Monday, April 6, 2020

სასიხარულო სიახლე: ესპანეთში, გერმანიასა და იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კლებულობს


იტალიასა და ესპანეთში, სადაც ჯერ კიდევ სულ რაღაც ერთი კვირის წინ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა პიკს აღწევდა, COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა მნიშვნელოვან კლებას მესამე დღეა, განუხრელად განაგრძობს, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ეპიდემიის პიკი უკვე ჩავლილია.
ესპანეთში ჯამში დღეის მონაცემებით 12 418 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 130 759-ს აღწევს.
ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესმა ქვეყანაში კარანტინი 25 აპრილამდე გაახანგრძლივა.
აქ ბოლო 10 დღის მანძილზე ყველაზე ნაკლები რაოდენობის სიკვდილიანობა დაფიქსირდა და 26 მარტის შემდეგ პირველად დაიღუპა 24 საათში 700-ზე ნაკლები ადამიანი.
ინფიცირებულთა რაოდენობის კლების იმედისმომცემი დინამიკა შეინიშნება ასევე გერმანიაში: აქ კვირას ახალი დაინფიცირების 5936 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 146 შემთხვევით ნაკლებია შაბათთან შედარებით, რის შესახებაც რობერტ კოხის ინსტიტუტი იუწყება.


იტალიაში სამოქალაქო დაცვის სამსახურის ცნობების თანახმად, კორონავირუსით ბოლო 24 საათში 525 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 19 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ასევე მკვეთრად იკლო ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობამაც.
აპენინის ნახევარკუნძულზე პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 129 ათასი ადამიანი დაავადდა, საიდანაც 15 887 გარდაიცვალა.
ექსპერტები კორონავირუსთან დაკავშირებით იმედისმომცემ პროგნოზებს აკეთებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ვარაუდს გამოთქვამენ, რომ სპეციალური ზომები რიგ ქვეყნებში აპრილის ბოლოდან თანდათან შემსუბუქდება.

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...