Thursday, April 30, 2020

სექსი და რელიგია ანუ რა სურს ღმერთს ჩვენგან


ქრისტიანობას თუ რამის რელიგია შეიძლება ეწოდოს, ეს არის ინცესტი. მართლაც საოცებაა, თუ როგორ ქადაგებს ბიბლია ინცესტს. ფაქტიურად, მთელი ეს უზარმაზარი წიგნი ღმერთის მიერ ნებადართული და დაშვებული ინცესტის ქრონიკაა. ბიბლიაში მამები შვილებს ჟიმავენ, ძმები დებს, მაზლები და მამამთილები - რძლებს და რეალურად ყველა ნათესავი მეორე ნათესავს ახოხდება.
ყველაზე გასაოცარი რაც არის, ეს ყველაფერი ხდება მამა ღმერთის და სამების ერთ-ერთი ჰიპოსტაზის არამარტო ნებართვით, არამედ უშუალო წაქეზებითაც კი, როგორც ეს მოხდა ადამის და ევას შთამომავლებს შორის სექსის დაშვებით, რათა ადამიანთა მოდგმა გამრავლებულიყო, ასევე ღმერთის უშუალო, მკაცრი მითითებითაც, რათა მაზლს დაემყარებინა სექსუალური კავშირი საკუთარ რძალთან, როგორც ეს მოხდა ონანის შემთხვევაში.
გარდა ამისა, ღმერთი უაღრესად ლმობიერია სექსმუშაკების მიმართ. მარიამ მაგდალინელი, რომელიც მეძავობით ირჩენდა თავს, ქრისტემ დაიახლოვა. მან არ დაანება ასევე სექსმუშაკი ქალი ჩასაქოლად ბრბოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანობას ლმობიერი დამოკიდებულება აქვს სექსმუშაკების მიმართ. ქრისტე ულმობელი მხოლოდ “მრუშობის” მიმართ არის, მაგრამ არსად არ წერია, თუ რა არის მრუშობა. მრუშობის დეტალური დეფინიცია ჩვენ არც ძველ აღთქმაში გაგვაჩნია და არც ახალში.
სწორედ ამიტომ იბადება კითხვა: ბოლოსდაბოლოს, რა სურს ქრისტიანული რელიგიის მიერ წარმოდგენილ ღმერთს? რატომ არ არის ინცესტი მიჩნეული ცოდვად და რატომ არის, ვთქვათ, ქორწინების ფარგლებს გარეთ მყოფი ქალის და მამაკაცის კავშირი ცოდვა? რატომ არის ჯგუფური სექსი ცოდვა და რატომ არ არის ცოდვა საკუთარ უახლოეს ნათესავებთან სექსი? სად გადის ზღვარი გარყვნილებასა და დასაშვებს შორის? ამაზე პასუხს თქვენ ვერავინ ვერ გაგცემთ, რადგან უბრალოდ ამის პასუხი არ არსებობს. დაუწყეთ მსგავს საკითხებზე საუბარი ნებისმიერ მღვდელს და ნახავთ, თუ ის როგორ გაღიზიანდება.


სწორედ ამიტომ ვამბობ: რელიგია იმდენად აბდაუბდა და წინააღმდეგობრივ დათქმებს შეიცავს, რომ მის არსებობას აზრი არ აქვს. შეუძლებელია, დარჩე მორწმუნედ, თუ ოდნავ მაინც აზროვნებ და დაკვირვების მცირედი უნარი გაგაჩნია. გულით რომ გინდოდეს, აბსოლუტურად ვერანაირ აზრს და ლოგიკას ვერ იპოვი მთელ ამ უსასრულო ბოდვებში. ამიტომ უმჯობესია, მრავალი საუკუნის წინ, უნიჭო ავტორების მიერ დაწერილ ინცესტის სახელმძღვანელოზე ფიქრს შეეშვა, მიხვდე, რომ ღმერთი არ არსებობს და ის სიყვარული, რაც არარსებულის მიმართ გაგაჩნია, რეალურ და შენს გვერდით მცხოვრებ ადამიანებს გაუნაწილო.

ყველაზე გამაოგნებელი და ჯოჯოხეთური დაავადება – უცხოპლანეტელის ხელის სინდრომი


ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ჰორორის ჟანრის შესანიშნავი მხატვრული ფილმი "უცხო". ამ ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟია საზიზღარი უცხოპლანეტელი, რომელსაც სისხლის ნაცვლად აქვს უძლიერესი მჟავა, გააჩნია მაღალი ინტელექტი, მტაცებლის გასაოცარი ინსტინქტები, გამაოგნებელი სიცოცხლისუნარიანობა და მარტოდმარტოს შეუძლია, გაანადგუროს უზარმაზარი კოსმოსური ხომალდის მთელი ეკიპაჟი.

ეს უცხოპლანეტელი იმითაც გამოირჩევა, რომ მსხვერპლს ხშირად ყელში ავლებს ხელს, სანამ საკუთარი კვერცხებიდან გამოსულ, მორიელის მსგავს მონსტრებს წაუყვანდეს ან ადგილზევე მოკლავდეს.

სწორედ ამ კოსმოსიდან მოვლენილი პერსონაჟის და საზარელი არსების მიერ თავზარდაცემული და გაოგნებული მსხვერპლისთვის ყელში ხელის წავლება ჰგავს იმ დაავადებას, რომელზეც ახლა გვექნება საუბარი და რომელსაც უცხოპლანეტელის ხელის სინდრომი ჰქვია.

ეს დაავადება იმით გამოირჩევა, რომ ხელი... ცდილობს იმავე ადამიანის დახრჩობას, ვისაც ის ეკუთვნის.

წარმოიდგინეთ, თქვენივე საკუთარი ხელი თქვენს დახრჩობას რომ ცდილობდეს და თქვენ კი არაფერი არ შეგეძლოთ მის შესაჩერებლად.

თქვენი ხელი ყელში გიჭერთ, თქვენ სულ უფრო ნაკლებ ჰაერს ყლაპავთ, ბოლოს კი იგუდებით.

არის შემთხვევები, როცა "უცხოპლანეტელის ხელი" არამარტო ყელში უჭერს და ახრჩობს ამ ხელის "მფლობელს", არამედ მოულოდნელად თითსაც წაატაკებს თვალში და თვალს გარეთ გადმოადგებინებს ხოლმე.

დანას რომ მისწვდეს და ადამიანს საძილე არტერია გადაუსეროს, ესეც არის შესაძლებელი.

უცხოპლანეტელის ხელის სინდრომი შეიძლება რამდენიმე კვირას, თვეობით ან სულაც, წლობითაც კი გაგრძელდეს ან მანამდე, სანამ ადამიანს არ იმსხვერპლებს. მისი წარმოშობის მიზეზი შეიძლება გახდეს სიმსივნე თავის ტვინში, სხვა ავთვისებიანი სიმსივნის (მაგ. ფილტვის ან მკერდის კიბოს ან სულაც, მელანომას) მეტასტაზები, ტრავმა თავის არეში, ინფექცია ან ინსულტიც კი.

ეს დაავადება პირველად გერმანელმა ნევროლოგმა, კურტ გოლდშტაინმა აღწერა 1908 წელს.

1972 წელს სახელი შეურჩიეს.
სამედიცინო ლექსიკონებში არის აღწერილი შემთხვევები, როცა "უცხოპლანეტელის ხელი" ცდილობდა, ადამიანისთვის საშუალება არ მიეცა... საჭმელი ეჭამა.

"უცხოპლანეტელის ხელი" ხანდახან ძილშიც იწყებს მოქმედებას და ადამიანის გაგუდვას.


მაგრამ ყველაზე საშინელი რაც არის, ეს დაავადება არანაირ მკურნალობას არ ექვემდებარება.

თანამედროვე მედიცინა უძლურია მის წინაშე.

მედიცინის განვითარების თანამედროვე ეტაპზე არ არსებობს თერაპიის არავითარი მეთოდი ან მედიკამენტი "უცხოპლანეტელის ხელის" წინააღმდეგ.

ის დროთა განმავლობაში ან თავისით გაგივლის, ან... დაგახრჩობს.

ხოლო მანამდე ხელი მუდმივად ჯაჭვით უნდა გქონდეს მიბმულ-მიერთებული სადმე, რომელიმე მყარ ზედაპირზე.

Wednesday, April 29, 2020

ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო და ქალი, რომელმაც 122 წელს გადააბიჯა


