Sunday, April 12, 2020

სასწრაფო დახმარების ავტომანქანების უსასრულო რიგები რუსეთის საავადმყოფოებთან (ვიდეო)


“სასწრაფო დახმარების ავტომანქანების დათვლა უბრალოდ შეუძლებელია და ისინი მოდიან და მოდიან და დგებიან რიგში. ახლავე გიჩვენებთ. აქ ორი რიგია. ჩვეულებრივი ავტომანქანები ცდილობენ, გვერდი აუარონ მათ. უბრალოდ, სასწრაფო დახმარების ავტომანქანების რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება. ალბათ, საავადმყოფოები პაციენტების მონაცემების შევსებას ვერ ასწრებენ”, - ვიდეომასალის დაწყებისას ისმის მამაკაცის ხმა, რომელიც კადრს თან სდევს.
მასალა სამოყვარულო კამერით არის გადაღებული და იმ მძიმე და დამთრგუნველ სიტუაციას ასახავს, რაც COVID-19-ის გამო რუსეთშია გაბატონებული.
რუსეთში კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ადამიანების რიცხვის მატება ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან სწრაფად დაიწყო, თუმცა ექსპერტები საუბრობენ, რომ მდგომარეობას პიკისთვის ჯერაც არ მიუღწევია.
ოფიციალური ცნობების თანახმად რუსეთში კორონავირუსის 4738 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა კითხვის ნიშნები გაისმის იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სანდოა ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა და ხომ არ ისახავს ის მიზნად რეალობის შელამაზებას.



No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...