Monday, April 13, 2020

ქართველმა ექიმმა “ფეისბუკზე” პოსტი დადო, რომელიც მოგვიანებით საპატრიარქოს შიშით წაშალა


ექიმი ლევან ხარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა რომ სავალალო მდგომარეობაშია, ხოლო ქართველი ექიმები უვიცები, კარიერისტები და კონფორმისტები არიან, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. როგორც კინოკრიტიკოსმა გოგი გვახარიამ სარკასტულად აღნიშნა, ამჟამად ისინი ეზოპეს ენით ესაუბრებიან მოსახლეობას, რადგან ჩვენს ქვეყანაში ლეგალურად ფუნქციონირებად ტერორისტულ ორგანიზაციასთან - საქართველოს ეკლესიასთან ღია დაპირისპირებას გაურბიან.
ბოლოს, როგორც იქნა, ერთადერთმა ექიმმა, ლევან ხარაშვილმა გაბედა, სიმართლე ეთქვა, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სააღდგომო წირვა-ლოცვა და ზიარება ჩატარდება და ჩვენც, მთელი ეს ლიბერალები და ათეისტები, როგორც მემარცხენეები, ასევე მემარჯვენეები და ცენტრისტები, სიხარულით ცას ვეწიეთ. გვეგონა, რომ როგორც იქნა, გამოჩნდა საქართველოში სინათლის სხივი ექიმის სახით, რომელმაც ბოლოსდაბოლოს ხმა ამოიღო ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც საკუთარი ყოვლისმომცველი სიხარბის და ფანატიზმის დამსახურებით კორონავირუსის გავრცელებას და მრევლის წევრების ბიოლოგიურ ბომბებად გადაქცევას აპირებს.


“აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით. ძლივს შეკავებული მრუდი აარტყამს პიკს. გაივსება რეანიმაციები და მეორე ტალღად მედპერსონალი იბუთქებს. ბერგამოს კადრებს თბილისშიც ვნახავთ. დაიხოცება ხალხი და ექიმების კეკლუცა ბრიფინგებს მძიმე კადრები შეცვლის. მალე შეზღუდვები აზრს დაკარგავს. ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებიან, მხრჩოლავი ყვითელი მარშუტკები გააფერადებენ საცობებს ცენტრალურ ქუჩებზე, ჰაერიც დაბინძურდება, გმირი ექიმები ისევ ფულისტ ყასბებად გადაიქცევიან და გახარიაც კი გაიპარსავს მოუცლელობის ხაზგასასმელად მოშვებულ "წვერს". ამირან გამყრელიძე ისევ ძალიან მოსაწყენ ბიძად გადაიქცევა და პოლიტიკოსები გააგრძელებენ პოლიტიკოსობას, სპორტსმენები - სპორტსსმენობას. გადაიჭედება გოიმური რესტორნები, ოკუპაცია გააგრძელებს ცოცვას, ბოზები - ბოზობას .... ი რაზვე ეტო ნორმალნო?!!!! ” წერდა ლევან ხარაშვილი საკუთარ “ფეისბუკზე”.
თუმცა, ამ ჩვენმა სანაქებო ექიმმა მოგვიანებით პოსტი წაშალა. ეტყობა, ან ყუფარაძემ დაურეკა, ან კიდევ, მისივე ტვინში მოკალათებულმა პატარა [თვით]ცენზორმა უთხრა, შენ შიგ ხო არ გაქვს, ბიჭო, რეებს წერ, ახლავე წაშალე პოსტი, თორემ შენც დაგიჭერენ, მეც და ტრიფონსაცო.
მე უფრო მეორე ვარიანტისკენ ვიხრები. თორემ მეტი საქმე არ აქვს ყუფარაძეს, ვიღაც ექიმებს ურეკოს და იმასქნას.
აი ასე და ამგვარად, ძვირფასო მეგობრებო, მალე მრევლის წევრებს ბიოლოგიურ ბომბებად გადააქცევენ და კორონავირუსით მეც და თქვენც დავავადდებით - ის ადამიანები, რომლებსაც სულაც არ გვინდა იესო ქრისტეს მიერ დაპირებულ “ზეციურ სასუფეველში” მოხვედრა და როგორც “ცხელი ძაღლის” პერსონაჟი, ბიძინა თაბაგარი იტყოდა, “ნავსეგდა” რაღაც ჭიანი ვაშლების და სხვა ყლეობების ჭამა და ვისაც ამქვეყნად დარჩენა და მზეზე გარუჯვა, პალმებით მორთული და ოქროსფერი ქვიშით დაფარული სანაპიროები, თავისუფალი სექსი, მუსიკა, ლიტერატურა, კინო, კარგი ღვინოები და ცეკვა გვირჩევნია. მითუმეტეს, რომ არავითარი ზეციური სასუფეველი და სამოთხის ვაშლები არ არსებობს და სიკვდილი არის მხოლოდ ნივთიერებათა ცვლა, რომელიც გარდაცვლილის ორგანიზმში მოდებული მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, სოკოები და ვირუსები) კვების და გამრავლების პროცესის შედეგად წარმოებს, რასაც აუტანელი სუნი და ხრწნა და სიდამპლე სდევს თან.


როგორც საუბრობენ, თურმე მიცვალებულს პირველად თვალები ეხრწნება. ამიტომ, სანამ კორონავირუსი თვალებს ბოლომდე ამოგვჭამდეს და სიმართლის და სიცრუის გარჩევა ჯერ კიდევ შეგვიძლია და სანამ საპატრიარქო ჩვენს სხეულებს ბიოლოგიური საფრთხის შემცველი ნიშნით აღჭურვილ ტომრებში დაუდევრად მოათავსებდეს, მანამდე ვიმოქმედოთ, თორემ სიბერის მარაზმით და სიხარბით გაგიჟებული ილია მეორის ხელის ბიჭები იესო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე მოგვიწყობენ მეხუთედ მოსვლასაც და მეექვსედ წასვლასაც.

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...