Monday, April 27, 2020

რამდენად სახიფათოა შეშის ღუმელი?


ის წვავს შეშას და ხელს უწყობს ტყეების გამეჩხერება-გაქრობას, მაგრამ ეს არ არის პრობლემის დასასრული. ეს მხოლოდ პრობლემის დასაწყისია: სტატისტიკის თანახმად, შეშის თითოეული ღუმელი გამოყოფს იმდენივე მოცულობის მავნე ნივთიერებებს, რამდენსაც მთელი დუჟინი ტექნიკურად გაუმართავი 10 წლის ავტომანქანებისა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების მიხედვით შეშის ღუმელი საშუალოდ 10 წლით უმოკლებს ადამიანს სიცოცხლის ხანგრძლივობას გერმანიაში. არადა, მოგეხსენებათ, გერმანია არის ქვეყანა, სადაც ეს ნივთი ლამის რარიტეტია. ჰოდა, წარმოიდგინეთ, რა კატასტროფული მდგომარეობა უნდა იყოს ამ მხრივ საქართველოში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა დღემდე ძირითადად შეშით თბება და როცა ზამთარში რომელიმე სოფელს შორიდან გახედავ, შეშის წვისგან გაჩენილ კვამლში გახვეულ სახლებს ხედავ მხოლოდ.
ევროკავშირში შეშა წარმოადგენს 400 000 ადამიანის ნაადრევი გარდაცვალების უმთავრეს მიზეზს ყოველწლიურად. COPD / COB, ფილტვის ემბოლია და ფილტვის ინფარქტი, ლეიკემიები და ლიმფომები – ეს იმ დაავადებების არასრული ჩამონათვალია, რასაც შეშის ღუმელი იწვევს.
შეშის ღუმლის გამონაბოლქვი შეიცავს სხვადასხვა ძალიან საშიშ მჟავებს, ორჟანგებს, კუპრს, ბენზპირენს და ჭვარტლს და რაც მთავარია, მთელი ეს მხუთავი კოქტეილი მოცემულია მისი მილიდან გამომავალ გამონაბოლქვში.
ბენზპირენი ძალიან საშიში კანცეროგენია. ფილტვების მეშვეობით ის ხვდება სისხლში და ხელს უწყობს ძვლის და სასუნთქი სისტემების უჯრედების ავთვისებიანი პათოლოგიების (ჰოჯკინური და არაჰოჯკინური ლიმფომები, მიელოდისპლაზიური სინდრომები, ქრონიკული და მწვავე ლიმფატური ლეიკემიები, რუსტიცკი-კალერის დაავადება, ფილტვის კიბო, მეზოთელიომა და ა. შ.) წარმოქმნას.
შემთხვევითი არ არის, რომ შედარებით სუსტი ორგანიზმის მქონე ადამიანები (სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მატარებელი პაციენტები, მოხუცები, ორსული ქალები, ბავშვები) სწორედ ზამთარში იღუპებიან. შეშის ღუმელი ხელს უწყობს მათ გარდაცვალებას.
შეშის ღუმლის გამონაბოლქვი განსაკუთრებით სახიფათო შინაური ცხოველებისთვისაა. სხეულების აგებულების თავისებურებების გამო ეს არსებები ხომ დედამიწის ზედაპირთან განსაკუთრებით ახლოს ცხოვრობენ, სადაც მხუთავი აირის მოჭარბებული კონცენტრაცია მიმდინარეობს.
სწორედ ამიტომ ზამთარში განსაკუთრებით ბევრი შინაური ცხოველი იღუპება.
შეშის მხოლოდ 17 000 ღუმელი ზამთარში ისევე სახიფათოა, როგორც მთელი საგზაო მოძრაობა მთელი წლის მანძილზე.
მაგრამ შეშის ღუმლის გამონაბოლქვი განსაკუთრებით სახიფათო მაინც იმის გამოა, რომ ხის ნარჩენების წვის შედეგად უაღრესად წვრილი მოცულობის საშიში ნაწილაკები (სიდიდე: 2,5 მიკრომეტრი და ნაკლები) გამოიყოფა, რასაც ცოცხალი ორგანიზმი ძალიან სწრაფად ითვისებს. შედარებითი დიდი (10 მიკრომეტრი და მეტი) მოცულობის ნაწილაკები ზედა სასუნთქი გზების მეშვეობით ორგანიზმიდან განიდევნება, აი 2,5 მიკრომეტრი სიდიდის ნაწილაკებს კი – რასაც შეშის ღუმელი და ბუხარი გამოყოფს – ორგანიზმი ვერაფერს ვერ უხერხებს და ამიტომ ყოველი ასეთი ნაწილაკი ფილტვების და გულის მეშვეობით პირდაპირ სისხლში და ლიმფურ კვანძებში ხვდება.
ჭვარტლის ნაწილაკები 3200-ჯერ უფრო მეტად უწყობენ ხელს გლობალურ დათბობას, ვიდრე მხუთავი აირი.
გერმანიაში უშუალოდ ღუმლიდან მხუთავი აირის დახურულ სივრცეში დაგროვების შედეგად წლიურად 600 ადამიანი იღუპება.
საქართველოში არც მსგავსი სტატისტიკა გაგვაჩნია, თორემ ვნახავდით, რა სავალალო მდგომარეობა გვაქვს.

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...