Sunday, May 31, 2020

დონალდ ტრამპი ანტირასისტული აქციის მონაწილეებს ჩვეულ სტილში, არაკორექტული და მდაბიური სიტყვებით დაემუქრა

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მინეაპოლისში რამდენიმე დღის წინ რასისტულ ნიადაგზე მომხდარი საზარელი მკვლელობის გამო თეთრი სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციას Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. ტრამპის განცხადებაში აშკარად იგრძნობოდა ძალიან დიდი ზიზღი და სიძულვილი სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანების მიმართ. აქციის ორგანიზება ტრამპმა სავარაუდოდ “ამერიკის დემოკრატიულ პარტიას” დააბრალა, რომლის კანდიდატი ჰილარი კლინტონი მასთან 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა და პროტესტის მონაწილეებს “მართულები” უწოდა. 


„გუშინ ღამით, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლთან საუცხოოდ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა. საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები არამარტო პროფესიულად, არამედ ძალიან ცივსისხლიანადაც მოქმედებდნენ. თეთრ სახლში ვიმყოფებოდი და მათ მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს ვაკვირდებოდი. მსურს გითხრათ, რომ არასდროს მიგვრძნია თავი უფრო უსაფრთხოდ და დაცულად. მათ [საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა] „პროტესტის მონაწილეებს“ ბღავილის ნება დართეს, თუმცა როგორც კი ვინმე გამყოფ ხაზს მიუახლოვდებოდა, სწრაფად რეაგირებდნენ. წინა ხაზზე საიდუმლო სამსახურის დამწყები აგენტები იდგნენ. პროფესიულად ორგანიზებული დიდი ბრბო შეიკრიბა თეთრ სახლთან, თუმცა ვერავინ გაბედა ახლოს მოსვლა. ეს რომ გაეკეთებინათ, მათ ყველაზე ავი ძაღლებით და ყველაზე საშიში იარაღით მიესალმებოდნენ. სულ მცირე მძიმედ დაშავდებოდნენ [აქციის მონაწილეები]. საიდუმლო სამსახურის აგენტები მზად იყვნენ რეაგირებისთვის. როგორც გუშინ ნახეთ, ისინი ძალიან ცივსისხლიანად და პროფესიულად მოქმედებდნენ. მადლობას ვუხდი მათ!“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


რეპერი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ აჭერს პოლიციელი მუხლს ყელზე 46 წლის აფროამერიკელს, რომელიც საარსებო თანხის გამომუშავებას იაფი სიგარეტის არალეგალური გაყიდვით ცდილობდა, რადგან კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა, ხოლო ახალი სამსახური არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ იშოვა. კადრში ნათლად ჩანს, თუ როგორ ხრიალებს დაკავებული და ითხოვს, სუნთქვის საშუალება მისცენ.


ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მძაფრი საპროტესტო აქციები მოჰყვა მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა გადაბუგეს, რის შედეგადაც 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, რომელიც წარსულში რასისტული დაჯგუფება “კუ-კლუქს-კლანის” წევრი გახლდათ, ბრალი მხოლოდ წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს.



Saturday, May 30, 2020

ინდოეთში მაიმუნებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა ანალიზის სინჯები გაიტაცეს

უტარ-პრადეშის შტატში, რომელიც ინდოეთის ჩრდილოეთში, ნეპალის სიახლოვეს მდებარეობს, მაიმუნები თავს დაესხნენ ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელს და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სისხლის ნიმუშები გაიტაცეს. ინფორმაცია სააგენტო “როიტერსის” მიერ გავრცელდა. 


“როიტერსი” ასევე იუწყება, რომ მაიმუნებმა ლაბორატორიის თანამშრომელზე იერიში მიმდინარე კვირაში მიიტანეს, როცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს სინჯები მეერუტის სახელმწიფო კოლეჯში მიჰქონდა.  


გატაცებულია ოთხი ადამიანის სისხლის ნიმუშები, რომლებსაც მედიკოსების ცნობით ანალიზებს განმეორებით აუღებენ. 


თეორიულად სინჯებიდან შესაძლოა მოხდეს მაიმუნების კორონავირუსით დაინფიცირება, მაგრამ როგორც სფეროს სპეციალისტები იუწყებიან, ამის შანსები საკმაოდ მცირეა.




Friday, May 29, 2020

სომხეთში კორონავირუსის მხრივ მდგომარეობა ისევე მძიმეა, როგორც ირანში, რასაც ფაშინიანიც აღიარებს

460 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი - ეს კორონავირუსის მხოლოდ ბოლო რამდენიმე საათის სტატისტიკაა სომხეთში, რითაც ჩვენმა სამხრეთელმა მეზობელმა გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობის მიხედვით ერთ მილიონ მოსახლეზე გაანგარიშებით საფრანგეთს და ირანს გაუსწრო. ამის შესახებ დღეს თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადა.

“კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების მიხედვით 1 მილიონ მოსახლეზე ჩვენ გავუსწარით საფრანგეთსა და ირანს და ფაქტობრივად გავუთანაბრდით რუსეთს“, - სინანულით აღნიშნა ფაშინიანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერის სიტყვებით, სომხეთმა აღნიშნული ტემპებით სვლა თუ განაგრძო, გამორიცხული არ არის, იტალიასაც კი გაუსწროს, რაშიც ფაშინიანი სომხეთის მოსახლეობას ადანაშაულებს. ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთის მოსახლეობას თავიდანვე არასერიოზული დამიკიდებულება ჰქონდა კორონავირუსის მიმართ, რამაც არსებული სავალალო ვითარება განაპირობა.



Wednesday, May 27, 2020

ყველაზე შემაძრწუნებელი სტატისტიკა ანუ რა მოხდა მაშინ, როცა შენ სამუშაო დაკარგე

სხვადასხვა მონაცემების თანახმად, კორონავირუსის შედეგად ბოლო ორი თვის მანძილზე დაახლოებით ხუთასმა მილიონმა ადამიანმა პლანეტაზე დაკარგა სამუშაო და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ გადაინაცვლა, თუმცა ამის პარალელურად დედამიწის 25-მა უმდიდრესმა ადამიანმა იგივე პერიოდში 255 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

ეს იმდენად საგანგაშო ამბავია, რომ წესით მთელი მსოფლიო ამაზე უნდა საუბრობდეს, მაგრამ ადამიანები გარინდებულები არიან; მათ ასწავლეს, რომ საკუთარ წარმატებასა თუ წარუმატებლობაში მხოლოდ თავად არიან დამნაშავეები. ამიტომ აბსოლუტურად უდრტვინველად შეხვდნენ ქონებრივი უთანასწორობის მორიგ კატასტროფულ ზრდას.

არადა, რეალურად საკუთრივ ადამიანის ბრალეულობა პირად წარუმატებლობაში ყველაზე მცირეა. ადამიანის წარმატებაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს გარემო ფაქტორები და ასევე ის, თუ რამდენად პრივილეგირებულ სოციალურ ჯგუფებს განეკუთვნება ესა თუ ის პიროვნება. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე იღბალს და გამართლება-არგამართლებას. მილიარდერები საკუთარ ქონებას როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში ათასგვარი უკანონო და არაეთიკური გზით აგროვებენ.

ამბობენ, რომ “ამაზონის” დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 2026 წელს პლანეტის პირველი ტრილიონერი გახდება. ბევრი ექსპერტი არ გამორიცხავს ასევე იმასაც, რომ მარკ ცუკერბერგი ბევრად უფრო მალე გახდეს ტრილიონერი (მან ხომ 40 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა მარტსა და აპრილში). და ეს ყველაფერი მოხდება მსოფლიოს მოსახლეობის კიდევ უფრო მეტი გაღატაკების ფონზე.

არადა, ყოველთვის ყველაფერი მთლად ასე ცუდად არ იყო. მე მახსოვს, 90-იანი წლების მიწურულს როგორ დააჯარიმეს ბილ გეითსი, რომლის ქონება მაშინ 100 მილიარდს შეადგენდა. იმ დროს “მაიკროსოფტის” მამას ბრალი ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაში დასდეს და მისი ქონება მალევე განახევრდა კიდეც, რაც მისასალმებელი იყო. მუშის ოჯახში აღზრდილი დემოკრატი კლინტონის მთავრობა შეაშფოთა ერთი ადამიანის ხელში ასი მილიარდი დოლარის კაპიტალის მოქცევამ, მაგრამ დღეს ჩანს, არავის არაფერი აღარ აშფოთებს. დღეს სამყარო შეიცვალა, მაგრამ არა უკეთესობისკენ.