ადამიანი, რომელმაც დედამიწაზე ყველაზე დიდხანს იცოცხლა და რომლის დღეგრძელობის ფაქტი დოკუმენტურად არის დადასტურებული, იყო ფრანგი ჟანა კალმენტი. ის 1875 წლის 21 თებერვალს დაიბადა, ხოლო 1997 წლის 4 აგვისტოს გარდაიცვალა 122 წლის და 164 დღის ასაკში.
ჟანამ 85 წლის ასაკში დაიწყო ფარიკაობის სწავლა, ხოლო 110 წლის... ველოსიპედს ატარებდა.
1896 წელს, 21 წლისამ დაიწყო სიგარეტის მოწევა. 96 წლის შემდეგ, 117 წლის ასაკში, 1992 წელს სცადა, სიგარეტისთვის თავი დაენებებინა, თუმცა 1 წლის შემდეგ მოწევა განაახლა. მოწევას თავი იმ ერთი წლის მანძილზეც მხოლოდ იმიტომ დაანება, რომ თვალთ დააკლდა და არ სურდა, სხვებისთვის ეთხოვა, სიგარეტზე მომიკიდეთო.
ჟანას ასევე ძალიან უყვარდა პორტვაინი და წითელი ღვინო.
სიგარეტი და ალკოჰოლი მისი მთავარი გატაცებები იყო.
ჟანა იცნობდა ვინსენტ ვან გოგს. გენიალური მხატვარი მან მაშინ გაიცნო, როცა სულ პატარა გოგონა გახლდათ. ჟანა ყველა ახლობლის და ნათესავის სიკვდილს შეესწრო და ყველა ნაცნობზე საშუალოდ 2-ჯერ უფრო დიდხანს იცოცხლა.
აღსანიშნავია, რომ შარშან საქართველოში 100 წელს გადაცილებული 849 ადამიანი ცხოვრობდა. აქედან 695 ქალი იყო, ხოლო 154 – მამაკაცი. 110 წელს იყო გადაცილებული 58 ადამიანი. აქედან 52 იყო ქალი, 6 კი – მამაკაცი.
ასაკის მკვლევარების პროგნოზით, თუ ომი არ მოხდა ან რაიმე გლობალური მასშტაბის პანდემია არ იფეთქებს, ყოველ მომდევნო ათწლეულში გაორმაგდება 100 წელს გადაცილებული ადამიანების რიცხვი. ასე მაგალითად, 2029 წელს საქართველოში გვეყოლება 1600-ზე მეტი 100 წელს გადაცილებული ადამიანი, 2039 წელს – 3200-ზე მეტი, 2049 წელს – დაახლ. 6400, 2059 წელს – 12 800 და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ 100 წელი სიცოცხლის ისეთივე მიჯნა არ გახდება, როგორიც დღეს არის 40 თუ 50 წელი დღეს.
კიდევ რაც ყველაზე საინტერესოა: მომავალში ქალების და მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა გათანაბრდება.
მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ ჟანა კალმენტს. როგორ იცოცხლა მან თითქმის 123 წელი, მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტს და ალკოჰოლს მოიხმარდა? რა საიდუმლო იმალება მისი ასეთი დღეგრძელობის მიღმა?
როგორც მკვლევარები განმარტავენ, ჟანას დაეხმარა მისი ძალიან კარგი კავშირები საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან. თურმე, სიგარეტს რომ არ ეწევი და მავნე ჩვევებზე უარს ამბობ, ხომ კარგია, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც სასიამოვნო და კომფორტული ურთიერთობებია.
როგორც მკვლევარებმა შენიშნეს, იმ ადამიანების მესამედზე მეტი, ვინც 100 წელს გადასცდა, დაიღუპა იმავე ადგილას, სადაც დაიბადა. ამრიგად, ხანგრძლივი სიცოცხლისთვის თურმე ძალიან მნიშვნელოვანია, ცხოვრობდე მშობლიურ გარემოში. ხოლო თუ შენივე საკუთარ მშობლიურ გარემოში გაქვს კარგი სოციალური ქსელი და საყვარელი მეგობრებით და ახლობლებით ხარ გარემოცული, ეს ისე მოქმედებს, როგორც უკვდავების წყარო.
კარგი მეგობრების და კეთილი ახლობლების და ნათესავების ყოლის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სოციალური კეთილდღეობაც. მდიდრები ბევრად უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ღარიბები.
მკვლევარების მტკიცებით 2007 წელს და მომდევნო წლებში დაბადებული ბავშვების ნახევარზე მეტი 100 წლის ასაკს გადააბიჯებს და 22-ე საუკუნის დასაწყისში საუკუნეზე დიდხანს სიცოცხლე ჩვეულებრივი მოვლენა გახდება.

Tuesday, April 28, 2020

შემზარავი აკადემიკოსი, რომელიც 29 გარდაცვლილ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა


2011 წლის ნოემბერში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნიჟნი-ნოვგოროდში მცხოვრებ ანატოლი მოსკვინს საკუთარ ბინაში მიაკითხეს.
მოსკვინი იყო აკადემიკოსი, წიგნის ავტორი, სასაფლაოების ისტორიის ექსპერტი და პოლიგლოტი, რომელიც 14 ენაზე გამართულად საუბრობდა. ამიტომ პოლიციელებს სურდათ, ერთ-ერთი შემთხვევის შესახებ, რომელსაც იძიებდნენ, მისთვის რჩევა ეკითხათ, თუმცა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოდნავ მოგვიანებით ბინაში იპოვეს, მათთვის ცნობილი ყველა საშინელებათა ფილმის სცენარზე უარესი აღმოჩნდა.
45 წლის ანატოლი მოსკვინი პატარა ბინაში ცხოვრობდა, რომელიც სავსე იყო წიგნებით, ფერად-ფერადი ტანსაცმლით და სათამაშოებით. პოლიციელებს ეს ყველაფერი თავიდანვე ძალიან უცნაურად მოეჩვენათ: რაში სჭირდებოდა უცოლშვილო მამაკაცს ბავშვის ამდენი ტანსაცმელი და სათამაშო?


ერთ-ერთ ოთახში პოლიციელებმა აღმოაჩინეს ბევრი, თითქმის ადამიანის ზომის თოჯინა, რომლებიც სავარძელზე, სკამებსა და იატაკზე იყვნენ განთავსებულები.
სუნმა და თოჯინების უცნაურმა გამომეტყველებამ დაუყოვნებლივ გააღვიძა ინტერესი პოლიციელებში.
როცა პოლიციელებმა თოჯინები უფრო დაკვირვებით შეათვალიერეს, გამაოგნებელ დასკვნამდე მივიდნენ, რამაც მრავლისმნახველ ოპერატიულ-სამძებრო განყოფილების თანამშრომლებსაც კი ძარღვებში სისხლი გაუყინა:
ეს არ იყო თოჯინები! უკლებლივ ყველა "თოჯინა" სინამდვილეში... ბავშვის მუმიფიცირებული სხეული გახლდათ!


აკადემიკოსი დაუყოვნებლივ დააპატიმრეს, ხოლო მისი საზარელი საიდუმლოს შესახებ მოგვიანებით მთელმა ქვეყანამ შეიტყო.
თურმე 10 წლის მანძილზე დადიოდა ანატოლი მოსკვინი სასაფლაოდან სასაფლაოზე და ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ გოგონებს და ახალგაზრდა ქალებს ეძებდა. შემდეგ ჩუმად თხრიდა მათ სხეულებს და ცდილობდა, ისინი მუმიებად გადაექცია. თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდებოდა და ახალგაზრდა ქალის სხეული ხრწნას განაგრძობდა, მას აკადემიკოსი დაუყოვნებლივ საფლავში აბრუნებდა.
აკადემიკოსმა გამოძიებასთან ინტენსიურად ითანამშრომლა და განაცხადა, რომ სულ 150-მდე გვამი ჰქონდა ამოთხრილი და საკუთარ სახლში მიტანილი. ამ 150 გვამიდან შიშისმომგვრელმა აკადემიკოსმა მხოლოდ 29-ის კონსერვირება მოახერხა მარილის და სპეციალური ფხვნილის გამოყენებით.


"თოჯინების გამკეთებელი", როგორც მას მოგვიანებით პრესამ შეარქვა, გარდაცვლილ გოგონებს სახეებზე სპეციალურ ნიღბებს უკეთებდა, შემდეგ კი მანიკურით უხატავდა ნაკვთებს. ხშირად გარდაცვლილებთან ერთად ყავასაც გეახლებოდათ. საგულდაგულოდ აღნიშნავდა თითოეული ახალგაზრდა ქალის დაბადების დღეს.
ზოგიერთს მოლაპარაკე მექანიზმიც კი ჩაუმონტაჟა სხეულში.
გამოძიებამ მოგვიანებით დაადგინა, რომ ანატოლი მოსკვინს არ გააჩნდა არანაირი სექსუალური ინტერესი გარდაცვლილი გოგონების მიმართ. როგორც თვითონ აკადემიკოსმა განაცხადა, მას მხოლოდ სურდა, გარდაცვლილებისთვის “მარადიული სიცოცხლე” ეჩუქებინა.
სანამ პოლიციას შესაძლებლობა მიეცემოდა, ყველა მუმიფიცირებული სხეულის იდენტიფიცირება მოეხდინა, ვინმე ნატალია ხარდიმოვამ განაცხადა, რომ ტელევიზიით გასულ სიუჟეტებში საკუთარი გოგონა, ოლგა ამოიცნო, რომელიც 10 წლის ასაკში გარდაიცვალა და რომელიც თურმე 1 წლის წინ დაუსაფლავებიათ მშობლებს.
გამომძებილებმა აკადემიკოსს ჰკითხეს, რატომ ჰქონდა ინტერესი გარდაცვლილი გოგონების მიმართ. აღმოჩნდა, რომ 13 წლის წინ მამაკაცს მეგობარი გოგო დაეღუპა, რასაც საშინლად განიცდიდა.
ანატოლი მოსკვინს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინეს და სამკურნალოდ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს, გოგონების გვამები კი ხელახლა დაკრძალეს.

Monday, April 27, 2020

ყველაზე მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მომავალში გაცოცხლების მიზნით გაყინეს


მათერინ ნაოვარატპონგი

ალბათ ბევრს ნანახი გაქვთ 2001 წელს გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი "ვანილის ცა", ტომ კრუზის და პენელოპა კრუსის მონაწილეობით. ეს ფილმი სწორედ იმ თემას ეხება, რაზეც სტატიაში გვსურს ყურადღება გავამახვილოთ: ადამიანების გაყინვას მომავალში გაცოცხლების მიზნით.
პატარა ტაილანდელი მათერინ ნაოვარატპონგი არის ყველაზე მცირე ასაკის ადამიანი, ვინც მომავალში გაცოცხლების იმედით გაყინეს. 2 წლის გოგონა ტაილანდში ტვინის ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა და მშობლები იმდენად დარდობდნენ მისი სიკვდილის გამო, რომ ბავშვის სხეული გაყინეს, რათა მომავალში, როცა მედიცინის განვითარება შესაბამის საფეხურს მიაღწევს, “გამოაღვიძონ” და უმკურნალონ.
გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ექიმებმა პატარას 11 სანტიმეტრის სიდიდის ავთვისებიანი სიმსივნე უპოვეს თავის ტვინში. სიმსივნე დაკვალიფიცირდა, როგორც ეპენდიმობლასტომა – თავის ტვინის ძალიან საშიში კიბო, რომელიც თითქმის არანაირ მკურნალობაზე არ რეაგირებს და რომელიც ძირითადად ადრეულ ასაკში ემართებათ ადამიანებს.
სიკვდილამდე პატარას 12 (!) ოპერაცია, უთვალავი ქიმიოთერაპია და დასხივება გაუკეთეს, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა.
თუმცა პატარას მშობლები არ დანებდნენ და ბავშვის სხეული მეცნიერებს სპეციალურ აპარატში მოათავსებინეს, მინუს 196 გრადუს ტემპერატურაზე, ამერიკის შტატ არიზონაში, სადაც კრიოგენური საცავი "ალკორი" მდებარეობს და სადაც სხვა უამრავი ადამიანის სხეულია გაყინულ მდგომარეობაში, მომავალში რევიტალიზაციის მოლოდინში.
როგორც მეცნიერები იმედოვნებენ, როცა ადამიანთა მოდგმის განვითარება შესაბამის საფეხურს მიაღწევს, პატარა მათერინს მკვდრეთით იოლად აღადგენენ და უმკურნალებენ; ბავშვის სხეული შენახული იქნება, სანამ მომავლის მედიცინა შეძლებს, მას უშველოს.

