Tuesday, June 2, 2020

სომხური კატასტროფის ახალი მიჯნა: კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მაქსიმუმს მიაღწია

გასული დღე-ღამის მანძილზე სომხეთში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ეპიდემიის გავრცელების დღიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და რითაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 158-ს მიაღწია. დღემდე ყველაზე მაღალ მიჯნად 28 მაისი სახელდებოდა, როცა 15 გარდაცვალება დაფიქსირდა. 


სომხეთში მაქსიმუმს მიაღწია ასევე კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამაც, რამაც 517 შემთხვევა შეადგინა, რითაც დაავადებულთა საერთო რიცხვი 10 ათასს გადასცდა. 


შეგახსენებთ, რომ გუშინ კორონავირუსი დაუდგინეს ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მისი ოჯახის ოთხ წევრს, კერძოდ კი მეუღლეს და სამ ქალიშვილს.


No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...