მე ორი რამ მაინტერესებს ყველაზე უფრო მეტად: როდემდე აპირებთ ქართველები საპატრიარქოს და საეკლესიო პირების პარპაშის ატანას და იმასთან შეგუებას, რომ მღვდლები სულ უფრო მეტ სახელმწიფო სიმდიდრეს ეპატრონებიან და როდემდე აპირებს დედამიწის მოსახლეობა იმის ატანას, რომ სულ რამდენიმე ასეული ადამიანი თანდათან მთელი სამყაროს რესურსებს ეპატრონება? განა რა უნდა იყოს იმაზე უფრო საშინელი დიქტატურა, ვიდრე 1 ტრილიონი დოლარი ერთი ადამიანის ხელში, როცა ნახევარი მილიარდი ადამიანი დღეში 1 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს? ნუთუ არავითარი საღი განსჯის უნარი, არავითარი სოლიდარობა და თანაგრძნობა აღარ შეგვრჩა?! სადამდე შეიძლება ადამიანმა შიმშილი და თავშესაფრის არქონა მოითმინო, როცა სხვები წარმოუდგენელ სიმდიდრესა და ფუფუნებაში ცხოვრობენ?!

საკითხავი აი ეს არის.



Tuesday, May 26, 2020

საგანგაშო სტატისტიკა: საქართველოში ყოველი მეათე ადამიანი შიმშილობს


მაშინ, როცა ქართველი პოლიტიკოსები - როგორც სახელისუფლებო, ასევე არასახელისუფლებო წრეებიდან, დღეს და ღამეს იმაზე ფიქრში ასწორებენ, თუ როგორ ასიამოვნონ მოძალადე და ქართული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ჩვენი ქვეყნის პროგრესის და ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების მტერ საეკლესიო პირებს და როგორ გადასცენ მათ რაც შეიძლება მეტი სიმდიდრე და ქონება, იქნება ეს ფული, მიწები, შენობა-ნაგებობები თუ ხე-ტყე, საქართველოს მოსახლეობა შიმშილობს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ანუ დღეს, 2020 წელს, ჩვენ გვყავს ჩვენი მოსახლეობის სულ მცირე 10 % მაინც (ანუ ყოველი მეათე ქართველი), რომელიც ვერ იღებს არსებობისთვის საჭირო ყოველდღიურ კალორიებს და ეს ხდება იმ პირობებში, როცა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენთვის გაწეული დახმარება 5 მილიარდ დოლარს გადასცდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ და ასევე მილიარდებს ითვლის ევროკავშირის, მსოფლიო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული დახმარებებიც.
საქართველოში მოშიმშილეთა რაოდენობა მკვეთრად აჭარბებს ყველა მეზობელ სახელმწიფოში მყოფ მოშიმშილეთა რაოდენობას. 100 ათას სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ჩვენ დაახლოებით ორნახევარჯერ უფრო მეტი მოშიმშილე გვყავს, ვიდრე სომხეთს, რომლის ეკონომიკა მკვეთრად ჩამორჩება ჩვენსას და ხუთჯერ უფრო მეტი, ვიდრე აზერბაიჯანს, რომლის ეკონომიკა თითქმის საქართველოს დონეზეა.


ამ საგანგაშო მონაცემების უკან დგას ის ფაქტი, რომ ჩვენ სახელმწიფო მოხელეების, საეკლესიო პირების, საზოგადოებრივი მაუწყებლის და სპორტის შენახვა გვიჯდება ძალიან ძვირი, შეუსაბამოდ ძვირი ჩვენს შესაძლებლობებთან. რომ არა ამხელა შეუსაბამობა და ფულის ფლანგვა სისულელეებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში სულ მცირე 1,3 მილიარდი ლარის ეკონომიას გავაკეთებდით, რაც აღმოფხვრიდა სიღატაკეს და საქართველოში ეს სამარცხვინო მოვლენა, შიმშილი აღარ იარსებებდა. ჩვენ დღეს წლიურად 210 მილიონ ლარს მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციას ვურიცხავთ. 58 მილიონს ვურიცხავთ საპატრიარქოს, 52 მილიონს ვურიცხავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს და მილიონებს ისეთ უსარგებლო სახელმწიფო უწყებებს, როგორიც მაგ. ჰერალდიკის დამდგენი სახელმწიფო კომისიაა. ამის შედეგად ადამიანები შიმშილობენ. ჰოდა, სირცხვილი ყველას, ვინც ამას ითმენთ.

Monday, May 25, 2020

სომხური კატასტროფა ახალ ფაზაში გადავიდა: 452 ინფიცირებული ერთ დღე-ღამეში

სომხეთში უკანანასკნელი 24 საათის მანძილზე კორონავირუსი 452 ადამიანს დაუდგინეს, რითაც COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 7113-მდე გაიზარდა.
ამჟამად სტაციონარში მკურნალობის აქტიური რეჟიმით 3842 პაციენტი სარგებლობს, ხოლო 87 უკვე გარდაიცვალა.
მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთი არასწორად აღნუსხავს გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობას და ისინი, ვისაც თანმხლები მძიმე და ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ, მაგრამ კორონავირუსით გარდაიცვალნენ, საერთო სტატისტიკაში ვერ ხვდებიან. არადა, COVID-19-ით გარდაცვლილი მსგავსი პაციენტების რიცხვი სერიოზულია.
მიუხედავად კატასტროფული მდგომარეობისა, სომხეთში გარკვეული ტიპის შეზღუდვები ხელახლა მოხსნეს. მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ფუნქციონირებს ყველა დიდი სავაჭრო ცენტრი და მუშაობას არ წყვეტენ კაფეები, რესტორნები და საზოგადოებრივი კვების სხვა დაწესებულებები.


Sunday, May 24, 2020

რატომ არის ილია მეორე ცუდი ადამიანი?