რამდენად სახიფათოა შეშის ღუმელი?


ის წვავს შეშას და ხელს უწყობს ტყეების გამეჩხერება-გაქრობას, მაგრამ ეს არ არის პრობლემის დასასრული. ეს მხოლოდ პრობლემის დასაწყისია: სტატისტიკის თანახმად, შეშის თითოეული ღუმელი გამოყოფს იმდენივე მოცულობის მავნე ნივთიერებებს, რამდენსაც მთელი დუჟინი ტექნიკურად გაუმართავი 10 წლის ავტომანქანებისა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების მიხედვით შეშის ღუმელი საშუალოდ 10 წლით უმოკლებს ადამიანს სიცოცხლის ხანგრძლივობას გერმანიაში. არადა, მოგეხსენებათ, გერმანია არის ქვეყანა, სადაც ეს ნივთი ლამის რარიტეტია. ჰოდა, წარმოიდგინეთ, რა კატასტროფული მდგომარეობა უნდა იყოს ამ მხრივ საქართველოში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა დღემდე ძირითადად შეშით თბება და როცა ზამთარში რომელიმე სოფელს შორიდან გახედავ, შეშის წვისგან გაჩენილ კვამლში გახვეულ სახლებს ხედავ მხოლოდ.
ევროკავშირში შეშა წარმოადგენს 400 000 ადამიანის ნაადრევი გარდაცვალების უმთავრეს მიზეზს ყოველწლიურად. COPD / COB, ფილტვის ემბოლია და ფილტვის ინფარქტი, ლეიკემიები და ლიმფომები – ეს იმ დაავადებების არასრული ჩამონათვალია, რასაც შეშის ღუმელი იწვევს.
შეშის ღუმლის გამონაბოლქვი შეიცავს სხვადასხვა ძალიან საშიშ მჟავებს, ორჟანგებს, კუპრს, ბენზპირენს და ჭვარტლს და რაც მთავარია, მთელი ეს მხუთავი კოქტეილი მოცემულია მისი მილიდან გამომავალ გამონაბოლქვში.
ბენზპირენი ძალიან საშიში კანცეროგენია. ფილტვების მეშვეობით ის ხვდება სისხლში და ხელს უწყობს ძვლის და სასუნთქი სისტემების უჯრედების ავთვისებიანი პათოლოგიების (ჰოჯკინური და არაჰოჯკინური ლიმფომები, მიელოდისპლაზიური სინდრომები, ქრონიკული და მწვავე ლიმფატური ლეიკემიები, რუსტიცკი-კალერის დაავადება, ფილტვის კიბო, მეზოთელიომა და ა. შ.) წარმოქმნას.
შემთხვევითი არ არის, რომ შედარებით სუსტი ორგანიზმის მქონე ადამიანები (სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მატარებელი პაციენტები, მოხუცები, ორსული ქალები, ბავშვები) სწორედ ზამთარში იღუპებიან. შეშის ღუმელი ხელს უწყობს მათ გარდაცვალებას.
შეშის ღუმლის გამონაბოლქვი განსაკუთრებით სახიფათო შინაური ცხოველებისთვისაა. სხეულების აგებულების თავისებურებების გამო ეს არსებები ხომ დედამიწის ზედაპირთან განსაკუთრებით ახლოს ცხოვრობენ, სადაც მხუთავი აირის მოჭარბებული კონცენტრაცია მიმდინარეობს.
სწორედ ამიტომ ზამთარში განსაკუთრებით ბევრი შინაური ცხოველი იღუპება.
შეშის მხოლოდ 17 000 ღუმელი ზამთარში ისევე სახიფათოა, როგორც მთელი საგზაო მოძრაობა მთელი წლის მანძილზე.
მაგრამ შეშის ღუმლის გამონაბოლქვი განსაკუთრებით სახიფათო მაინც იმის გამოა, რომ ხის ნარჩენების წვის შედეგად უაღრესად წვრილი მოცულობის საშიში ნაწილაკები (სიდიდე: 2,5 მიკრომეტრი და ნაკლები) გამოიყოფა, რასაც ცოცხალი ორგანიზმი ძალიან სწრაფად ითვისებს. შედარებითი დიდი (10 მიკრომეტრი და მეტი) მოცულობის ნაწილაკები ზედა სასუნთქი გზების მეშვეობით ორგანიზმიდან განიდევნება, აი 2,5 მიკრომეტრი სიდიდის ნაწილაკებს კი – რასაც შეშის ღუმელი და ბუხარი გამოყოფს – ორგანიზმი ვერაფერს ვერ უხერხებს და ამიტომ ყოველი ასეთი ნაწილაკი ფილტვების და გულის მეშვეობით პირდაპირ სისხლში და ლიმფურ კვანძებში ხვდება.
ჭვარტლის ნაწილაკები 3200-ჯერ უფრო მეტად უწყობენ ხელს გლობალურ დათბობას, ვიდრე მხუთავი აირი.
გერმანიაში უშუალოდ ღუმლიდან მხუთავი აირის დახურულ სივრცეში დაგროვების შედეგად წლიურად 600 ადამიანი იღუპება.
საქართველოში არც მსგავსი სტატისტიკა გაგვაჩნია, თორემ ვნახავდით, რა სავალალო მდგომარეობა გვაქვს.

Sunday, April 26, 2020

6 ყველაზე დაუჯერებელი ამბავი, რაც სექსუალური აქტის დროს ადამიანებმა იწვნიეს


ადამიანის სექსუალობა ტაბუირებულია თანამედროვე მსოფლიოს უდიდეს ნაწილში, ხოლო სადაც არის აკრძალვა და ტაბუ, იქ უბედური შემთხვევებიც მეტია და კურიოზებიც, რადგან ადამიანებს უჭირთ საკუთარ პრობლემებთან გამკლავება.
ამ პოსტში წარმოგიდგენთ ექვს ყველაზე დაუჯერებელ სექს-კურიოზს, რომელიც ბოლო თვეების მანძილზე მსოფლიოში დაფიქსირდა.
1. “შვილო ზურაბ, სადამდე?”
ეს დაუჯერებელი ამბავი ერთ ავსტრალიელ გეი წყვილს შეემთხვა. მამაკაცებმა გადაწყვიტეს, “რაღაც ახალი” ეცადათ და ერთმა მეორეს უკანა ტანში თხევადი ცემენტი ჩაასხა, რაც ათსაათიანი ოპერაციით და დაზარალებული მამაკაცისთვის უკანა ტანის ნაწილის ამოჭრით დასრულდა.
2. “ვილკების” თხრას მორჩი, ბიჭო!”
70 წლის ავსტრალიელმა მამაკაცმა პენისში 10 სანტიმეტრის სიგრძის ჩანგალი შეიყვანა. მარწუხებით, პინცეტებით, ათასგვარი სხვა საშუალებით და ადგილობრივი ნარკოზით ძლივს მოახერხეს ექიმებმა ჩანგლის გამოღება.
3. “რა სარგებლობა მოაქვს მამალს?”
ეს დაუჯერებელი ამბავი ჩინეთში მოხდა. მამაკაცმა ქალს აქტის დროს მაგრად მოხარშული კვერცხი ჩაუდო ვაგინაში, რათა მისი სექსუალური სტიმული აემაღლებინა. თუმცა, ცოტა ხანში ქალს ჩივილები დაეწყო მუცლის ქვედა ნაწილში. მამაკაცმა სცადა, კვერცხი თავისი პარტნიორის ვაგინადან გამოეღო, რისთვისაც კოვზი და ბამბუკის ჩხირი გამოიყენა, რითაც ჩინეთში საკვებს მიირთმევენ, მაგრამ ვერაფერი შეძლო, რის შემდეგაც საავადმყოფოსკენ გასწიეს, სადაც ქალს კვერცხი წარმატებით გამოუღეს.
4. “სან-ფრანცისკო არ გვიღებს”
სექსუალური თამაშისას ამერიკელ მამაკაცს ლითონის ვიბრატორი პარტნიორის ვაგინაში ჩარჩა. წყვილი ის-ის იყო, უნდა გაფრენილიყო უახლოესი რეისით. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, ვიბრატორი ჩაფრენის შემდეგ ამოეღოთ, თუმცა თვითმფრინავში ჩასხდომამდე უსაფრთხოების პორტალმა განგაშის სიგნალი გამოსცა. ფრენის უსაფრთხოების თანამშრომლებს წყვილმა ვერ აუხსნა, თუ რა შეემთხვათ, ამიტომ მათ პოლიციაში, დაკითხვაზე მოუხდათ ყურყუტი, ხოლო ბილეთები, რა თქმა უნდა, გაუუქმდათ.
5. “ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა”
ეს ამბავი ინდოეთში მოხდა. ექიმები მთელი 6 თვის მანძილზე ანტიბიოტიკებით, სიცხის დამწევებით და სხვა მსგავსი მედიკამენტებით ჭყეპდნენ ქალს, რომელიც თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და გამომჯობინება არა და არ ეტყობოდა. ბოლოს რენტგენმა ყველაფერს ნათელი მოფინა: მედიკოსებმა ქალს ფილტვში პრეზერვატივი აღმოუჩინეს და მის ამოსაღებად ოპერაციაც წარმატებით ჩაატარეს.
6. “სიყვარული დაფრინავს”
სინგაპურელი ბიზნესმენი ავტომობილის პარკირების დროს მანქანას შეეჯახა, რა დროსაც მას მდივანი ქალი ორალურად აკმაყოფილებდა. დაჯახება იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ქალმა თავი საჭეს მიარტყა. დარტყმის ძალამ ქალს ჩანა ძალიან სწრაფად ჩაუკეტა და შედეგად ბიზნესმენი თავის მამაკაცურ ღირსებას გამოემშვიდობა.
ეს ყველაფერი ვიდეოკამერით დააფიქსირა კერძო დეტექტივმა, რომელიც მდივანი ქალის ეჭვიანმა ქმარმა დაიქირავა.

