Monday, June 1, 2020

“იძულებული გავხდით, წავსულიყავით პოლიტიკაში” - რუსეთის აგენტები და ფაშისტები პარტიას ქმნიან

“იძულებული გავხდით, წავსულიყავით პოლიტიკაში, რათა შექმნას მძლავრი ეროვნული ნაციონალისტური პოლიტიკური ცენტრი “ქართული მარშის” ბაზაზე”, - აღნიშნულის შესახებ ძალადობრივი მოწოდებებით გამორჩეული ნეოფაშისტური და რუსეთიდან მართული ჯგუფის, ქართული მარშის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, "TV პირველის" ეთერში განაცხადა. 


"ჩვენ იძულებული გავხდით, წავსულიყავით პოლიტიკაში, რათა შექმნას მძლავრი ეროვნული ნაციონალისტური პოლიტიკური ცენტრი, ქართული მარშის ბაზაზე. გარდა პოლტიკური პარტიის დაფუძნებისა მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ჩვენი იდეოლოგიის მქონდე ძალებთან, რათა შეიქმას პოლიტიკური ცენტრი. პატრიოტთა ალიანსზე ვერ ვიტყვი ამას, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა", - თქვა ბრეგაძემ.


შეგახსენებთ, რომ “ქართული მარშის” შესახებ საუბარია ესტონეთის დაზვერვის ანგარიშში. ჩვენი მეგობარი ქვეყანა რუსეთის აგენტებად მოიხსენიებს “ქართული მარშის” წევრებს: 


“...ორგანიზაცია „ქართული მარში“, რომელიც 2017 წელს დაარსდა და ექსტრემისტულ მოძრაობებს აერთიანებს... მისი მისიაა იმ ღირებულებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც თითქოს საქართველოს დასავლეთი ახვევს თავს და რომლებიც თითქოს ქართველი ხალხისა და საზოგადოების არსებობას უქმნის საფრთხეს. ეს არის აგრესიული მოძრაობა, რომელიც თავს არ არიდებს ფიზიკურ თავდასხმებს თავის ოპონენტებზე. მისი მიზანია შეირყეს საზოგადოების მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესებისადმი - საგარეო პოლიტიკის, რომელიც, თითქმის 15 წელია, კონსენსუსს ეფუძნება, და გაჩნდეს შიდა დაძაბულობები, საქართველოს საზოგადოების წიაღში მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია“, - ვკითხულობთ ესტონური დაზვერვის ანგარიშში, რომელიც მიმდინარე წელს გამოქვეყნდა.



No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...