მიუხედავად იმისა, რომ ათეისტი ვარ, ჩემი თვითმიზანი არასოდეს მორწმუნე ქრისტიანების დევნა და მათ წინააღმდეგ გალაშქრება არ ყოფილა. ადამიანია, აქვს მრწამსი, შეიძლება, ძალიან არასწორიც, მაგრამ ეს არ მაძლევს უფლებას, რომ მე ის მძულდეს. გაუნათლებელი ადამიანების სიძულვილი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები გაუნათლებლები არიან, არ შეიძლება. ყველა გაუნათლებელი ადამიანი არ არის მოძალადე და მკვლელი. არსებობენ კეთილი გაუნათლებელი ადამიანებიც. გარდა ამისა, საქართველოს ისტორია ხომ სავსეა ქრისტიანი გმირების თავგანწირვის გასაოცარი მაგალითებით, რის გამოც მე ეს გმირები მიყვარს და მათ ხსოვნას ვეთაყვანები.
მაგრამ ილია მეორე აშკარად არ მიეკუთვნება მათ რიცხვს. გარდა იმ ბრალდებებისა, რაც მის წინააღმდეგ ბოლო დროს გაჟღერდა, რითაც ის მამაკაცებზე სექსუალურ ძალადობაში იქნა მხილებული, პატრიარქი არის პუტინის ღია მიმდევარი, იმ პუტინის, რომელმაც ანწუხელიძე აწამა და რომელმაც ჩვენი ტერიტორიების 20 %-ის ოკუპირება მოახდინა. საქართველოს ასეთ შემზარავ მტერს ილია მეორემ არაერთგზის “თბილი ადამიანი” უწოდა და პოზიტიურად მოიხსენია ის.
წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ისრაელის მთავარ რაბინს ადოლფ ჰიტლერზე რომ ეთქვა, თბილი ადამიანი არისო.
გარდა ამისა, ილია მეორე არის ასევე სტალინის მიმდევარი. მან თქვა, რომ როცა სტალინი - ეს უსაზარლესი მონსტრი, დაიღუპა, იტირა.
ილია მეორე აკეთებს ჰომოფობიურ განცხადებებს, იცავს ქალებზე მოძალადე მამაკაცებს, ხოლო 2013 წელს, როცა თბილისში წყალდიდობა იყო და უამრავი ადამიანი, მათ შორის კი სიცოცხლეს მოწყურებული ახალგაზრდა გოგონები დაიღუპნენ, თქვა, რომ დაღუპულები იმსახურებდნენ წყალდიდობას და სიკვდილს.
საპატრიარქო არაერთგზის დაუპირისპირდა ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რის საფუძველზეც მოგვცეს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ხოლო 2012 წელს, როცა ციხის წამების შემზარავი კადრები გამომზეურდა, ილია მეორემ თქვა, რომ “მსგავსი რაღაც ყველა ქვეყანაში ხდება” და მრევლს სიმშვიდისა და ხელისუფლების წინაშე მორჩილებისკენ მოუწოდა.
ილია მეორე ყოველთვის ღიად უჭერდა მხარს ასევე საქართველოს გმირი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას დამხობას და იმ კატასტროფას, რამაც სოციალისტურ ბანაკში ერთ დროს არცთუ ძალიან ცუდი ეკონომიკური მაჩვენებლების მქონე რესპუბლიკა სისხლიან სამოქალაქო ომში ჩაძირა და 90-იანი წლების სიდუხჭირე გამოიწვია. ილია მეორე თავად არის პუტჩისტი და მან არართგზის შეაქო ჯაბა იოსელიანი, თენგიზ სიგუა და თენგიზ კიტოვანი.
მოკლედ, პატრიარქი არის ყოვლად უკეთური და ზნედაცემული ადამიანი, რომლის დანაშაულებათა ჩამოთვლა ჩვენ ძალიან შორს წაგვიყვანს. მე სწორედ ამის გამო ვუპირისპირდები და ვამხელ მას და არა რაიმე პირადი წყენის ან იმის გამო, რომ მე ათეისტი ვარ, ხოლო ილია მეორე არის ქრისტიანი. ეს აბსოლუტურად არაფერ შუაშია. უფრო მეტიც: მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ვინმეს აუგად მოხსენიების და დისკრიმინაციის რელიგიური ნიშნით.
წარსულში საქართველოს ხელისუფლება ხშირად უპირისპირდებოდა სამღვდელოებას. ასე მოიქცა მაგალითად დავით აღმაშენებელი, როცა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება ჩაატარა და ასევე მოიქცა ვახტანგ გორგასალი, რომელმაც მოღალატე ეპისკოპოსი მიქაელი განდევნა. რასაკვირველია, ამის გამო დავითი და ვახტანგი არც მასონები იყვნენ, არც საქართველოს მტრები და არც ეშმაკით შეპყრობილები. მათ ხსოვნას ადიდებს ქართველი ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ მათ თანამედროვე საეკლესიო პირებს ორივე ეს მეფე სძულდათ და დამიჯერეთ, ყველას, ვინც დღეს ილია მეორეს და მის ტირანიას უპირისპირდება, ანალოგიურად განადიდებენ მომავალი თაობები.
ანაფორა და მკერდზე ჩამოკიდებული ჯვარი არ არის ხელშეუხებლობის გარანტი. როცა ვინმე დამნაშავეა, მასზე ღიად უნდა ვისაუბროთ, მიუხედავად იმისა, საეკლესიო პირია ის თუ არა. ხოლო ილია მეორე დამნაშავეა. ამიტომ მასთან თანამშრომლობა, მისი განდიდება და მისი კრიტიკისგან თავის შეკავება, რასაც აკეთებს საქართველოს ოპოზიცია და ხელისუფლება, არის გულისამრევი და ამაზრზენი. ამაზრზენია პუტინის მხარდამჭერს რომ საერთოდ ვინმე უსმენს საქართველოში.
ქართველებს მოგიწოდებთ, გამოფხიზლდეთ. თორემ ეს მტაცებელი საეკლესიო პირები მთელ ქვეყანას დაეპატრონებიან და თქვენ მონებად გადაგაქცევენ. ამიტომ დროზე ხმა ამოიღეთ და სამარცხვინოდ ნუ დუმხართ.


სომხური კატასტროფის ახალი დეტალები: 359 დაინფიცირებული უკანასკნელ დღე-ღამეში

უკანასნელი 24 საათის მანძილზე სომხეთში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც COVID-19-ის ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევათა ჯამური რაოდენობა უკვე 6661-ს აღწევს. გარდაცვლილია 81 ადამიანი.
კორონავირუსზე მკურნალობას სომხეთში ამჟამად 3257 პირი გადის, თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რისი მიზეზიც ეპიდემიის გავრცელებაზე სომხეთის ხელისუფლების დაგვიანებული და არაადეკვატური რეაქციაა.


Wednesday, May 20, 2020

კორონავირუსის კატასტროფა დაღესტანში: 13 000 ინფიცირებული და 657 გარდაცვლილი

კრემლის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გუშინ დაღესტანი 3553 კოვიდინფიცირებულით და 32 გარდაცვლილით რუსეთის 85 რეგიონიდან მე-5 ადგილს იკავებდა. მაგრამ ჯერ კიდევ ორი დღით ადრე რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ინსტაგრამის მეშვეობით ადგილობრივ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ კორონავირუსით დაავადებული ადამიანების საერთო რიცხვი დაღესტანში 13 ათასს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 657-ს შეადგენდა. ამის შესახებ “სი ენ ენი” იუწყება.
იმის თაობაზე, რომ დაღესტანში COVID-19-ის გავრცელების მხრივ ძალიან რთული ვითარებაა, ჩვენი მეზობელი ავტონომიური რესპუბლიკის მუფტის რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმრ პუტინთან საუბარიც მოწმობს. მუფტი აღწერს იმ უმძიმეს ვითარებას, რაც კორონავირუსის მხრივ დაღესტანში არის შექმნილი.
მთლიანად რუსეთში ბოლო 24 საათის მანძილზე ოფიციალური ინფორმაციით კორონავირუსის 8774 აქტიური შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი მე-2 ადგილზეა გასული მსოფლიოში აშშ-ს შემდეგ.
რუსეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა ასევე კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობითაც, რაც უკვე 308 705 აქტიურ შემთხვევას შეადგენს.




Tuesday, May 19, 2020

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისთვის ეკლესიის პოზიცია ვაქცინებთან დაკავშირებით მიუღებელია



პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში სამღვდელოების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეკლესიის იმ წარმომადგენლების მოსაზრება, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ვაქცინაციას, მისთვის მიუღებელია.
სალომე ზურაბიშვილმა ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ გაკეთებულ განცხადებებს სახელმწიფო საქმეებში ჩარევა უწოდა.
“მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ასევე ეკლესიას და არამხოლოდ პატრიარქს და ინსტიტუტს, ეს გამოჩნდა არაერთხელ. მაგრამ აქაც ყველაფერში არ ვეთანხმები. მაგალითად, არ ვეთანხმები დღეს იმაში, რაც ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი, რომ ეკლესიიდან ზოგმა გამოთქვა აზრი, რომ შეიძლება ცუდი იყოს ვაქცინები კოვიდის პანდემიის წინააღმდეგ, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს სავალდებულო. ჯერ ერთი, აბსურდია, ვაქცინა ჯერ არ არსებობს, არ ვიცით, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის.
ეს უკვე არის ჩარევა იმაში, რაც არის საერო საქმეები და ჯანდაცვის კომპეტენცია და ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან მძიმე შედეგები იმიტომ, რომ ისედაც არის გავრცელებული მოსახლეობაში ფეიკ ნიუსების ფორმით, რომ საერთოდ აცრები არის პრობლემატური, რომ ლუგარის ცენტრი არის მავნებელი, რომელმაც რეალურად გადაგვარჩინა ამ სიტუაციაში. ეს არის პირდაპირ დარტყმა საქართველოს დემოგრაფიაზე და ვინმე ამას თუ ვერ ხედავს, დრო არის, გონს მოვეგოთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა კონკორდატზე და თქვა, რომ თავად მართალია, არის მისი დაცვის გარანტორი, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში სინოდის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს და თუ ეკლესია სახელმწიფო საქმეებში ჩაერევა, ამას აუცილებლად იტყვის.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია. სამღვდელოების წარმომადგენლებს პრეზიდენტის განცხადებაზე საკუთარი აზრი არ დაუფიქსირებიათ. მაგრამ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ არ მოეწონებოდათ სალომე ზურაბიშვილის განცხადება. საპატრიარქოს და სინოდს მხოლოდ ძალაუფლება აინტერესებს, მათ შორის ხშირად საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა გაბედა და ეკლესიას მკაცრად მიუთითა, რომ არ ჩაერიოს ჯანდაცვის საკითხებში. ეს უაღრესად დადებითი საქციელია. ბოლოსდაბოლოს, ვინმე წინ უნდა აღუდგეს ეკლესიის თვითნებობას, თორემ დავიღუპებით.


რუსეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 300 ათასს მიაღწია

კრემლის მიერ შექმნილი ვებგვერდის მეშვეობით გავრცელებულ ოფიციალურ სტატისტიკას თუ ვენდობით, რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით ინფიცირების 299 941 შემთხვევაა გამოვლენილი.
რუსული წყაროს ინფორმაციით, გარდაიცვალა 2837 პაციენტი, ხოლო 76 130 - გამოჯანმრთელდა.
საგანგაშო და უკონტროლო ვითარების მიუხედავად, პუტინის ხელისუფლება საკარანტინე ზომების შერბილებას ცდილობს, მაგრამ ეს არ ეხება მოსკოვს, სადაც მკაცრი შეზღუდვები ძალაში რჩება. კერძოდ, მოსახლეობა ვალდებულია, შინიდან გასასვლელად ციფრული საშვი იქონიოს.
დასავლეთში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ კრემლის მიერ გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკა გაყალბებულია და რეალურად რუსეთში COVID-19-ით როგორც დაავადებულთა, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით უფრო დიდია, რასაც პუტინის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს.


ბრაზილიური ტრაგედია: მეოთხე ადგილი მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მხრივ

ბრაზილიამ ბოლო დღეების მანძილზე კორონავირუსით ინფიცირების მხრივ იტალიას და დიდ ბრიტანეთს გაუსწრო და მსოფლიოში მეოთხე ადგილზე გავიდა.
აღნიშნულ ლათინოამერიკულ ქვეყანაში 15 მაისს ყველასთვის სრულიად მოულოდნელად COVID-19-ის 15 305 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც დაავადებულთა საერთო რიცხვმა 235 ათასს გადააჭარბა. 15 ათასამდე იყო აქტიურ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 16 მაისსაც, ხოლო 17 მაისს მკვეთრად დაიკლო და 8000-ს მიუახლოვდა. 
თუმცა, ეს მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკაა. როგორც სპეციალისტები საუბრობენ, დაავადებულთა რიცხვი რეალურად გაცილებით უფრო მეტია, რისი გამოვლენა სუსტად განვითარებული ქვეყნის მწირი საკვლევი შესაძლებლობებით რთული განსახორციელებელია.
დაინფიცირების შემთხვევათა სწრაფი მატების გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამერიკა კორონავირუსის პანდემიის ახალ მსოფლიო ცენტრად გამოაცხადა.


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 702-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 24 ადამიანი განიკურნა, რითაც განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 456-ს მიაღწია.


Monday, May 18, 2020

ჩინეთში 110 მილიონი ადამიანი კარანტინში ხელახლა მოაქციეს

ჩინეთის პროვინცია გირინში 110 მილიონი ადამიანი კარანტინში ხელახლა მოაქციეს, რათა კორონავირუსის განმეორებითი აფეთქება აიცილონ თავიდან. აღნიშნულის შესახებ გამოცემა “ბლუმბერგი” იუწყება.
პროვინციაში ბოლო დროს კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ იმატა. გამოვლინდა 34 დაინფიცირებული პირი. საუბარია ეპიდემიის გავრცელების ე. წ. მეორე ტალღაზე და ხელისუფლება შიშობს, რომ პროცესებმა შეიძლება უმართავი ხასიათი შეიძინოს.
გირინში აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და დაიხურა სკოლები. ზოგ ადგილას, სადაც ვირუსის გავრცელება პიკს აღწევს, მოსახლეობას მხოლოდ 2 საათით შეუძლია საცხოვრებელი სახლის დატოვება, რათა საკვები პროდუქტები შეიძინოს.
კორონავირუსის ახალი შემთხვევები სავარაუდოდ რუსეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებთან არის კავშირში. როგორც ფიქრობენ, სწორედ რუსეთიდან აგორდა ჩინეთში დაავადების გავრცელების მეორე ტალღა.


კორონავირუსი რუსეთში: ეკონომიკური ვარდნა და 9000 ახალი შემთხვევა უკანასკნელ დღე-ღამეში


რუსეთში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 8926 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ “ბი ბი სის” რუსული სამსახური ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
“ბი ბი სის” ცნობითვე, ბოლო 2 თვის მანძილზე 16 % არის შემცირებული საბიუჯეტო შემოსავლები მოსკოვში. დაახლოებით ანალოგიურია კლება ასევე მოსახლეობის შემოსავლების მხრივ, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ივლისში სიტუაცია გაცილებით უფრო მძიმე იქნება, ხოლო წლის ბოლოს მთლიანი შიდა პროდუქტის 45 %-მდე ვარდნაა ნავარაუდევი.
რუსეთში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე გაანგარიშებით ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალი 2016 წელს იყო - 8757 დოლარი, მაგრამ თუ ექსპერტების პროგნოზი გამართლდა, პუტინის ეკონომიკა დეკემბრამდე ანტირეკორდს მოხსნის და 2005 წლის დონეს გაუთანაბრდება, როცა მშპ ერთ სულზე გაანგარიშებით 5323 დოლარს შეადგენდა. შედეგად საქართველო რუსეთს ისტორიაში პირველად უკვე მომავალი წლიდან გაუსწრებს, რადგან ეკონომიკური ვარდნა ჩვენთან წელს მინუს 4 %-ზე ნაკლები არ იქნება, რასაც ევროკავშირის და აშშ-ს დახმარებით თავისუფლად დავძლევთ.
თუ დავიცავთ დემოკრატიულ სტანდარტებს, გავითვალისწინებთ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციებს ადამიანის უფლებების კუთხით, დავრჩებით შინ და მაქსიმალური სიფრთხილით ვიმოქმედებთ კორონავირუსთან დაკავშირებით, სერიოზული პრობლემები და ეკონომიკური სირთულეები არ გვემუქრება.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის ოლქში კორონავირუსით 2000 მედიკოსი დაავადდა, საიდანაც 16 უკვე გარდაიცვალა.
მთლიანობაში რუსეთი კორონავირუსით დაავადების 290 678 შემთხვევით მსოფლიოში უკვე მეორე ადგილზეა აშშ-ს შემდეგ.

სომხური კატასტროფა: კორონავირუსის 351 შემთხვევა ბოლო 24 საათში

საქართველოს მეზობელ სომხეთში უკანასკნელი 24 საათის მანძილზე კორონავირუსი 351 ადამიანს დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი გამოცემა civilnet.am იუწყება.
შედეგად კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა სომხეთში 4823 გახდა.
civilnet.am ასევე იუწყება, რომ ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 94 პაციენტი, ხოლო ერთი - გარდაიცვალა.


Thursday, May 14, 2020

რატომ არის ჰომოფობია სახიფათო თითოეული ადამიანისთვის?