რეკლამა ძალიან იაფად

ჩვენთან რეკლამა არის უპრეცედენტოდ იაფი და ხარისხიანი. 
ჯერჯერობით რეკლამა გვაქვს 3 პოზიციაზე:
#1 ბანერი არის უზარმაზარი მოცულობის: 300X1050 პიქსელი. აქ ისევე როგორც ყველგან თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ ნებისმიერი ფორმატის და აუდიო და ვიზუალური მონაცემების მქონე რეკლამა. აღნიშნულ პოზიციაზე რეკლამა ერთი თვით 250 ლარი ჯდება.
#2 300X116 პიქსელი. აღნიშნულ პოზიციაზე რეკლამა გაცილებით იაფი ღირს: 17 ლარი.
#3 336X280 პიქსელი. აღნიშნულ პოზიციაზე რეკლამა 70 ლარი დაგიჯდებათ.
დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 64 47 41 ან იმეილზე.
გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს 19-მდე ჯგუფი და 2 ფეიჯი Facebook-ზე. უნიკალური მომხმარებლების საერთო რაოდენობა 100 ათასს აჭარბებს. ყველგან თქვენი ვებგვერდის ერთხელ გაპოსტვა 50 ლარი დაგიჯდებათ
შენიშვნა: თანხის გადახდა ხდება წინასწარ, მინიმუმ 1 თვის მოცულობით. 


რა არის ფილტვის კიბო და როგორ დავიცვათ თავი მისგან?


ფილტვის კიბო არის სიხშირით მესამე ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება საქართველოში, მკერდის კიბოსა და პროსტატის კიბოს შემდეგ და თამბაქოს მოწევა მისი გამომწვევი ყველაზე სერიოზული რისკ-ფაქტორია.
აღნიშნული დაავადების სიმპტომები ძირითადად ჩნდება გვიანეულ სტადიებზე და ისინი ხშირად მხოლოდ ამ უმძიმეს სენს არ ახასიათებს. ამიტომ ფილტვის კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობა ძალიან გართულებულია.
განასხვავებენ ფილტვის კიბოს 2 ფორმას: წვრილუჯრედოვანს და მსხვილუჯრედოვანს. ფილტვის წვრილუჯრედოვანი სიმსივნე მსხვილუჯრედოვანზე ბევრად უფრო აგრესიულია, იზრდება ძალიან სწრაფად და მეტასტაზებსაც ბევრად უფრო ინტენსიურად იკეთებს (ძირითადად თავის ტვინში, ღვიძლსა და ძვლოვან ქსოვილებში), თუმცა შეადგენს ფილტვის ავთვისებიან ახალწარმონაქმნთა მხოლოდ 20 %-ს.
ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნეებით ყოველწლიურად ავადდება 2500-დან 3000-მდე ქართველი. მას ძირითადად თამბაქოს მოწევა იწვევს. თამბაქოს კვამლი 4800-ზე მეტ ნივთიერებას შეიცავს, საიდანაც 90-მდე კიბოს გამომწვევი (კანცეროგენული) ნივთიერებაა. ამიტომ ფილტვის კიბოთი დაავადებულთა 90 %-ზე მეტს მწეველები შეადგენენ.
რაც უფრო დიდხანს ეწევა ადამიანი სიგარეტს, მით უფრო იზრდება ფილტვის კიბოთი დაავადების რისკი.
ძალიან საშიშია ასევე პასიური მოწევა. პასიური მწეველები (ანუ ისინი, ვინც თამბაქოს მწეველებთან ერთად დახურულ სივრცეებში იმყოფებიან) მართალია, ნაკლებ ნიკოტინს და კუპრს შეისუნთქავენ, მაგრამ სამაგიეროდ შეისუნთქავენ ბენზოლს და სხვა კანცეროგენულ ნივთიერებებს იმავე მოცულობით, რასაც აქტიური მწეველები.
გარდა თამბაქოს წევისა, რადონიც იწვევს ფილტვის კიბოს. ეს რადიოაქტიური გაზი ჭარბად გვხვდება ძველი შენობების სარდაფებსა და ნესტიან, მიწურ და დახურულ სივრცეებში. ის მიწიდან ამოდის და მისი ინტენსივობა რეგიონების მიხედვით სხვადასხვაგვარია. ამიტომ კარგი იქნება, მიწური იატაკის მქონე ნაგებობებში ძილს თუ მოვერიდებით და ასეთ ადგილებს რაც შეიძლება ხშირად გავანიავებთ.
ფილტვის კიბოს იწვევს ასევე დიზელის და ბენზინის გამონაბოლქვიც, განსაკუთრებით კი ისეთი უხარისხო საწვავის, როგორიც საქართველოში გვხვდება.
აზბესტიც შეადგენს ფილტვის კიბოს ერთ-ერთ მთავარ გამომწვევს. ეს მომაკვდინებელი და უაღრესად სახიფათო მასალა უხვად არის გამოყენებული ქართულ შენობა-ნაგებობებში. აზბესტის ბოჭკოები ფილტვებში მოხვედრის შემდეგ ნემსიკავების მსგავსად მჭიდროდ ეკვრიან ქსოვილების კედლებს და იწვევენ მცირე მოულობის მქონე ქრონიკულ ანთებით პროცესებს, რის შედეგადაც საბოლოოდ კიბო ყალიბდება.
საუბედუროდ, აზბესტს გაუნათლებელი და დაბალი კულტურის მქონე ადამიანები საქართველოში ჯერ კიდევ უხვად იყენებენ სახლების სახურავებად (შიფერი) და ღობეების თუ სანიაღვრე სისტემების მოსაწყობად.
დარიშხანი, კვარცის მტვერი, ქრომი და ნიკელის შენაერთები ასევე ფილტვის კიბოს გამომწვევი ნივთიერებებია.
გენეტიკური ფაქტორებიც ახალისებენ ფილტვის კიბოს წარმოქმნას. დადგენილია, რომ ფილტვის კიბო უფრო ხშირად უჩნდებათ იმ ადამიანებს, რომელთა დედები, მამები, ბებიები და ბაბუები დაავადდნენ ავთვისებიანი სიმსივნეებით.
სიმპტომები, რომლებიც ფილტვის კიბოს ახასიათებს, სხვა დაავადებებსაც გააჩნია. ამიტომ ძალიან რთულია ადრეულ სტადიებზე ზემოაღნიშნული ონკოლოგიური დაავადების აღმოჩენა. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა ადამიანი ნეკნს გაიტეხს ან რაიმე სხვა მიზეზით მიდის რენტგენის გადასაღებად. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ხველას, რომელიც 3 კვირაზე დიდხანს გრძელდება. საგანგაშოა ასევე ხანგრძლივი ნახველი. განსაკუთრებით დამაფიქრებელია სისხლიანი ხველა და სხეულის ტემპერატურის აუხსნელი მატება. მკერდის ტკივილი, დიეტის და კვების ჩვეულების მკვეთრი ცვლილების გარეშე სხეულის წონის 10 %-ის დაკლება უკანასკნელი 3 თვის მანძილზე, სუნთქვის უკმარისობა, დაღლილობის შეგრძნება, ხმის ჩახრინწვა, ყლაპვის გართულება, ძვლების ტკივილი და ლიმფური კვანძების ზრდაც ფილტვის კიბოს სავარაუდო სიმპტომებია. მსგავსი სიმპტომები განსაკუთრებით რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის (მწეველები, აზბესტთან მომუშავეები, ქრონიკული ბრონქიტის მქონეები და ა. შ.) არის საშიში. ასეთი ადამიანები აღნიშნული სიმპტომების ქონის შემთხვევაში აუცილებლად ფილტვის კიბოზე უნდა შემოწმდნენ.
საუბედუროდ, მსოფლიოში ამჟამად ჯერ კიდევ არ არსებობს ფილტვის კიბოს სკრინინგის ეფექტური მეთოდი. ექიმი გამოკითხავს პაციენტს სიმპტომების შესახებ და მხოლოდ ეჭვის შემთხვევაში ნიშნავს რენტგენულ კვლევას (თუმცა 2 სანტიმეტრამდე სიდიდის კარცონომები რენტგენის სურათზეც არ ჩანს). შემდეგ ამოწმებს, ფილტვების სიახლოვეს ლიმფური კვანძები ხომ არ არის გადიდებული, რადგან კიბოს უჯრედები უკვე ლიმფურ კვანძებში შეიძლება გადავიდნენ და აქედან მოახდინონ ინფილტრაცია სხეულის სხვა ორგანოებში.
შემდეგ ექიმი ნიშნავს კომპიუტერულ ტომოგრაფიას. კომპიუტერული ტომოგრაფიით შეიძლება განისაზღვროს ასევე მეტასტაზები თავის ტვინში და სხვა ორგანოებში.
ამას მოსდევს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. კვლევის ეს მეთოდი ყველაზე უკეთ პოულობს თავის ტვინში ფილტვიდან გადასროლილ მეტასტაზებს. ბრონქოსკოპიის და ჩხვლეტის მეშვეობით ხდება ქსოვილის სინჯების აღება და შემდეგ უჯრედულ დონეზე ამ ქსოვილების კვლევა (ბიოფსია), რათა საბოლოოდ დადგინდეს ან უარყოფილ იქნას ფილტვის კიბოს დიაგნოზი.


ჩონჩხის და ძვლების სცინტიგრაფიით ხდება მეტასტაზების დადგენა ძვლოვან ქსოვილებში. ინიშნება კვლევის ისეთი დამატებითი მეთოდებიც, როგორებიცაა ულტრასონოგრაფია და პოზიტრონების ემისიური ტომოგრაფია.
მკურნალობისთვის გამოიყენება სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია და ქირურგიული ჩარევა. თუმცა ფილტვის კიბოს ძალიან მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს: ამ დაავადების მქონე 100-დან მხოლოდ 16 მამაკაცი და 21 ქალი ცოცხლობს 5 წელზე დიდხანს და მხოლოდ 1-ელ და მე-2 სტადიებზეა გადარჩენის 50 და 40 %-იანი შანსები. ეს რაც შეეხება მსხვილუჯრედოვან კიბოს, ხოლო წვრილუჯრედოვანი კიბოსგან თავის დაღწევის შანსები კიდევ უფრო დაბალია: აღნიშნული დაავადების შემთხვევაში გადარჩენის შანსი მე-2 სტადიაზე 19 %-ს, მე-3 B სტადიაზე 5 %-ს, ხოლო მე-4 სტადიაზე პაციენტთა მხოლოდ 1 %-ს აქვს.
ამრიგად, თუ არ გსურთ, ფილტვის კიბომ გიმსხვერპლოთ, თამბაქოს მოწევას დაუყოვნებლივ უნდა დაანებოთ თავი და შეძლებისდაგვარად ასევე მაქსიმალურად მოერიდოთ მიწური იატაკის მქონე და დახუთულ შენობებში დიდხანს ყოფნას, აზბესტს და სხვა მავნე ნივთიერებებს.

