Saturday, April 4, 2020

რუსეთში სასურსათო პანიკა დაიწყო (ვიდეო)


კადრები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელდა და უკვე ვირუსულად მოედო ინტერნეტს, აღწერს იმ ქაოსს და პანიკურ სიტუაციას, რაც რუსეთში დღეს არის გაბატონებული.
“ახლავე პოლიციას გამოვუძახებ”, - ისმის ყვირილი. კადრში მოჩანს მაღაზიის დაცარიელებული დახლები და ქალი, რომელიც იატაკიდან მის ირგვლივ მიმოფანტული პროდუქტების აკრეფას ცდილობს.
ვიდეომასალაში ცხადად არის ასევე ნაჩვენები, თუ როგორ დაუნდობლად ებრძვიან სასოწარკვეთილი რუსები ვადაგასული საკვები პროდუქტებისთვის ერთმანეთს.
შეგახსენებთ, რომ ყირიმის ოკუპაციის გამო ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რაც განვითარებული ქვეყნებიდან ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე რიგი საკვები პროდუქტების შეტანის აკრძალვას გულისხმობს. პუტინის რეჟიმის ქვეშ მყოფი და გარესამყაროსგან რკინის ფარდით იზოლირებული სახელმწიფო კორონავირუსის გლობალურ პანდემიამდე ისედაც ძლივს ახერხებდა მოსახლეობის გამოკვებას. ჩანს, ეს სამომავლოდ კიდევ უფრო რთული გახდება.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა ასევე ისიც, რომ ვლადიმერ პუტინს კონტაქტი ჰქონდა ექიმთან, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა.
უკანასკნელი ცნობების თანახმად, რუსეთში COVID-19 ჯამში 4731 ადამიანს დაუდგინეს, საიდანაც 9 გარდაიცვალა, თუმცა ექსპერტები საუბრობენ, რომ პუტინის რეჟიმი აყალბებს დაავადებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკას და ეპიდემიის შედეგად დაზარალებული პირების რაოდენობა გაცილებით უფრო მეტია.


No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...