თუ იდიოტი არ ხარ, ჰომოფობი ვერ იქნები, რადგან ჰომოფობია არ ერჩის მხოლოდ გეებს, ბისექსუალებს ან ტრანსებს. ჰომოფობია ერჩის თითოეულ ჩვენთაგანს. თითოეულ ადამიანს. ეს ტოტალიტარიზმის მსგავსი, შხამიანი და აუტანელი რაღაც არის, რომლის მსხვერპლი ნებისმიერ დროს შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ჩვენთაგანი, საზოგადოების თითოეული წევრი.
ამასთან დაკავშირებით ერთი ისტორიის გახსენება მსურს: 2000-იანი წლების დასაწყისი იყო, როცა უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე სწავლა დავიწყე. ვაკეში, პირველ კორპუსში ვსწავლობდი და ავლაბარში ვცხოვრობდი. მატერიალურად მიჭირდა და ყოველთვის არ მქონდა 50 თეთრი, რომ სამარშუტო ტაქსის მძღოლისთვის მიმეცა და პირველი კორპუსიდან პირდაპირ მელიქიშვილის პროსპექტის გავლით ავლაბარში მოვხვედრილიყავი. ამიტომ ვერის დაღმართზე ჩავლა და ზოოპარკთან ავტობუსისთვის მოცდა ხშირად მიხდებოდა. ლექციები გვიან მიმთავრდებოდა და ხშირად გვიან საღამოს ვიდექი ავტობუსის გაჩერებასთან. თავს ვუვლიდი, მიმზიდველი გარეგნობა მქონდა, ხოლო ჩემი IQ-ს წყალობით მეტისმეტად მასკულინური ჩვევებითაც არ გამოვირჩეოდი, რის გამოც პოლიციის ყურადღების ცენტრში მოვექეცი. ერთ საღამოს პოლიციელებმა შემამოწმეს და რა ლამაზი ბიჭი ხარ, ამ შებინდებულზე აქ რა გინდა, გეი ხომ არ ხარო, მკითხეს. მე ვუთხარი, გეი არ ვარ-მეთქი, რაც აბსოლუტური სიმართლეა, რადგან ჰეტეროსექსუალი ვარ და ქალები მიყვარს. არ დამიჯერეს, ხოლო როცა მეორედ კიდევ დამინახეს, მანქანაში ჩემი ჩატენვა და ჭკუის სასწავლებლად ჩემი ცემა სურდათ. გამვლელები მოგროვდნენ და მათ გადამარჩინეს, თორემ მართლა არ ვიცი, რა დამემართებოდა.
სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მიუხედავად შენი სექსუალური ორიენტაციისა, ჰომოფობიამ უცებ შეიძლება ისე გაგსრისოს, რომ აზრზეც ვერ მოხვიდე, რა დაგემართა. ამიტომ ამ ურჩხულის წინააღმდეგ ბრძოლა გადავწყვიტე და 2013 წელს 17 მაისის აქციაზეც გავედი, როგორც ლგბტ თემის მხარდამჭერი და ანტიჰომოფობიური შინაარსის მქონე პოსტები და ვიდეომიმართვებიც გავავრცელე ინტერნეტით. ამის გამო ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი “დარწმუნდა”, რომ ვარ გეი, ხოლო მას შემდეგ, რაც პირსინგი გავიკეთე, ამაში ეჭვიც აღარ ეპარება არავის: ყველასთვის მე გეი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვარ. გეი რა შუაშია, მე უბრალოდ, ცოტა არ იყოს, შორს ვიყურები და ვაცნობიერებ იმ საფრთხეებს, რასაც დაბალი თვითშეგნების მქონე ადამიანი ვერასოდეს ვერ გააცნობიერებს. ხოლო პირსინგი იმიტომ მიკეთია, რომ ქალებს ეს მოსწონთ. ზოგადად, ქალებს მოსწონთ, როცა თავს უვლი და კარგად გამოიყურები, ჰომოფობია კი გაიძულებს, რომ კარგად არ გამოიყურებოდე. საქართველოში ჰეტეროსექსუალი მამაკაცების უდიდეს ნაწილს ჰომოფობიის გამო ჯოჯოხეთური ცხოვრება აქვს: მათ გამუდმებით უწევთ იმის მტკიცება, რომ გეები არ არიან. შესაბამისად, არ უვლიან თავს, ასდით სუნი, მოშვებული აქვთ დაუბანელი წვერი, იგინებიან, არიან აგრესიულები და ძველბიჭობენ ან მკერდზე უზარმაზარი ჯვრებით დადიან, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ მოსწონთ არც გინება, არც ძველბიჭობა, არც ის, რომ სუნი ასდით და არც უზარმაზარი ჯვრები მკერდზე. ჰეტეროსექსუალ მამაკაცებს, რომლებსაც გამუდმებით იმის მტკიცება უწევთ, რომ გეები არ არიან, ქალები კარგი თვალით არ უყურებენ. ქალებისთვის ისინი მიმზიდველები არ არიან, რადგან არცერთ ქალს არ სურს აგრესიულ და აყროლებულ დებილთან სექსი. შესაბამისად, ქართველი ჰეტერო მამაკაცები ან გამუდმებით მასტურბირებენ, ან კიდევ, სექსმუშაკებთან დადიან და სიყვარული და ალერსი უცხოა მათთვის. სწორედ ეს არის ჯოჯოხეთი და ამ ჯოჯოხეთის მიზეზი ჰომოფობიაა, რასაც ქართული ეკლესია აღვივებს. ჩვენ დღეს დიქტატურაში და ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ. ჩვენი ცხოვრება დღეს აუტანელია, რაც ეკლესიის და პატრიარქ ილია მეორის ბრალია.
ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, ერთად დავგმოთ ჰომოფობია. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა ორიენტაციის ხარ. ადრე თუ გვიან ჰომოფობიის აქლემი შენს კართანაც დაიჩოქებს. ეს გახსოვდეთ ყოველთვის, როცა Facebook-ზე მორიგ სულელურ პოსტს გამოაცხობთ გეების შესახებ. ლგბტ ადამიანთა უფლებები ნებისმიერი ჩვენთაგანის უფლებებია. სრული ბრიყვი და დოყლაპია უნდა იყო, ამას რომ ვერ ხვდებოდე.

Tuesday, May 12, 2020

მამაკაცი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომებს “სისულელე” უწოდა, COVID-19-ით გარდაიცვალა


ამერიკის შტატ ოჰაიოში მცხოვრები 60 წლის ჯონ მაკდანიელი 15 აპრილს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც მედიასაშუალებები იუწყებიან, მას COVID-19-ის სიმპტომები მარტის ბოლოს აღმოაჩნდა.
ჯონი კორონავირუსის შესახებ შეთქმულების თეორიების თავგამოდებული მიმდევარი იყო და მომაკვდინებელ ვირუსს “ლიბერალების მიერ მოჩმახულ სისულელეს” უწოდებდა.
“ხომ არ გაგიჟდნენ, როგორ შეიძლება ბარების და რესტორნების დაკეტვა?” - განაცხადა ჯონ მაკდანიელმა მშობლიურ ოჰაიოში საკარანტინე ზომების შემოღების შემდეგ.


ერთ-ერთ თავის პოსტში გარდაცვლილმა ისიც დაწერა, რომ კორონავირუსი “პოლიტიკური ტრიუკი” იყო და იკითხა, ხომ არ ჰქონდა ვინმეს იმის “გამბედაობა”, რომ ეს “ხმამაღლა ეთქვა”.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ოჰაიოში შეიკრიბა ყველაზე მეტი დემონსტრანტი კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების გასაპროტესტებლად. ხოლო შტატის სენატორობის კანდიდატმა, მელისა აკინსონმა პანდემიის საწინააღმდეგო ზომებს “არაკონსტიტუციური ტირანია” უწოდა.
კორონავირუსის წინააღმდეგ ტრამპის ხელისუფლების მიერ დაგვიანებული და არაეფექტური ზომების გატარების გამო შეერთებულ შტატებში COVID-19-ით 1 408 636 ადამიანია დაავადებული, საიდანაც 83 425 უკვე გარდაიცვალა.



COVID-19: რას ნიშნავს, როცა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირების შემთხვევას 32-ჯერ აჭარბებს?


საქართველოში ბოლო 24 საათის მანძილზე გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კიდევ 32-ით გაიზარდა და 349-ს შეადგენს, ხოლო ვირუსი გამოუვლინდა მხოლოდ 1 ადამიანს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ჯამში მათი საერთო რაოდენობა, ვინც ვირუსით დაავადდა, 639-ს შეადგენს.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, მარინა ეზუგბაია ამბობს, ახალ პაციენტს მხოლოდ 4 კონტაქტი უფიქსირდება, რომლებსაც ვირუსზე აქტიურად იკვლევენ. თუმცა უცნობია, თუ ვისგან გადაედო საკუთრივ ამ ადამიანს კორონავირუსი.
ამჟამად მთელი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით კარანტინში რჩება სულ 4769 ადამიანი, ხოლო სტაციონარულ მკურნალობას 414 გადის. გარდაიცვალა 11 პირი.
ბოლო 24 საათის მანძილზე გამოვლენილი მხოლოდ ერთი დაავადების ახალი შემთხვევა და გამოჯანმრთელების 32 შემთხვევა იმაზე მეტყველებს, რომ კორონავირუსს ვამარცხებთ, მაგრამ მდგომარეობა ძალიან სწრაფად შეიცვლება უარესობისკენ, თუ მოვდუნდით და ყველაფერი თვითდინებაზე მივუშვით.
განსაკუთრებით დიდ შეშფოთებას იწვევს საქართველოს ხელისუფლების განცხადება, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა, უმასპინძლოს რუს ტურისტებს პირველი ივლისის შემდეგ. რუსეთი აბსოლუტურად არასანდო ქვეყანაა. ამიტომ იქაურ ტურისტებს ცნობაც რომ მოვთხოვოთ, რომ კორონავირუსი არ აქვთ, ესეც კი არ არის იმის გარანტია, რომ ისინი ჩვენთან COVID-19-ის ახალ ტალღას არ ააგორებენ. 
ჩვენ უკიდურესი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ საზღვრების გახსნის საკითხს და ბოლომდე დავრწმუნდეთ, რომ ყველა, ვინც აქ ტურისტად ჩამოდის, აბსოლუტურად ჯანმრთელია.

Monday, May 11, 2020

რატომ ვცხოვრობთ ასე ცუდად?