Saturday, April 25, 2020

ვინ იყო ონანი და რატომ დასაჯა ის ღმერთმა?


ბიბლიის თანახმად, ონანი იყო იუდას მეორე ვაჟი ქანაანში დაბადებული შუას ასულისგან (დბ. 38:2-4; 1მტ. 2:3). მას შემდეგ, რაც მისი უფროსი ძმა, უშვილო ერი იეჰოვამ ბოროტების გამო მოკლა, იუდამ ონანს უთხრა, რომ მისივე რძალი, საკუთარი გარდაცვლილი ძმის ცოლი, დაქვრივებული თამარი ცოლად შეერთო.
ბიბლიაში აღწერილია, რომ თამართან სქესობრივი ურთიერთობისას ონანი „თესლს მიწაზე ღვრიდა“. ის განზრახ არიდებდა თავს თამარის საშოში სპერმის შეღვრას თავისი პენისიდან.
რადგან ონანი თავს არიდებდა საკუთარ რძალთან სექსს და ამჯობინებდა, მასტურბაციით დაკმაყოფილებულიყო, ღმერთი განურისხდა მას და უშვილოდ მოკლა (დბ. 38:6-10; 46:12; რც. 26:19).
ეს ყოველივე ასე პირდაპირ არის აღწერილი ბიბლიაში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ქრისტიანობის ერთგულ დამცველებს, რომლებიც Facebook-ზე მივარდებით და მლანძღავთ, როგორც “გარყვნილებს აპოლოგეტს”, წაკითხული კი არა, გადაფურცლულიც კი არ გაქვთ. მეტი რაღა გარყვნილება გინდათ, როცა პირდაპირ ინცესტის ქადაგებაა თქვენი ბიბლია? რომელი თქვენთაგანი დაეთანხმება იმას, რომ გარდაცვლილი ძმის ცოლთან დაწვეს, რასაც თქვენი ღმერთი გასწავლით? განა ეს საშინელებად არ მიგაჩნიათ? ერთი წამით მაინც დაფიქრებულხართ, თუ რა ღმერთი უნდა იყოს ის ღმერთი, რომელიც ძმას გარდაცვლილი ძმის ცოლთან საქმის დაჭერას აიძულებს და როცა საწყალ კაცს ეს არ სურს, სჯის?


ჩემი რჩევა იქნება, ბიბლია წაიკითხოთ. სანამ აქ შემომივარდებოდეთ და ლათინური ფონტით და გაუგებარი ქართულით ლანძღვას დამიწყებდეთ იმის გამო, რომ თურმე გარყვნილებას ვავრცელებ, თქვენი “წმინდა” წიგნი წაიკითხეთ. წაიკითხეთ ერთი, რამდენი ინცესტია იქ. მამამთილი რძალს ჟიმავს, ძმა ძმის ცოლს, დას და რა ვიცი, რა სასწაული აღარ ხდება. ეს ყველაფერი რომ იცოდეთ, ქრისტიანობისკენ აღარც კი გაიხედავდით, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ არ იცით. ისეთ წიგნებს ემსახურებით და ისეთი რაღაცისთვის ცდილობთ, ტანკს შეუვარდეთ, რაზეც აზრზეც კი არ ხართ, რა არის.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ამიერიდან ბიბლიაში მოთხრობილი ინცესტის ისტორიები მოგიყვეთ. ბლოგები უნდა დავწერო ამ თემაზე. აბა ვნახოთ, ამის შემდეგ თუ კიდევ გაიხედავთ ეკლესიისკენ.

Wednesday, April 22, 2020

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებით ტუალეტში სიარული აკრძალა


დღეიდან 2120 წლის 22 აპრილის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იკრძალება საპირფარეშოში სიარული, როგორც ქვეითად, ასევე ავტომანქანის, ცხენის, ვირის, ჯორის, სტეგოზავრის, მფრინავი ხვლიკის, ტრილობიტის და ასევე ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო თუ არასატრანსპორტო საშუალების გამოყენებით. აღნიშნულის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა და ამირან გამყრელიძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა თქვა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კარდაკარ ივლიან და შეამოწმებენ, ხომ არ იყო ვინმე საპირფარეშოში. კერძოდ, სამართალდამცავები ეჭვმიტანილს მუცელზე დაადებენ ხელს და ტაკუნებზე ორჯერ უჩქმენტენ, ხოლო ამ უკანასკნელმა თუ დაასლოკინა, მაშასადამე, არ არის საპირფარეშოში ნამყოფი და შეეშვებიან, ხოლო თუ ვერ დაასლოკინა, 5000 ლარით დააჯარიმებენ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომ კუჭში თუ არ გავედით, მაშ რა ვქნათ, ირაკლი ჩიქოვანმა კონტრშეკითხვით უპასუხა:

“ერთი თვე კარანტინში აგიყვანეთ და ნელ-ნელა ყველაფერი შეგიზღუდეთ. წესით, უკვე არც საჭმელი უნდა გქონდეთ და არც საჭმლის საყიდელი ფული და თუ ინტრიგანები არ ხართ, კუჭში გასვლა რაღად გინდათ?”

ირაკლი ჩიქოვანს დაეთანხმა ამირან გამყრელიძე, რომელმაც შემდეგი სახის განცხადება გააკეთა:

“ეს ორი-სამი კვირაც გავიჭირვოთ და მერე ყველა ერთად წავიდეთ საპირფარეშოში”.

აღნიშნულს კონექტიკუტის შტატის ქალაქ ჰართფორდის ვირუსოლოგიის კვლევითი ცენტრიდან გამოეხმაურა დოქტორი დიკ ლონგბოლსი. მკვლევარმა აღნიშნა, რომ ქართულ გენებში აღმოჩენილია ის ნაწილაკები, რომლებიც იესო ქრისტეს უპოვეს სუდარაზე და რაც ამტკიცებს, რომ მაცხოვარი საპირფარეშოში არ დადიოდა.

“ქართული გენი იოლად შეეგუება საპირფარეშოში სიარულის აკრძალვას. სექსის არქონას ეგუებით და საპირფარეშოში სიარულზე უარის თქმა რაღა გახდა?” - ხელები გაასავსავა ბუმბერაზმა მეცნიერმა.


მთავრობის ახალ ინიციატივას დაუყოვნებლივ უპასუხეს საპატრიარქოში. ჟურნალისტებისთვის დახურულ სივრცეში მოწყობილ ბრიფინგზე საპატრიარქოს სპიკერმა, ანდრია ჯღამაიძემ განაცხადა, რომ საერო ხელისუფლება ვალდებულია, “ნარუშილოვკები” გამოუწეროს ეპისკოპოსებს, რომლებსაც ზუთხის ხინკალი, შავი ხიზილალა და სხვა ათასგვარი გემრიელი საკვები საპირფარეშოში ხშირად სიარულს აიძულებს, რასაც დაეთანხმა გიორგი გახარია, რომელმაც თქვა, რომ ეს მორიგი გამარჯვებაა და სწორედ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო.

Monday, April 20, 2020

არიან თუ არა ღმერთი და ეშმაკი თანამზრახველები?


ეშმაკს ქრისტიანულ მითოლოგიაში ხშირად შუბლზე რქებით და ფიწლით ხელში გამოსახავენ. არადა, ბიბლიაში საუბარია, რომ ის თავდაპირველად ანგელოზი იყო, მაგრამ მოგვიანებით გაამპარტავნდა და ღმერთის დამხობა განიზრახა, რის შემდეგაც უფალმა ის ზეციდან განდევნა.
გამოდის, რომ ეშმაკი თავდაპირველად ისევე ლამაზი და წარმოსადეგი იყო, როგორც სხვა ანგელოზები. მაშ, რქები და კლანჭები როდის ამოუვიდა? ან ფიწალი სადღა იშოვა? სოფლის მეურნეობის იარაღების მაღაზიაში იყიდა? ან მტრედის ფრთების მსგავსი ქათქათა თეთრი ფრთები როგორღა შეუცვალა ღამურას ფრთებმა? ამაზე ღმერთმა სპეციალურად იზრუნა მისი სამოთხიდან განდევნის და ჯოჯოხეთში მოთავსების შემდეგ?
ან თუ ეშმაკი ჯოჯოხეთშია, მაშ, როგორღა ახერხებს ადამიანების შეცდენას? ესე იგი, როცა მოესურვება, ამოდის ჯოჯოხეთიდან და აქეთ-იქით დასეირნობს თავის ნებაზე? აბა, ეს რაღა სასჯელი გამოდის? მითუმეტეს, რომ ბევრგან “წმინდა წერილებში” ეშმაკს “ამა სოფლის ბატონსაც” კი უწოდებენ და მასვე მიაწერენ ადამიანების მოსყიდვას დიდძალი ოქრო-ვერცხლით და ულამაზესი გოგოების გამოყენებით. თუ უკვდავი ხარ (და ჩვენ ვიცით, რომ ეშმაკი, იგივე სატანა, უკვდავია), გაქვს ოქრო-ვერცხლი და გყავს ულამაზესი გოგოები, სამოთხეში რაღა ჯანდაბა გინდა? მე მომცეს ვინმემ ასეთი ცხოვრება და სულ არ გავიხედავ სამოთხისკენ არასოდეს.
მითუმეტეს, რომ სახარებიდან ცნობილია, თუ როგორ სთავაზობს სატანა იესო ქრისტეს მთელი სამყაროს მიცემას, თუ ეს უკანასკნელი მას დაუჩოქებს და თაყვანს სცემს. გამოდის, რომ მთელი ეს სამყარო, თავისი ოქროს ქვიშიანი პლაჟებით, კოქტეილებით, სექსით, ათასნაირი გართობით და განცხრომით სატანისაა? თუ ეს ასეა, მართლა რაღად გვინდა სამოთხე?
ან, თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა, რატომ არ წაართმევს სატანას უკვდავებას, რათა ეს უკანასკნელი ადამიანების შეცდენას მოეშვას? თუ სპეციალურად არ ართმევს სიცოცხლეს, გამოდის რომ სჭირდება და მისი სახით თანამზრახველი ჰყავს, ხოლო თუ ვერ ართმევს, მაშინ ღმერთი ყოვლისშემძლე აღარ გამოდის.
ყველა ვარიანტში ჩიხში შევდივართ.
ასე და ამრიგად, ქრისტიანული სწავლება ეშმაკის შესახებ იმდენად წინააღმდეგობრივია, რომ ვერავითარ აზრს და ვერავითარ ლოგიკურ კავშირებს მასში ვერ აღმოაჩენ. მე რომ ასეთი წინააღმდეგობრივი და შეუსაბამო დათქმებით გაჟღენთილი წიგნი დავწერო, არცერთი რედაქტორი მას არ დამიბეჭდავს. ამიტომ მართლა სრული დებილი და დოყლაპია უნდა იყო, მსგავს ბოდვას რომ დაუჯერო.

