი” ბანკის კრედიტოფიცრები წინაპრების ხსოვნის პატივისცემის ამბავში უკვე არიან აღჭურვილები არა ოთხი, არამედ 6 სანტიმეტრის სიგრძის ფრჩხილებით ნეკზე და სწორედ ამგვარად გალამაზებულები ასახლებენ საკუთარი საცხოვრებლებიდან იმ გადახდისუუნარო პირებს, რომლებმაც საჭმლის საყიდლად ბანკიდან ეფექტურ 49 %-ში 300 ლარის ოდენობის სესხი აიღეს და ვალი ვერ გადაიხადეს.


როგორც ჯაბანა პაპამ განაცხადა, ნეკზე ფრჩხილის გაზრდის საკონსტიტუციო შესწორების მეშვეობით დაკანონების და პატრიარქის განავლის გაყიდვის გარდა ის თავისი უფლებამოსილების ვადაში სხვა არაფრით არ დაკავდება და ამით აღარ დაარღვევს არაფრის კეთების ძირძველ ქართულ ტრადიციას, რომელიც, როგორც თავად განაცხადა, შვილებს და შვილიშვილებს უნდა შემოვუნახოთ, ოღონდ შვილთაშვილებს აღარ, რადგან როცა ისინი დაიბადებიან, პლანეტის საშუალო ტემპერატურა უკვე ხუთასი გრადუსი იქნება. სწორედ ამიტომ, ერთი შვილთაშვილების თავზეც გავიარე, ეგ “პირსინგებიანი პიდარასტები და ლეზბიანკებიო”, დასძინა ჯაბანა პაპამ.


No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...