ცნობილი ამბავია, რომ ორთქლის ძრავა ძველ რომში გამოიგონეს. ანტიკური სამყაროს მეცნიერებმა უკვე კარგად იცოდნენ, რომ დედამიწა მრგვალი იყო, ბრუნავდა მზის გარშემო და თქვენ წარმოიდგინეთ, კოპერნიკამდე და კეპლერამდე მრავალი საუკუნით ადრე ეგვიპტეში ისიც კი უწყოდნენ, რომ ჩვენი პლანეტა საკუთარი ციური მნათობის ირგვლივ ელიფსზე მოძრაობდა. ამ ელიფსის გარშემოწერილობაც დიდი სიზუსტით იყო გამოთვლილი.
ძველი ეგვიპტელი მეცნიერები ასევე უბადლოდ ფლობდნენ თავის ტვინზე ურთულესი ქირურგიული ოპერაციების გაკეთების ხელოვნებას. ისინი თავის ტვინის კიბოსაც კი აცილებდნენ ავადმყოფს და თვეობით და წლობით უხანგრძლივებდნენ სიცოცხლეს. დაჭრილებს ანტიბიოტიკურ მალამოებს ადებდნენ ნაიარევზე.
პირველად ანტიკურ ეპოქაში თქვა დემოკრიტემ, რომ სამყარო ატომებისგან შედგებოდა. დემოკრიტე იყო ამავე დროს შესანიშნავი ბიზნესმენი და ზეთისხილით ვაჭრობით მშვენივრად ცხოვრობდა. მან 105 წლის ასაკს მიაღწია და ეს მაშინ, როცა სულ რაღაც მე-19 საუკუნის 50-იან წლებში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ევროპაში 35 წელიწადი გახლდათ.
მაშ, სად გაქრა ამხელა ცოდნა? რატომ ვერ განვვითარდით? რატომ ვერ ვცხოვრობთ იმაზე ბევრად უფრო უკეთ, ვიდრე ახლა ვცხოვრობთ? ორთქლის ძრავა თუ ანტიკურ რომში გამოიგონეს, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ხომ უკვე სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია უნდა მომხდარიყო, ხოლო შუშანიკის წამებამდე 200 წლით ადრე კოსმოსში გავფრენილიყავით? რატომ გავფრინდით მთვარეზე 1969 წელს ნაცვლად 269 წლისა? რატომ არის მსოფლიოს მშპ ერთ სულზე გაანგარიშებით 10 100 დოლარი ნაცვლად 10 ტრილიონი დოლარისა? რატომ ვერ ვამარცხებთ კიბოს? კორონავირუსი ასე ძალიან რატომ გვაშინებს?
ამ ყველაფერზე პასუხი მარტივია: რელიგია. დიახ, რელიგია! წარმოიდგინეთ, დღეს, 21-ე საუკუნეში, როცა ამ დონეზეა განვითარებული ტენოლოგიები და კომუნიკაცია, რამხელა წინააღმდეგობებს აწყდება სამეცნიერო პროგრესი და რამდენად რთულია ნებისმიერი სამეცნიერო მიღწევის დანერგვა რელიგიური ადამიანების სრულიად გაუგებარი ფობიების გამო, რომლებიც ნებისმიერ სიახლეში “მხეცის ნიშანს”, რიცხვ 666-ს და სხვა ათასგვარ უაზრობას ეძებენ. ჰოდა, წარმოიდგინეთ, რა უნდა ყოფილიყო 1000 ან 1500 წლის წინ, როცა რელიგია თავისი ბატონობის ზენიტს აღწევდა. მაშინ ერთადერთი “სამკურნალო” საშუალება ხომ ლოცვა იყო. ცნობილი ფაქტია, რომ მღვდლებმა ასიათასობით ქალი წამებით დაწვეს კოცონებზე, რადგან ეს უკანასკნელები ბალახეულის ნაყენებით ცდილობდნენ საკუთარი ავადმყოფი ბავშვების განკურნებას. მსგავსი მკურნალობა მაშინ ჯადოქრობად იყო აღქმული. თუ ცუდად იყავი, მოვიდოდა მღვდელი და გაზიარებდა. თუ გადარჩებოდი, ხომ კარგი, თუ არადა, შენზე იტყოდნენ, რომ ღმერთმა ცოდვების გამო დაგსაჯა. შუა საუკუნეების ადამიანი მიწას 5 სანტიმეტრზე იმის გამო კი არ ხნავდა, რომ უფრო ღრმად მოხვნის სიკეთეს ვერ აცნობიერებდა, არამედ იმის გამო, რომ ეშინოდა, რომ თუ უფრო მძიმე და მჭრელი პირის მქონე გუთანს შექმნიდა, მღვდელი მას ერეტიკოსად შერაცხავდა და კოცონზე დაწვავდა.


ასე და ამრიგად, თქვენ რომ გშიათ, რომ გწყურიათ, კარგი სექსი რომ არ გაქვთ ამ სხეულებით სავსე პლანეტაზე და ხან რა დაავადება რომ გიტევთ და ხან რა, ეს ყველაფერი რელიგიის ბრალია. ყველა მოაზროვნე არ არის “ქვის კიტრი” და ყველას არ შეუძლია, 50 წელი იშიმშილოს და მილიონი დამცირება აიტანოს იდეის გამო. აი, ამიტომ ვცხოვრობთ ასე ცუდად და ამიტომ ვიხოცებით ასე მარტივად. რელიგიაა ჩვენი სიკვდილის მიზეზი.

Friday, May 8, 2020

პატრიარქი, როგორც ხინკალი


ქართველებს გვიყვარს ხინკალი და პატრიარქი. ოღონდ ხინკალი ვიცით, რატომაც გვიყვარს, მაგრამ აი პატრიარქი რატომ გვიყვარს, ეს უკვე აღარ ვიცით.
იქნებ იმიტომ გვიყვარს ჩვენი პატრიარქი, რომ მას დიდი თეთრი ფერის წვერი აქვს, როგორც ღრუბლებში მცხოვრებ მამა ღმერთს? ილია მეორე ხომ გარეგნულად მართლაც გასაოცრად ჰგავს თოვლის ბაბუას და მამა ღმერთის ნაჯვარს ძველი მულტფილმებიდან? თეთრი ფერის წვერი, მოწყენილი და ამქვეყნიური საზრუნავით დაღლილი სახე, მელანქოლიური ტემპერამენტი და უნდობლობით სავსე მზერა - სწორედ ამგვარად გამოსახავენ მულტფილმებში სანტა კლაუსებს და მამა ღმერთს, რომელიც ღრუბლების მიღმა ცხოვრობს, სადაც არ არსებობს რაიმე საზრუნავი, გასაჭირი, ავადმყოფობები და სიკვდილი. იქ თვით წვიმა და დეპრესიული ამინდიც კი არ არსებობს, რადგან ღრუბლები სადღაც შორსაა, შენს ქვემოთ.
იქნებ, ხინკალიც სწორედ ამის გამო გვიყვარს? ხინკალსაც ხომ აქვს ნაოჭები და უზარმაზარი კუჭი, სადაც დაფქვილი პილპილის 25 მილიონი ნამცეციც კი თავისუფლად ეტევა?
მაგრამ განსხვავება ხინკალსა და პატრიარქს შორის ისაა, რომ ხინკალს ჩვენ ვჭამთ, ხოლო პატრიარქი ჩვენ გვჭამს. დიახ, გვჭამს. ჭამს მაგალითად იმ ქალებს, რომლებსაც ურჩევს, რომ საკუთარ მოძალადე ქმრებს ფეხები დაბანონ; იმ გეებს, რომლებზეც მრევლი ჰყავს დაგეშილი; იმ ბავშვებს, რომლებიც მისი პოლიტიკის წყალობით შიმშილობენ. ყველა ჩვენგანს, ვისაც ღმერთის რწმენით გაბრუებული ეს უაზრო დროება გვერჩის. დიახ, ეს ყველაფერი მისი პოლიტიკის წყალობით ხდება, პატრიარქი ხომ პოლიტიკოსია. პოლიტიკოსი, რომელსაც არ სჭირდება პარტიული სივრცე. ის უამისოდაც მშვენივრად გრძნობს თავს. ნებისმიერ ხელისუფლებას აშანტაჟებს იმით, რომ მის კონკურენტებს დაუჭერს მხარს. სანაცვლოდ ითხოვს სულ უფრო მეტ ფულს, რაც გამუდმებით ზრდის მის გავლენას. ახლა როგორც გაირკვა, თურმე ჩვენი გაძვალტყავებული სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის გამოყოფილი მილიონებიც ცოტა ყოფილა. ახლა ალბათ უკვე მილიარდები უნდა გამოვუყოთ მღვდლებს. ჩვენ უარესად ვიშიმშილოთ, ხოლო არარსებული ქრისტეს მსახურები ფუფუნებაში ვაცხოვროთ. სწორედ ეს უნდათ მათ. აქეთ არის მიმართული მათი პოლიტიკა. ჩვენი დაბეჩავების და დამონებისკენ. ჩვენი ამოწყვეტისკენ.