Sunday, April 19, 2020

საპატრიარქო დუყლუყის დამზადებაზე მთავრობისგან ექსკლუზიურ ნებართვას ითხოვს


როგორც სანდო წყაროებიდან გაირკვა, სრულიად საქართველოს სამოციქულო კოვიდეკლესიის საპატრიარქო წილხვედრის მთავრობას ქვეყნის მთელი მასშტაბით დუყლუყის დამზადება-გასაღებაზე ექსკლუზიური უფლების მინიჭებას სთხოვს. პატრიარქის შეშფოთება გამოიწვია იმან, რომ აღდგომის ღამის წირვაზე იმდენი ხალხი არ მივიდა, რამდენიც ჩაფიქრებული ჰქონდა.
“ეს ათეისტები და ვიღაც ლიბერასტები რომ არიან”, - განუცხადა ჩვენს სააგენტოს წყარომ. “მაგათი დამსახურებით მოხდა ეს. ხალხს აღარ სჯერა ჩვენი. ამიტომ გადავწყვიტეთ, ვირის ტვინის და ყვავის კანჭის გამოყენებით დუყლუყი დავამზადოთ და მისი სმა სკოლებში სავალდებულო საგნად ვაქციოთ, რათა ადამიანები საქართველოში მცირე ასაკიდანვე ზომბებად აღიზარდონ”.
საპატრიარქოსვე ცნობით, 13 წლის ასაკს მიღწეულ ყველა თინეიჯერს უფლის სიყვარულის ამბავში დაალევინებენ დუყლუყს, რათა მათ “ცუდ და სექსუალურ რაღაცებზე” არ დაიწყონ ფიქრი და სწამდეთ ღმერთი.
“სექსუალური განათლება არა ყლე”, - განუცხადა წყარომ ჩვენს სააგენტოს.
საპატრიარქოს ახალ ინიციატივას გამოეხმაურა ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს დუყლუყის დამზადების მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი ტრადიცია აქვს და ამიტომ მისი ექსკლუზივი მართლაც მხოლოდ საპატრიარქოს ხელში უნდა იყოს, ხოლო კითხვაზე, ხომ არ იქნება ყვავის კანჭი და ვირის ტვინი მავნებელი ადამიანების, განსაკუთრებით კი მოზარდების ნორჩი ჯანმრთელობისთვის, ტიკარაძემ თქვა:
“მთავარია, მრევლის ხმები მოვიდეს, თორემ დანარჩენს არ გასტყვნია პატრონი? რა მოზარდების ჯანმრთელობაზე მელაპარაკებით?”


შეგახსენებთ, რომ სანდო სამეცნიერო კვლევების მეშვეობით დადგენილია, რომ დუყლუყს ჯერ კიდევ პირველი ევროპელები - ზეზვა და მზია ამზადებდნენ. ისინი იყვნენ ასევე საპატრიარქოს მრევლის პირველი წევრები საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ორივე იმაზე ბევრად უფრო დიდი ხნის წინ ცხოვრობდა ამქვეყნად, ვიდრე “ბიბლიის” მიხედვით სამყარო შეიქმნა.

Saturday, April 18, 2020

“სასწაული მოხდა!” - ბნელებმა “ცეცხლის გარდმოსვლა” იზეიმეს


სასწაული “ცეცხლის გარდმოსვლა” კი არ არის, რომელსაც ვითომ ღმერთი უგზავნის ქრისტიანებს, არამედ ის, რომ 2020 წელს ამდენ დოყლაპიას სჯერა იმის, რომ მათ უფალი ციდან სასწაულს უვლენს ცეცხლის სახით. ეს მართლაც წარმოუდგენელი სიბნელე და სირცხვილია. მითუმეტეს სირცხვილია მედიასაშუალებების მხრიდან ამ იაფფასიანი შარლატანობის წარმოჩენა უტყუარ ფაქტად, რითაც ოპოზიციური და პროსახელისუფლებო სატელევიზიო არხები, პორტალები და ფეისბუკ-გვერდები არიან დაკავებულები აგერ უკვე მერამდენე წელია. ამ შუასაუკუნეობრივი სიბნელის და ჩამორჩენილობის ტირაჟირება გულისამრევია.
ირწმუნო ციდან ცეცხლის გარდმოსვლა არის იმის მანიშნებელი, რომ სკოლაში ქიმია არ გისწავლია, რადგან წვა არის ქიმიური პროცესი. წვის დროს ჟანგბადის დახმარებით მიმდინარეობს მთელი რიგი ქიმიური გარდაქმნებისა. ცეცხლის ღვთაებრივ სიმბოლოდ და ღმერთის ნიშნად წარმოჩენა ქვის ხანის იმ პირველყოფილ ადამიანებთან გვაახლოებს, რომლებიც აალებულ ბუჩქებს და გამოქვაბულის წინ დანთებულ კოცონებს სცემდნენ თაყვანს.
10 ათასი წლის წინ ვიღაც ცეცხლს რომ ეთაყვანებოდა, ეს დიდად გასაოცარი არ არის, რადგან მაშინ ადამიანებმა არ იცოდნენ, თუ როგორ ჩნდება ცეცხლი და რა პროცესებთან გვაქვს საქმე აალების სახით, მაგრამ 2020 წელს, როცა ამდენია დაწერილი ცეცხლის რაობის შესახებ, გწამდეს, რომ ის ღვთიური ნიშანი და სიმბოლოა, მართლაც უკიდურესი სიბნელეა. ამის იქით, აღარაფერია. ასეთი ადამიანები საშიშები არიან საზოგადოებისთვის. ათეისტებს მოგიწოდებთ, მაქსიმალურად შეზღუდეთ ასეთ homo sapiens-ებთან თქვენი ურთიერთობა. რას გადაგვდებენ და რომელ ინფექციას როდის შეგვყრიან, როდის რა უბედურებას შეგვამთხვევენ საკუთარი სიბრიყვით, არავინ იცის. ასეთები შეიძლება, მღვდლების მძღნერსაც კი ჭამენ, როგორც უფლის მიერ სამოთხიდან მათთვის გამოგზავნილ საკვებს. ან რა ვიცი, კიდევ რა მოუვათ ჩლუნგ თავებში. ერთი სიტყვით, მათთან ფრთხილად იყავით.
“იმედმა” და “მთავარმა არხმა” იერუსალიმში თაღლითი ორთოდოქსი მღვდლების მიერ მოფარებულში ცეცხლის დანთება ისე იზეიმეს, როგორც სასწაული, ამიტომ, თუ ოდნავ მაინც აზროვნებთ, მათ მაკონტროლებელ “ქართულ ოცნებას” და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ხმას ნუ მისცემთ. ისინი ადამიანთა მთელი მოდგმის მოსისხლე მტრები არიან.

Friday, April 17, 2020

“ნუ წახვალთ ეკლესიაში”, - ილია მეორე მრევლს შინ დარჩენისკენ მოუწოდებს (ვიდეო)


სრულიად საქართველოს სამოციქულო კოვიდეკლესიის ქურუმთქურუმმა და დიდმა შამანმა, ილია მეორემ, რომელსაც ხალხში სიყვარულით იღლია მეორეს, ილოს და ილიათოლასაც უწოდებენ და რომელზეც საუბრობენ, რომ წინა ცხოვრებაში, სანამ ბებრული მარაზმი და იმპოტენცია დარევდა ხელს, 26 ათასი სქელტრაკა სტიქაროსანი ბიჭი ჰყავს მოტყნული (მათ შორის კი გიგი უგულავა და მასთან ერთად საქართველოს მმართველი პარტიის და ოპოზიციის 99,99 %), წინააღმდეგობა გაუწია თავის წარმოსახვით ბოროტ ღმერთს და განაცხადა, რომ ადამიანები ეკლესიებში არ უნდა წავიდნენ და არ დაავადდნენ კორონავირუსით, რადგან არანაირი იესო და საიქიო ცხოვრება არ არსებობს და თუ დაიბრიდებიან, მატლები შეჭამენ მათ სულებსაც და ხორცსაც.
“თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ, რა ღმერთი, ხალხო?” - განაცხადა ილია მეორემ. “ჩვენ გამოვიგონეთ ღმერთი, თქვენნაირი განუვითარებელი ყლეები რომ კარგად მოგვეწველა და გვეღლიტა. შვილნო ჩემნო, დარჩით სახლში, თორემ ძუძუ-გული მოგეტყვნებათ, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამინ”.
როგორც საპატრიარქოს პრესცენტრში სააგენტო “შამანნიუსს” განუცხადეს, ილომ ბევრი ტაშკენტური პლანი მოწია და ტვინი გადაუბრუნდა. ის სპეცრეისით გადააფრინეს გერმანიაში, რათა ტვინი ხელახლა გადმოუბრუნონ და ხელახლა აქციონ ბოროტ კლოუნად, რომელმაც პუტინის მითითებით საქართველოს მოსახლეობის გენოციდი განიზრახა და რომელიც საკუთარი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად კორონავირუსს ბიოლოგიურ იარაღად იყენებს.
პატრიარქის მოწოდებას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ტელეკომპანია “იმედი”, რომლის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ილია მეორე “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მიიღებს მონაწილეობას ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი დაადგენს, გადადის თუ არა კორონავირუსი ზიარების საერთო კოვზის მეშვეობით.

