Tuesday, April 28, 2020

შემზარავი აკადემიკოსი, რომელიც 29 გარდაცვლილ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა


2011 წლის ნოემბერში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნიჟნი-ნოვგოროდში მცხოვრებ ანატოლი მოსკვინს საკუთარ ბინაში მიაკითხეს.
მოსკვინი იყო აკადემიკოსი, წიგნის ავტორი, სასაფლაოების ისტორიის ექსპერტი და პოლიგლოტი, რომელიც 14 ენაზე გამართულად საუბრობდა. ამიტომ პოლიციელებს სურდათ, ერთ-ერთი შემთხვევის შესახებ, რომელსაც იძიებდნენ, მისთვის რჩევა ეკითხათ, თუმცა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოდნავ მოგვიანებით ბინაში იპოვეს, მათთვის ცნობილი ყველა საშინელებათა ფილმის სცენარზე უარესი აღმოჩნდა.
45 წლის ანატოლი მოსკვინი პატარა ბინაში ცხოვრობდა, რომელიც სავსე იყო წიგნებით, ფერად-ფერადი ტანსაცმლით და სათამაშოებით. პოლიციელებს ეს ყველაფერი თავიდანვე ძალიან უცნაურად მოეჩვენათ: რაში სჭირდებოდა უცოლშვილო მამაკაცს ბავშვის ამდენი ტანსაცმელი და სათამაშო?


ერთ-ერთ ოთახში პოლიციელებმა აღმოაჩინეს ბევრი, თითქმის ადამიანის ზომის თოჯინა, რომლებიც სავარძელზე, სკამებსა და იატაკზე იყვნენ განთავსებულები.
სუნმა და თოჯინების უცნაურმა გამომეტყველებამ დაუყოვნებლივ გააღვიძა ინტერესი პოლიციელებში.
როცა პოლიციელებმა თოჯინები უფრო დაკვირვებით შეათვალიერეს, გამაოგნებელ დასკვნამდე მივიდნენ, რამაც მრავლისმნახველ ოპერატიულ-სამძებრო განყოფილების თანამშრომლებსაც კი ძარღვებში სისხლი გაუყინა:
ეს არ იყო თოჯინები! უკლებლივ ყველა "თოჯინა" სინამდვილეში... ბავშვის მუმიფიცირებული სხეული გახლდათ!


აკადემიკოსი დაუყოვნებლივ დააპატიმრეს, ხოლო მისი საზარელი საიდუმლოს შესახებ მოგვიანებით მთელმა ქვეყანამ შეიტყო.
თურმე 10 წლის მანძილზე დადიოდა ანატოლი მოსკვინი სასაფლაოდან სასაფლაოზე და ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ გოგონებს და ახალგაზრდა ქალებს ეძებდა. შემდეგ ჩუმად თხრიდა მათ სხეულებს და ცდილობდა, ისინი მუმიებად გადაექცია. თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდებოდა და ახალგაზრდა ქალის სხეული ხრწნას განაგრძობდა, მას აკადემიკოსი დაუყოვნებლივ საფლავში აბრუნებდა.
აკადემიკოსმა გამოძიებასთან ინტენსიურად ითანამშრომლა და განაცხადა, რომ სულ 150-მდე გვამი ჰქონდა ამოთხრილი და საკუთარ სახლში მიტანილი. ამ 150 გვამიდან შიშისმომგვრელმა აკადემიკოსმა მხოლოდ 29-ის კონსერვირება მოახერხა მარილის და სპეციალური ფხვნილის გამოყენებით.


"თოჯინების გამკეთებელი", როგორც მას მოგვიანებით პრესამ შეარქვა, გარდაცვლილ გოგონებს სახეებზე სპეციალურ ნიღბებს უკეთებდა, შემდეგ კი მანიკურით უხატავდა ნაკვთებს. ხშირად გარდაცვლილებთან ერთად ყავასაც გეახლებოდათ. საგულდაგულოდ აღნიშნავდა თითოეული ახალგაზრდა ქალის დაბადების დღეს.
ზოგიერთს მოლაპარაკე მექანიზმიც კი ჩაუმონტაჟა სხეულში.
გამოძიებამ მოგვიანებით დაადგინა, რომ ანატოლი მოსკვინს არ გააჩნდა არანაირი სექსუალური ინტერესი გარდაცვლილი გოგონების მიმართ. როგორც თვითონ აკადემიკოსმა განაცხადა, მას მხოლოდ სურდა, გარდაცვლილებისთვის “მარადიული სიცოცხლე” ეჩუქებინა.
სანამ პოლიციას შესაძლებლობა მიეცემოდა, ყველა მუმიფიცირებული სხეულის იდენტიფიცირება მოეხდინა, ვინმე ნატალია ხარდიმოვამ განაცხადა, რომ ტელევიზიით გასულ სიუჟეტებში საკუთარი გოგონა, ოლგა ამოიცნო, რომელიც 10 წლის ასაკში გარდაიცვალა და რომელიც თურმე 1 წლის წინ დაუსაფლავებიათ მშობლებს.
გამომძებილებმა აკადემიკოსს ჰკითხეს, რატომ ჰქონდა ინტერესი გარდაცვლილი გოგონების მიმართ. აღმოჩნდა, რომ 13 წლის წინ მამაკაცს მეგობარი გოგო დაეღუპა, რასაც საშინლად განიცდიდა.
ანატოლი მოსკვინს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინეს და სამკურნალოდ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს, გოგონების გვამები კი ხელახლა დაკრძალეს.

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...