Thursday, May 7, 2020

ყველაზე შავბნელი ჭირი, ყველაზე დიდი უბედურება რელიგიაა


რელიგია. ეს სიტყვა დაბალი კულტურის მქონე და გაუნათლებელი ადამიანებისთვის ხსნასთან, სულის ცხონებასა და საუკუნო ნეტარებასთან, გონიერი ადამიანებისთვის კი სიღატაკესთან, ჭუჭყთან, უმეცრებასთან, უპერსპექტივობასთან, მონობასთან და სამარცხვინო არსებობასთან ასოცირდება.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ხუთ მიზეზს, თუ რატომ ღუპავს რელიგია ჩვენს ქვეყანას:
1. რელიგია დევნის ჭკვიან ადამიანებს
სულერთია, ვინც არ უნდა იყო, რელიგიის წინაშე ქედის მოხრის, რელიგიასთან სამარცხვინო კომპრომისის გარეშე საჯარო სარბიელზე წარმატებას ვერ მიაღწევ. საპატრიარქო დაგბლოკავს. მიზეზი ძალიან მარტივია: პირდაპირ აქვთ მითითება კრემლიდან, რომ ათეისტები და მოაზროვნე ადამიანები ჩვენს ქვეყანაში დაბლოკონ, რათა საქართველო სულელების ხელში დარჩეს და ვერ განვითარდეს. პატრიარქი ილია მეორე ხომ საბჭოთა უშიშროების პოლკოვნიკი გახლდათ და მისი მდივანი, შორენა თეთრუაშვილიც რუსეთის დაზვერვის თანამშრომელია. ისინი ყველაფერზე წავლენ, რათა მოაზროვნე ადამიანებს კარიერულ წინსვლაში ხელი შეუშალონ. შედეგად კი ზარალდება საქართველო, რომელიც პოლიტიკაში გონიერი და პრინციპული ადამიანების ნაკლებობას განიცდის.
2. რელიგია ბოჭავს ეკონომიკას
გაიხსენეთ, თუ რა უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ ეკლესიის მესვეურებს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დაგეგმილი გასართობი ღონისძიებების მიმართ. მღვდლები ათწლეულების მანძილზე ახშობენ ტურიზმს, ებრძვიან უნარიან ადამიანებს, უპირისპირდებიან ინვესტიციებს, ინოვაციურ ეკონომიკურ წამოწყებებს და ნებისმიერ სხვა აქტივობებს, რომელთა მიზანი ქვეყნის წინსვლაა. შედეგად ვართ ღარიბები და სულ უფრო ვღარიბდებით.
3. რელიგია ღუპავს ჯანდაცვას და საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას
დაწყებული იქიდან, რომ რელიგია ქადაგებს იმას, რომ ნაკურთხი წყალი დაავადებებს კურნავს (რის გამოც ბევრი ბრიყვი და უბედური, ნაცვლად იმისა, რომ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მიიღოს, წვეროსნების მიერ შელოცილ ჩვეულებრივ წყალს სვამს და იღუპება), დამთავრებული იმით, რასაც ეკლესია ბოლო კვირების მანძილზე აკეთებს, როცა არ იხურება არცერთი ტაძარი და მრევლის წევრები ბიოლოგიურ ბომბებად არიან გადაქცეულები, რელიგია საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
ამ ფაქტის საილუსტრაციოდ გავიხსენოთ თუნდაც პატრიარქ ილია მეორის ქადაგება, რომელმაც განაცხადა, რომ არსებობს მიჯნა, რასაც მეცნიერება ვერასოდეს ვერ გადალახავს და რომ ყველა დაავადებას მეცნიერება ვერ უმკურნალებს.
4. რელიგია არის საქართველოს დამოუკიდებლობის და თვითმყოფადობის მტერი 
გაიხსენეთ, თუ როგორ გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა საპატრიარქო ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომლის მეშვეობით უვიზო მიმოსვლა მივიღეთ ევროკავშირის ქვეყნებთან. ისიც გაიხსენეთ, რომ წარსულში ბევრი მღვდელი და ეპისკოპოსი მხედრიონელი იყო და საქართველოს ერთიანობის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ რუსეთის მხარდამხარ იარაღით ხელში იბრძოდა. თავად ილია მეორეც ხომ ზვიად გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და საქართველოს მოღალატე პუტჩისტებს ამოუდგა მხარში. 2012 წლის ციხის წამების კადრების გავრცელების შემდეგ კი განაცხადა, რომ “მსგავსი რაღაც [ბავშვების წამება] ყველა ქვეყანაში ხდებოდა” და ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
5. რელიგია სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის მტერია
როცა ინტერნეტი შემოვიდა, საპატრიარქომ კატეგორიულად გააპროტესტა ეს ფაქტი. ილია მეორის იმჟამინდელი განცხადებების თანახმად, ინტერნეტი ეშმაკის მოგონილი იყო. წვეროსნები იგივეს საუბრობდნენ WiFi-ს, ფიჭური კავშირის და მობილური ტელეფონების, დღეს კი იგივეს საუბრობენ ვაქცინაციის და 5G ტექნოლოგიების შესახებაც.


ეს არის მხოლოდ ძალიან მცირედი ჩამონათვალი იმ ზიანისა, რაც საქართველოს რელიგიამ უკანასკნელ ათწლეულებში მიაყენა. უდავოა, რომ ეკლესია უდიდეს დარტყმას აყენებს პროგრესს და ჩვენი ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა ნებისმიერი სახის წინსვლას და განვითარებას. ეს ყველაფერი კარგად უნდა გახსოვდეთ, როცა გეზს ეკლესიისკენ აიღებთ სალოცავად, რადგან თქვენს მიერ გადაწერილი თითოეული პირჯვარი აძლიერებს თქვენს მოსისხლე მტრებს, რომლებსაც თქვენთვის ამქვეყნად მხოლოდ სიღატაკე, ავადმყოფობები, ჩაკეტილობა, მარტოობა და შიმშილი ემეტებათ. კარგად გახსოვდეთ ეს და ისიც კარგად გახსოვდეთ, რომ იესო ქრისტე მხოლოდ ერთ-ერთია იმ ათასობით “ღმერთიდან”, რომლებიც ადამიანთა მოდგმას ოდესმე ჰყოლია.
და კიდევ: ბიბლია წაიკითხეთ! ნახეთ, რამდენი უაზრობა, სისულელე, გარყვნილება და ძალადობაა მასში. წაიკითხეთ და კარგად დაფიქრდით.