Thursday, April 16, 2020

ასე გადაჰყავთ კოვიდინფიცირებული ბავშვები რუსეთის საავადმყოფოებში (შემაძრწუნებელი ვიდეო)


კადრები, რომლებსაც ქვემოთ ნახავთ, არ არის განკუთვნილი სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის. ამიტომ თუ გაქვთ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული რომელიმე დაავადება, ამ ვიდეომასალას ნუ ჩართავთ. დაახლოებით ორწუთიანი მასალა ასახავს იმას, თუ როგორ გადაჰყავს რუსეთში სასწრაფო დახმარების ბრიგადას ბავშვი სახლიდან საავადმყოფოში. ბავშვი სპეციალურ ტანსაცმელში თავიდან ფეხებამდე შემოსილ ექიმებს გამოჰყავთ და აპირებენ, სპეციალურად იზოლირებულ საკაცეზე დააწვინონ ის. პატარა ხვდება, რომ ძალიან ცუდი რაღაც სჭირს და ისტერიკაში ვარდება.
დღეს ეპისკოპოსმა იაკობმა, რომელიც ილია მეორესთან დაახლოებული პირია, განაცხადა, რომ ეჭვი შეაქვს ქართველი ინფექციონისტების მიერ საქართველოში კოვიდინფიცირებულთა შესახებ წარმოებულ სტატისტიკაში და კითხვას სვამს, ხომ არ არის ეს სტატისტიკა გაყალბებული. ამრიგად, უკვე ჩანს, თუ ვინ იქნება საპატრიარქოს განტევების ვაცი მას შემდეგ, რაც სააღდგომო წირვა-ლოცვა და ზიარება საქართველოში არნახულ ეპიდაფეთქებას გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში საპატრიარქოს პოზიცია იქნება, რომ ინფექციონისტები არიან “მასონები”, რომლებიც ეკლესიის რეპუტაციის შელახვის გაზრახვით დღესასწაულებამდე სწორად არ ითვლიდნენ დაინფიცირებულთა რაოდენობას.
სტალინს რომ შეშურდებოდა, მართლაც ისეთი არამზადობაა. ილია მეორემ საკუთარ კუმირს უკვე გაუსწრო სიმუხთლეში და ეტყობა, მალე დახოცილების რაოდენობითაც გაუსწრებს.
რუსეთში გასული დღე-ღამის მანძილზე კოვიდინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა: 3448 ახალი შემთხვევა. საავადმყოფოები ვერ ასწრებენ ინფიცირებულთა მიღებას. ეს იმის დამსახურებაა, რომ პუტინის ხელისუფლება კორონავირუსს დაუდევრად მოეკიდა და თავის დროზე არ მიიღო გადამჭრელი ზომები უცნობი და ძალიან საშიში ვირუსის წინააღმდეგ.
კორონავირუსი, რომელმაც ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან იწყო მთელ პლანეტაზე გავრცელება, ადამიანთა მოდგმისთვის სრულიად უცნობი და შეუსწავლელი მიკრობია და რაც დრო გადის, ჩვენ სულ უფრო მეტ საგანგაშო ინფორმაციას ვიგებთ მისი რაობის შესახებ. სწორედ ამიტომ სახლში დარჩენა და მაქსიმალური თვითიზოლაცია მის წინააღმდეგ ერთადერთი გამოსავალია.
ამასობაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მთელ პლანეტაზე უკვე მიაღწია 2 096 585-ს, საიდანაც 135 662 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.


Wednesday, April 15, 2020

COVID-19: როგორ უნდა მოვიქცეთ ათეისტები საეკლესიო დღესასწაულების შემდეგ?

აშკარაა, რომ მრევლის წევრებს ერთი სიტყვაც არ სჯერათ არც პაატა იმნაძის, არც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის და არც არავისი, ვისი რჩევაც სახლში დარჩენაა. უდავოა, რომ ისინი უზარმაზარ მასებად შეგროვდებიან “აღდგომის” წირვაზე სამების საკათედრო ტაძარში და სწორედ ამ თარიღიდან დაიწყება ის კორონავირუსული დიდი აფეთქებაც, რაც ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად აქცევს.


ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია. პრინციპში, სწორედ ამგვარად მუშაობს კიდეც ბუნებრივი გადარჩევა და სახეობათა ევოლუცია - დაბალი ინტელექტის მქონე ინდივიდები ფიზიკურად ნადგურდებიან და მათ ადგილს უფრო ჭკვიანები იკავებენ. ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც ადამიანებზეც ისევე მოქმედებს, როგორც ნებისმიერი სხვა სახეობის ცხოველზე; ირემი, რომელიც სმენას ადუნებს და უდარდად ძოვს ბალახს, მგლის საკბილო ხდება ადრე თუ გვიან. ასე რომ, არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება. მრევლის წევრებს საკუთარი გზა აქვთ, მათ ძალიან სურთ, ნახონ, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ და ეს შესაძლებლობა მიეცემათ, მაგრამ რა ვქნათ ჩვენ, ათეისტებმა? როგორ მივიქცეთ? რა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ჩვენი თანამოაზრე დაიღუპოს?


რასაკვირველია, ათეისტები ისედაც ძალიან მცირე რაოდენობით დავიღუპებით კორონავირუსული პანდემიის შედეგად. სამწუხაროდ, შეუძლებელია ჩვენი თანამოაზრეების დაღუპვის სტატისტიკის ნულის დონემდე დაყვანა, მაგრამ სიკვდილიანობის თანაფარდობა მრევლის წევრებთან მიმართებით მენტალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე მკვეთრად დაბალი რომ გვექნება, ამას კამათი რად უნდა. მაგრამ მე მსურს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ჩვენიანი დაიღუპოს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ჩემ რჩევებს და გაითვალისწინეთ ისინი:
“აღდგომის” შემდეგ ქუჩაში ნიღბის გარეშე ნუ გახვალთ. სასურველი იქნება, საერთოდაც, აირწინაღით გახვიდეთ, ხოლო შინ დაბრუნების შემდეგ აირწინაღი კარგად გარეცხოთ. მაგრამ თუ მსგავსი აღჭურვილობა არ გაგაჩნიათ, გამოიყენეთ ნიღაბი რესპირატორული ვენტილით და სათვალე, ხოლო თუ არც მსგავსი ნივთები გაქვთ, გამოიყენეთ ნებისმიერი სხვა რამ, რაც სახეს კარგად დაგიფარავთ. გახსოვდეთ, რომ მთავარი პრინციპია, სახე გქონდეთ მაქსიმალურად დაფარული.


დაიცავით დისტანცია. მინიმუმ 2 მეტრი მაინც. სახლიდან გადით მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელ საქმეებზე, როგორებიცაა საკვების შეძენა ან გადაუდებელი სამუშაოები. ამასთან, გარეთ ყოფნის დრო მინიმუმამდე დაიყვანეთ.
თუ სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრობთ ერთ სახლში, მაქსიმალურად ხანგრძლივი დრო გაატარეთ თქვენს საკუთარ ოთახში. მოიმარაგეთ ღვინოები, ხილის წვენის და არყის გამოყენებით დაამზადეთ სახელდახელო კოქტეილები, 
მიირთვით პოპკორნი და მიწის თხილი. უყურეთ ფილმებს და თუ პარტნიორი გყავთ, დაკავდით მასთან სექსით. მოკლედ, გააკეთეთ ყველაფერი, რაც გარეთ გასვლას გადაგაფიქრებინებთ.




ფილმების მოძებნა ყველაზე მარტივად შეგიძლიათ IMDB-ს აპლიკაციის გამოყენებით. არ არსებობს ფილმი, რომლის აღწერილობაც IMDB-ზე არ დევს. იქ შეგიძლიათ ნახოთ ყველა ჟანრობრივ კატეგორიაში ყველაზე რეიტინგული ფილმები და სერიალები და ყველაზე პოპულარული ფილმები და სერიალებიც ზოგადად. იპოვით სასურველ ფილმს / სერიალს და შემდეგ მონახავთ ინტერნეტში, თუ სად შეგიძლიათ მისი ყურება. ეს ყველაზე საუკეთესო მეთოდია სახლიდან გაუსვლელად კინოს სამყაროში შესაღწევად, რადგან არ არსებობს საიტი, სადაც ყველა ფილმი დევს, მაგრამ როცა IMDB-ზე რეიტინგით მოძებნი კარგ ფილმს ან სერიალს, შემდეგ “გუგლში” მისი მონახვა მარტივია.
ნუ შეუშვებთ სახლში თქვენს ეკლესიურ დეიდას, მამიდას, ბიძას თუ ბიცოლას. მოვა თქვენს სანახავად და გაერიდეთ. თუ დაგირეკავთ, უთხარით, რომ თავს ცუდად გრძნობთ ან ლაშას მამა გარდაიცვალა. მოკლედ, რამე მოიფიქრეთ. მთავარია, მრევლის წევრებთან და მათი ოჯახის წევრებთან არ იკონტაქტოთ.
ეს უკანასკნელი პუნქტი ყველაზე მნიშვნელოვანია. კვლევებით დადგენილია, რომ დაავადების გადაცემა ყველაზე ხშირად უახლოესი ადამიანების მეშვეობით, ნათესაურ და ოჯახურ გარემოში ხდება. ამიტომ ასეთ გარემოს მოერიდეთ. საკუთარი ოთახი და მაქსიმალურად ხანგრძლივი დროის გატარება იქ ყველაზე აქტიურად დაგიცავთ.
აუცილებლად ჩაიტარეთ პნევმოკოკებსა და გრიპზე აცრა. მითუმეტეს, თუ რაიმე ქრონიკული დაავადება გაქვთ ან / და ასაკოვანი ბრძანდებით. ეს პანაცეა არ არის, მაგრამ გაზრდის თქვენი გადარჩენის შანსებს ინფიცირების შემთხვევაში.
და რაღა თქმა უნდა, დაიცავით ჰიგიენა, ხშირად დაიბანეთ ხელები და გამოიხეხეთ კბილები. გარეთ გასვლისას კი იქონიეთ რეზინის ხელთათმანები.
გახსოვდეთ, რომ უმჯობესია, ბრბომ დაგცინოთ, ვიდრე საფლავში ჩაწვეთ და მატლებმა დაგიწყონ ღრღნა. დაცინვის ნუ გეშინიათ. ჯერ დაგცინებენ, მერე კი ტაშს დაგიკრავენ და მოგბაძავენ. ასეა ეს სამყარო მოწყობილი.

