Saturday, April 11, 2020

რამდენად რთულია, იყო პატრიარქი?


რამდენად რთულია, იყო კლოუნი?
ძალიან რთულია. შენ გამუდმებით გიწევს, გამოხატო სიხარული, ბედნიერება და აღმაფრენა, მიუხედავად იმისა, რომ საპირისპირო გრძნობებიც კი შეიძლება გაგაჩნდეს. ისევე, როგორც ილია მეორეს უწევს რწმენის, სიმშვიდის და სისაწყლის გამოხატვა. მართლაც, განა რთული არ არის, მულტფილმის პერსონაჟი უმანკო კრევეტის გამომეტყველების მიღება მაშინ, როცა ადამიანებს შენი უკიდეგანო სიხარბის, ფანატიზმის და ძალაუფლებასთან დაკავშირებული ამბიციების გამო სასიკვდილოდ წირავ?
ეს მართლა ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ პატრიარქი გასაოცრად ჰგავს ბებერ, ბოროტ კლოუნს, რომელიც ადამიანების უბედურებას საკუთარ მომგებიან ბიზნესად აქცევს.
ადამიანები ხომ ზარმაცი არსებები ვართ. ჩვენ გვეზარება, წარმოვიდგინოთ, თუ როგორი იქნება მომავალი. ჩვენ გვეზარება იმის გააზრება, თუ რამდენად ბევრია გასაკეთებელი, რათა სამშვიდობოს გავიდეთ და სულს გვიხუთავს საკუთარი შიშების და ერთმანეთის მიმართ არსებული ზიზღის წინააღმდეგ ბრძოლა. სწორედ ამიტომ გამოვიგონეთ ღმერთი - უნივერსალური აქტორი, რომელიც ჩვენს ნაცვლად ფიქრობს, ჩვენს ნაცვლად კურნავს, ჩვენს ნაცვლად აღადგენს ადამიანებს მკვდრეთით და ჩვენს ნაცვლად ქმნის სამოთხეს. ღმერთი, რომელიც ჩვენ გვწამს, ჩვენივე სიზარმაცეა. ის არის ჩვენი თვითკმაყოფილების, ჩვენი უდარდელობის და საკუთარი თავის მუდმივი მოტყუების სიმბოლო. ჩვენ ხომ მართლა ასე ძალიან გვინდა, რომ გვყავდეს ვიღაც, ვინც ჩვენზე იზრუნებს და დაგვიფარავს უთვალავი განსაცდელისგან. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ისტერიული თავდაჯერებულობით საუკეთესო ადამიანური თვისებები მივაწეროთ ღმერთის “მოადგილეს” ამქვეყნად - პატრიარქს, რომელიც იყო საბჭოთა უშიშროების პოლკოვნიკი, რომელმაც უღალატა საქართველოს დამოუკიდებლობის ყველაზე რთულ პერიოდში, რომელიც ღია კოლაბორაციაში იმყოფებოდა “მხედრიონის” ლიდერებთან, რომლებმაც საქართველო გააჩანაგეს და იავარჰყვეს და რომელიც 2012 წლის პირველი ოქტომბრის წინ გვეუბნებოდა, რომ ციხეებში ყველა ქვეყანაში აწამებენ ადამიანებს და გვირჩევდა, ხმა სააკაშვილის ხელისუფლების გახანგრძლივებისთვის მიგვეცა.


პატრიარქი ყიდის იმედს - იმედს იმისა, რომ სიკვდილის შემდეგ სამოთხეში მოვხვდებით, სადაც ყოველგვარ ტანჯვას, რასაც ამქვეყნად განვიცდით, ბოლო მოეღება და მარადიულად ვიცოცხლებთ და ვინეტარებთ. არადა, გათხარეთ საფლავები. რას აღმოაჩენთ იქ? ძვლებს. განა შეიძლება, ამ ძვლების პატრონი სადმე ნეტარებდეს? განა შეიძლება, სიკვდილის შემდეგ დაგიფაროს მან, ვინც სიცოცხლეში ხელი არ გამოგიწოდა მაშინ, როცა ყველაზე მეტად გიჭირდა?
გონს უნდა მოვეგოთ და მკაცრ რეალობას თვალი გავუსწოროთ: არ არსებობს არავითარი ღმერთი, არავითარი სამოთხე და არავითარი ცხოვრება სიკვდილის შემდეგ. ჩვენ მოკვდავები ვართ. ხოლო პატრიარქი ბრძენი და ჰუმანური პიროვნება კი არ არის, არამედ უვიცი, ხარბი და ბოროტი კლოუნი, რომელსაც კორონავირუსის უსაშინლესი პანდემიის დროსაც კი არ სურს ეკლესიების დაკეტვა და რომელიც საკუთარ ავაზაკ ღმერთს მსხვერპლად წირავს პატარა ბავშვებს, რომლებიც საშინელი ეპიდემიის გადადების საფრთხის წინაშე დგანან საერთო კოვზით ზიარების გამო.


ალბათ, მართლა ძალიან რთულია, იყო ასეთი პატრიარქი - პატრიარქი, რომელიც ადამიანებს მსხვერპლად წირავს. მაგრამ ის, რაც რთულია თქვენთვის და ჩემთვის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, შესაძლოა, ძალიან მარტივიც კი არის ილია მეორისთვის. ის ხომ სწორედ ამისთვის გაზარდეს და აქციეს მღვდელმსახურად. იმისთვის, რათა ადამიანები მარტივად დაეხოცა. ამიტომ, ვიცი, გვიჭირს, მაგრამ გონს უნდა მოვეგოთ და გავთავისუფლდეთ რელიგიური ფანატიზმისა და პატრიარქის კულტის გაფეტიშებისგან.
გამოსავალი მხოლოდ ეს არის.

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...