Sunday, May 3, 2020

10 სექს-რეკორდი, რომელიც ძალიან გაგაოცებთ


სექსი არის ჯანმრთელობა. ის გვეხმარება წონაში დაკლებაში, დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში, კურნავს ნევროზს, ფსიქიკურ აშლილობებს, ამცირებს ინფარქტის და ზოგიერთი კიბოს წარმოშობის რისკებს, აძლიერებს იმუნიტეტს და როგორც ადამიანის მიერ წარმოებულ აქტივობათა სხვა ულევ სახეობებში, აქაც არსებობს რეკორდები.
ამ სტატიაში 10 ასეთ რეკორდს წარმოგიდგენთ. მაშ ასე, დავიწყოთ:
1. ყველაზე დიდი ზომის ძუძუები
ყველაზე დიდი ნატურალური მკერდი აქვს ამერიკელ პორნოვარსკვლავ ანა-ჰოუკინს ტერნერს. "გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის" თანახმად ამ ადამიანის თითოეული ძუძუს წონა 30 კილოგრამია, ხოლო გარშემოწერილობა - 203 სანტიმეტრი.
2. ყველაზე პატარა პენისი
ყველაზე პატარა პენისი აქვს პოლონელ რჟიზბილოვიჩ ლის. მისი პენისის ზომა 2 სანტიმეტრს შეადგენს.
3. ყველაზე მაღალბიუჯეტიანი პორნოფილმი
ყველაზე ძვირი მის შემქმნელებს დაუჯდათ პორნოფილმი "პირატები”. ამ 129-წუთიანი ვიდეოს ბიუჯეტი 1 მილიონ დოლარს შეადგენს.
4. კომერციულად ყველაზე მომგებიანი პორნოფილმი
კომერციულად ყველაზე წარმატებული პორნო არის "Deep Throat"-ი, რომელიც 1972 წელს, სულ რაღაც 25 000 დოლარით გადაიღეს. ამ ფილმს დაუჯერებელი წარმატება ხვდა წილად. მან მის შემქმნელებს 600 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა.
5. ყველაზე ძველი პორნოფილმი
ყველაზე ძველი პორნოფილმი არის არგენტინული "El Sartorio”, რომელიც 1907 წელს გადაიღეს.
6. ყველაზე მეტი სექსუალური პარტნიორი მხოლოდ ერთ დღეს
ეს რეკორდი პორნოვარსკვლავ ლიზა სპარქსს ეკუთვნის. მას მხოლოდ ერთ დღეს 919 მამაკაცთან (!!!) ჰქონდა სექსი.
7. პირველი პრეზერვატივი
ადამიანთა მოდგმის ისტორაში პიირველი პრეზერვატივი ძველ ეგვიპტეში დამზადდა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-2 საუკუნის ერთ-ერთ რელიეფზე გამოსახულია მამაკაცი, რომელიც ცხვრის ტყავისგან დამზადებულ კონდომს ატარებს.
8. ჩასახვის საწინააღმდეგო ყველაზე ძველი წამალი
აქაც ეგვიპტე ლიდერობს. იმავე მე-2 საუკუნის მიწურულის ერთ-ერთ მანუსკრიპტში აღწერილია, თუ როგორ უნდა დამზადდეს "მედიკამენტი", რომელიც ნიანგის ნეხვისგან, თაფლისა და ნატრონისგან შედგება.
9. ყველაზე ძლიერი ეაკულაცია
ყველაზე ძლიერი ეაკულაცია ჰქონდა ჰორსტ შულცს. "გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის" თანახმად, მის მიერ განატყორცნი სპერმატოზოიდების სიშორე 5,7 მეტრი აღმოჩნდა.
10. ყველაზე ხანგრძლივი მასტურბაცია
მასტურბაციის უდიდესი მსოფლიო ფესტივალი 2009 წელს, სან-ფრანცისკოში ჩატარდა. ამ ფესტივალის გამარჯვებული გახდა იაპონელი მასანობუ სატო, რომელიც 9 საათის და 58 წუთის მანძილზე უწყვეტად მასტურბირებდა.

Friday, May 1, 2020

პირსინგი და საქართველო


მე მაქვს პირსინგები. წარბზე და ძუძუსთავზე. ვაპირებ კიდევ ერთი გავიკეთო ყურზე. სხეულიც თანდათან მთლიანად უნდა მოვიხატო. ეს ჩემი არჩევანია. ჩემი სხეული ჩემი კუთვნილებაა და რასაც მინდა, იმას გავიკეთებ. მიყვარს პირსინგები და რაღა დაგიმალოთ და იმ ხალხს, ვისაც ისინი არ აქვს, დიდად კარგი თვალით არ ვუყურებ, რადგან არც ისინი მიყურებენ მე კარგი თვალით. ერთხელ თელავში ერთმა მამაკაცმა ჩემი პირსინგის გამო შემაგინა და გაიქცა. რომ დამეჭირა, კარგი დღე ნამდვილად არ დაადგებოდა, მაგრამ გამექცა სამწუხაროდ. ჰოდა, რას ვამბობდი? მევასება პირსინგები. გაუმარჯოს ყველას, ვისაც ისინი აქვს. ვისაც არ გაქვთ, არ გაგიმარჯოთ. ეტყობა, გეშინიათ, თორემ პირსინგის გაკეთება როგორ არ უნდა გინდოდეს, არ მესმის.

უცნაურია, მაგრამ როცა გავიკეთე, პირველ რიგში იმ გოგონებმა დამიწყეს ლანძღვა, ვისაც თვითონ ჰქონდა პირსინგი. თბილისელები იყვნენ და მათი გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ კახელი ვიყავი და პირსინგი მეკეთა. მათი აზრით კახელ მამაკაცს პირსინგები არ უნდა ეკეთოს. კახელები თავს არ უნდა ვუვლიდეთ, ცუდად უნდა გამოვიყურებოდეთ, შესაბამისად კი არავინ ზედაც არ შემოგვხედოს, მასტურბაციით დავკავდეთ და თბილისელი გოგონებით მეტისმეტად აღვფრთოვანდეთ, როცა ისინი ჟურნალების გარეკანებზე და ვებგვერდებზე გამოჩნდებიან.

ჩემი პირსინგი გახდა "შთაგონების" წყარო და განხილვის მთავარი თემა ასევე ათასგვარი ფაშისტოიდური და რუსეთის სამსახურში მყოფი გვერდისთვის Facebook-ზე, რომელთა სიმცირეს მარკ ცუკერბერგის კანტორა ნამდვილად არ განიცდის. ფაშისტები Facebook-ზე ხომ ყოველდღიურად სოკოებივით მრავლდებიან. აქ მათ უკვე ფეხს (უფრო სწორად, თვალს) ვეღარ აუქცევ. ნიუსფიდზე ისე ვერ შეხვალ, შალვა რამიშვილის, ბაჩო ოდიშარიას, გური სულთანიშვილის, თემურ შაშიაშვილის, მიხეილ სააკაშვილის, ზვიად ტომარაძის და სხვა არაპირსინგიანების სახეები რომ არ შემოგეფეთოს და შენს ირგვლივ დასაბანი ფეხის და საბჭოთა "კერასინკის" მყრალი სუნი ცხადად არ იგრძნო. განზრახ ხდება ეს თუ შემთხვევით? თუ გავიხსენებთ იმას, რომ Brexit-იც და ტრამპის აღზევებაც - ორი სრულიად წარმოუდგენელი რაღაც Facebook-ის გაჩენის პარალელურად მოხდა, დასკვნები თქვენთვის მომინდვია. მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე და არ მიმაჩნია, რომ მარკ ცუკერბეგი დღედაღამ ევროკავშირის დაქცევის ფიქრში ათენ-აღამებს (თუმცა, მისი დესპოტური ბუნებიდან გამომდინარე გამორიცხული ესეც არ არის. ტირანებს და მშრომელი ადამიანების მჩაგვრელებს ხომ მთელ მთელ მსოფლიოში სძულთ ევროკავშირი და მნიშვნელობა არ აქვს, კორეელი დიქტატორია ეს, ტრამპი, პუტინი, ნაიჯელ ფარაჯი, მარკ ცუკერბერგი, ილია მეორე თუ სხვა), მაგრამ ფაქტია, რომ ის როგორც მინიმუმ, საკუთარ სოციალურ ქსელებს სათანადოდ ვერ აკონტროლებს. როგორც მინიმუმ ხარბია და ნაცვლად იმისა, რომ მაგალითად, გააორმაგოს თანამშრომლების რიცხვი და კარგად დაატრეინინგოს ისინი, მხოლოდ ზემოგებაზე ფიქრობს, რაც არანაკლები დანაშაულია.

მაგრამ ამ თემაზე კმარა, თორემ ძალიან შორს წავედით უკვე. Facebook-ს და Instagram-ს მოგვიანებით ცალკე შევეხები, ხოლო ამ პოსტში კონკრეტულად პირსინგზე მსურს ვისაუბრო.

მოკლედ, მე ვარ კახეთში მცხოვრები პირველი მამაკაცი პირსინგით და არამარტო კახეთში, მგონი, მთელ საქართველოშიც ერთადერთი ჩემ ასაკობრივ კატეგორიაში.


მაგრამ მაინც რა არის ჩემთვის პირსინგი? რატომ მიკეთია ამხელა წინააღმდეგობების მიუხედავად?

ჩემთვის ამის ერთადერთი მიზეზი ესთეტიკაა. ქალებს მოსწონთ პირსინგები. დამიჯერეთ, ისინი გაცილებით უფრო იოლად ეღგზნებიან და სექსის დროს უფრო მალეც ათავებენ, როცა პირსინგი გიკეთია. ზოგადად, ესთეტიკური მხარე ქალს მამაკაცში ისევე მოსწონს, როგორც მამაკაცს - ქალში. სექსში ესთეტიკა მნიშვნელოვანია, ხოლო სექსი ცხოვრებაშია მნიშვნელოვანი. აი, ასე მარტივია ყველაფერი.

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...