საქართველო ყოფნა-არყოფნის ზღვარზე: პაატა იმნაძე ღიად ალაპარაკდა (ვიდეო)


“გაიგეთ, ხალხნო, სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით, გვექნება უდიდესი მსხვერპლი”, - განაცხადა ეპიდემიოლოგმა პაატა იმნაძემ “პირველი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელსაც ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ.
ჩანს, იმნაძე შეაძრწუნა კორონავირუსის გავრცელების სწრაფმა ტემპებმა და სიკვდილიანობის მაღალმა დონემ, ასევე საქართველოში ლეგალურად მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციის - საპატრიარქოს მისწრაფებამ, რუსეთის სპეცსამსახურების დავალების და საკუთარი აბსოლუტურად ბრმა ფანატიზმის და უკიდეგანო სიხარბის შესაბამისად გამოიყენოს კორონავირუსი ბიოლოგიურ იარაღად საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ და გენოციდი მოუწყოს ქართველ ერს იმით, რომ არ აპირებს, შეწყვიტოს წირვა-ლოცვა და ზიარება საერთო კოვზით.
ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს. ეს გვინდა? დავრჩეთ სახლში”, - ასეთია პაატა იმნაძის მთავარი გზავნილი და ის ეხება როგორც მრევლს, ასევე ყველა იმ ადამიანად წოდებულ და აზროვნების უნარის მქონე არსებას, რომელსაც სხვა მსგავს არსებებთან ერთად შეკრება და კორონავირუსის გავრცელების ხელშეწყობა შეუძლია.
საქართველოს ხელისუფლების ღია და უსამარცხვინოესი კოლაბორაციის ფონზე ტერორისტულ ორგანიზაციასთან, რომელსაც საპატრიარქო ეწოდება, ამჟამად ჩვენი ბედი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანის ხელთაა. ხელისუფლებამ მიგვატოვა და ჩვენი სიცოცხლე და უსაფრთხოება მრევლის ხმებში გადაცვალა. ამიტომ იყავით მაქსიმალურად ყურადღებით, ვისაც ამის ელემენტარული გონიერება მაინც შეგწევთ და ნუ შეიკრიბებით ნურსად, ნურც ეკლესიაში და ნურც სექსკლუბში. გონს მოდით, სანამ ძალიან გვიანი არ არის.


Tuesday, April 14, 2020

ლოკოკინა ქალაქს მიდიოდაო ანუ რა შეიტანა და რა გამოიტანა გახარიამ საპატრიარქოდან


ძვირფასო მეგობრებო, ალბათ დააკვირდებოდით, თუ რამდენად ხშირად ვიყენებ ამ ბოლო დროს ანდაზებს და სხვადასხვა ფრთიან და ხატოვან გამოთქმებს. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ ანდაზების, მითების, ზღაპრების და ხატოვანი გამოთქმების დროში ვცხოვრობთ. ასეთ დროში სხვაგვარი ენით საუბარი შეუძლებელია.
მართლაც, განა რა არის იმაზე უფრო დაუჯერებელი და საანდაზო, რომ დღეს, 2020 წელს, ევროპის კონტინენტზე არსებობს ქვეყანა, რომლის მოსახლეობასაც მღვდლები ისე მართავენ, როგორც ხელებზე თოკებმიბმულ უსუსურ მარიონეტებს? იმაზე დაუჯერებელი რაღა უნდა იყოს, რომ ილია მეორის აშკარა სურვილზე, ამოხოცოს და გაჟლიტოს ქართველი ერი, პროტესტი ერთი მუჭა მოაზროვნეების გარდა არავის უჩნდება, რომლებსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ანაფორიანი ტერორისტებისგან პირდაპირ არის განწირული სასიკვდილოდ, ყოველდღიურად უშვერი სიტყვებით ლანძღავს?
ამაზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო?
რა და ის, რაც ორიოდე დღის წინ მოხდა.
გუშინწინ პრემიერ-მინისტრი გახარია ეახლა ტერორისტული დაჯგუფების მეთაურს, ილია მეორეს და მუხლმოყრილმა სთხოვა, ქართველ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს, ბიჭებს და ჭარმაგ კაცებს ნუ დახოცავო. ტერორისტმა პატრიარქმა კი რა თქმა უნდა, ყურიც არ შეიბერტყა. ამიტომ ლოკოკინა ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო, სწორედ გახარიაზეა ნათქვამი*, რომელიც შაჰიდმა და ფუნდამენტალისტმა ილიათოლამ კუდამოძუებული გამოაგდო საპატრიარქოდან ისე, რომ არანაირი იმედიც კი არ მისცა.
და რა გააკეთა ამ დროს გახარიამ?
გგონიათ, პოლიციას უხმო და ტაძრების დაკეტვის ბრძანება გასცა?
ან დააპატიმრა ის მღვდლები, რომლებმაც ადამიანების გაჟლეტის სურვილით ყველაზე მეტად გამოიჩინეს თავი?
თქვენც არ მომიკვდეთ. აი, რა თქვა მან:
“დღეს ვართ განსაკუთრებულ მდგომარეობაში, საგანგებო მდგომარეობაში ომის და ბრძოლის. აქ გარკვეული პრიორიტეტები გასაგებია, რომ შეიძლება, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს სხვადასხვა ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ, მე, იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქის, მისი გონიერების და სიბრძნის და რატომ - მოქალაქე ხვდება ერთ რამეს, კანონის აღსრულება და ჯანმრთელობის დაცვა არის სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება, რომელიც სახელმწიფომ უნდა აღასრულოს, ისევე როგორც ეკლესიის არდახურვა და მისი ფუნქციონირება ბევრი ჩემი უაღრესად პატივსაცემი მორწმუნე ადამიანისთვის არის ასევე ეგზისტენციალური საკითხი.
ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, გონიერი, ბრძენი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას, არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, რომ - არ მოხვიდეთ ეკლესიაში და არ დაელოდოს სახელმწიფოსგან მოწოდებას - დაარღვიოს კანონი. ეს არის ის გამოსავალი და ოქროს შუალედი, რომელშიც ჩვენი თითოეული მოქალაქე, დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გამოსავალს იპოვის. და, რა თქმა უნდა, მთავრობა და მე პირადად მოვუწოდებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომ დავრჩეთ სახლში, ნუ დავაყენებთ ეკლესიას იმ მდგომარეობაში, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, რომ არჩევანი გააკეთოს.
რატომ ჩვენ ვაჟკაცობა არ უნდა გვეყოს, ჩვენი გადაწყვეტილების უნარი არ გვაქვს? არ გვაქვს იმის უნარი, რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა როგორც ეკლესიაზე, ისე სახელმწიფოზე?”
ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოს მოსახლეობის 100 % ბრძენია, რომელსაც რაიმე პასუხისმგებლობის აღების უნარი აქვს? აი, მაგალითად თქვენ რამდენ ბრძენ და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე ადამიანს იცნობთ საქართველოში, ძვირფასო მეგობრებო? 
მე ცოტას. ძალიან ცოტას.
სწორედ ამიტომ, ვინაიდან და რადგანაც, საქართველოს მოსახლეობის 100 % ბრძენი სულაც არ არის და პირიქით, ჩვენ გვყავს სერიოზული პროცენტი პიტალო და სალი ცხრა ნომერი კლდეების, რომლებიც ვერ აცნობიერებენ და აზრზე არ არიან, თუ რამხელა საშიშროების წინაშე ვდგავართ, შემოვიღეთ საგანგებო მდგომარეობა და უმკაცრესი ზომები, არა?
თუ შეგონებით და ნამუსზე შეგდებით საქმე გვარდება, მაშ, რაღად გვინდა ეს ამხელა საპოლიციო აპარატი? ხელს ნუ ვახლებთ და უბრალოდ მხოლოდ ვუთხრათ დანით შეიარაღებულ არამზადას, რომელიც ქალისთვის ყელის გამოღადრას აპირებს იმის გამო, რომ ქრისტიანულ ლიტერატურაში ამოიკითხა, რომ ორალური სექსი მომაკვდინებელი ცოდვაა, რომ ცუდად მოიქცევა, თუ ადამიანს მოკლავს. ვუთხრათ მოძალადეს, რომ მოხუცი ბებიის გაუპატიურება არასწორი საქციელია და ნამუსზე შევაგდოთ თამადა, რომლისთვისაც პირსინგი ქართველობის დაკარგვაა. მაშ, რაღა ჯანდაბად გვინდა, ამხელა შენობებს რომ ვაშენებთ პოლიციის განყოფილებებისთვის? თუ ასე მარტივად გვარდება საქმე, ვთხოვოთ დამნაშავეებს, გამოიჩინონ სიბრძნე და პასუხისმგებლობის გრძნობა, სანამ დანაშაულს ჩაიდენენ.
პრემიერის მოვალეობა არ არის ვინმეს ნამუსზე შეგდება და აზრზე მოყვანა. ეს არის ჩემი მოვალეობა. ეს არის ჟურნალისტების და მწერლების მოვალეობა, რადგან ჩვენ არ გვემორჩილებიან პოლიციელები და ჩვენ ვერ გავცემთ ბრძანებებს, რომ დადგეს ჩვენთვის სასურველი ესა თუ ის შედეგი. ამის პრეროგატივა აქვს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას და როცა მთავრობა ვერ ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ასეთი მთავრობა უნდა წავიდეს. რას მიქვია, ვიღაც არამზადა ტერორისტები ერის და მოსახლეობის ამოჟლეტას და კიდევ მრავალი კვირით სახლში გამოკეტას გვიპირებენ და შენ არაფერი არ შეგიძლია? აბა, რიღას მაქნისი ხარ და რა ნამუსით მთხოვ არჩევნებში ხმას? ან თუ მღვდლები გმართავენ და მათი გადასაწყვეტია ქართველი ხალხის ბედი, მე რატომ უნდა ვიარო არჩევნებზე და დაგიჭირო მხარი? თუ რეალური ძალაუფლება არ გაქვს, რაში მაინტერესებს, სახელისუფლებო პარტიის ბუტაფორია ვინ იქნება?
აშკარაა, რომ გახარია და მისი პატრონი, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ 18 წლის გოგოებისთვის თვალების გამოთხრაში არიან მაგრები. ხოლო როცა საქმე საბჭოთა უშიშროების პუტჩისტ პოლკოვნიკს და მის ტერორისტულ ორგანიზაციას ეხება, აქ ისინი ისეთივე უხერხემლოები არიან, როგორც გაზაფხულის გრილ მდელოზე ბალახის საჭმელად გამოსული პატარა ლოკოკინა.
მაგრამ უსუსურობას და ლაჩრობასაც ხომ შეიძლება საზღვარი გააჩნდეს?!
ჩანს, არ შეიძლება.


*პოპულარულ ქართულ ანდაზას, რომელშიც ლოკოკინას ნაცვლად ძაღლია ნახსენები, განზრახ ვამახინჯებ, რადგან საქართველოს პრემიერი სწორედ ჩვენი სველი წერტილების ბინადარ მუცელფეხიან და სლიკინა არსებას ჰგავს ილია მეორესთან მიმართებით (ავტ.)

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...