Thursday, April 9, 2020

ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა (ვიდეო)


ესპანეთში მცხოვრებ ახალგაზრდა ქართველ ემიგრანტ ქალს, ფიქრია რობაქიძეს კორონავირუსი დაუდგინეს. აღნიშნულის შესახებ ქალბატონმა ფიქრიამ თავად დაწერა “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.
„იცით რა ბედნიერები ხართ, ვინც თქვენს საკუთარ მიწაზე, საკუთარ სისხლთან და ხორცთან ხართ? ვერ აფასებთ იმას, რაც გაქვთ. დღეს, ეს ასმაგად დავაფასე. როდესაც ყველა ანალიზის და გამოკვლევის პასუხს ვიგებდი მუხლები მეკვეთებოდა…
შენი გვარი მოიცავს საავადმყოფოს კედლებს და ექიმის შეწუხებული სახე – ვწუხვარ, პასუხი დადებითი. აი აქ შენი გამბედაობა და ის სიძლიერე სრულდება, რაც ცოტახნის წინ იპოვე საკუთარ თავში. გზა ერთი საავადმყოფოდან მეორემდე. საავადმყოფოს კარიდან, სასწრაფოს მანქანამდე სულ რაღაც 10 ნაბიჯი, კილომეტრებად გეჩვენება, ძლივს, რომ გაივლი ამ მონაკვეთს და იქაც შეშფოთებული სახეები გხვდება და იმის მთქმელიც არ გყავს, ნუ გეშინია მე შენთან ვარ, ყველა გზას მარტო გადიხარ. ყველა პასუხს მარტო იღებ, გტკივა, გინდა იყვირო, მაგრამ ხმა სადღაც შენში იმალება“, – დაწერა ფიქრია რობაქიძემ.


აღნიშნული პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში მან “ფეისბუკის” საკუთარ კედელზე “ლაივი” ჩართო და განმარტა, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„სასწრაფოდ გადმომიყვანეს საავადმყოფოში, ველოდები ექიმს. მაქვს ჰაერის უკმარისობა და მომიდუნდა ხელები და ფეხები. მძიმე პაციენტების ადგილი არ არის“, – ქოშინით ამბობს ქართველი ემიგრანტი.
ვიდეოდან ნათლად ჩანს, თუ რა ვერაგი და საშიში დაავადებაა COVID-19. სწორედ ამიტომ, დაემორჩილე კანონს, ნუ წახვალ წირვაზე და ნუ დაესწრები ზიარებას. ნუ გეშინია, შენი ღმერთი არსად არ გაგექცევა. სად გაიქცევა, რაც არ არსებობს?!


No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...