მიუხედავად ოფიციალურად გაცხადებული პოზიტიური დინამიკისა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ჩინეთში იზრდება. თუმცა, როგორც ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია განმარტავს, გამოვლენილ შემთხვევათა უმრავლესობა (42 შემთხვევა 46-დან) საზღვარგარეთიდან, კერძოდ კი რუსეთიდან ჩასულ ადამიანებზე მოდის.
ჩინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული სტატისტიკა არასანდოა და ვითარების შელამაზებას ემსახურება. თუმცა, ამ სტატისტიკის თანახმადაც კი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ აქ 80 ათასს გადააჭარბა.
ამასობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით დეკლარირებულად უკვე გადაცდა 1,7 მილიონს, საიდანაც 105 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.
მიუხედავად მზარდი საშიშროებისა რაც მსოფლიოს ემუქრება, საქართველოს ორთოდოქსული ეკლესია არღვევს კანონს, დასცინის და აბუჩად იგდებს ქართულ სახელმწიფოს და ცდილობს, საქართველოს მოსახლეობის გენოციდის განსახორციელებლად COVID-19 გამოიყენოს, როგორც ბიოლოგიური იარაღი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ წირვა-ლოცვა და საერთო კოვზით ზიარება არ შეწყდება საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებშიც კი, სადაც კორონავიუსის კერებია დადასტურებული და მკაცრი საკარანტინე ზომები მოქმედებს.
საქართველოს ხელისუფლება უძლურია, რაიმე დაუპირისპიროს ამ გაუგონარ დანაშაულებრივ თვითნებობას.
საქართველოს ხელისუფლება უძლურია, რაიმე დაუპირისპიროს ამ გაუგონარ დანაშაულებრივ თვითნებობას.
No comments:
Post a Comment