Sunday, May 31, 2020

დონალდ ტრამპი ანტირასისტული აქციის მონაწილეებს ჩვეულ სტილში, არაკორექტული და მდაბიური სიტყვებით დაემუქრა

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მინეაპოლისში რამდენიმე დღის წინ რასისტულ ნიადაგზე მომხდარი საზარელი მკვლელობის გამო თეთრი სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციას Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. ტრამპის განცხადებაში აშკარად იგრძნობოდა ძალიან დიდი ზიზღი და სიძულვილი სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანების მიმართ. აქციის ორგანიზება ტრამპმა სავარაუდოდ “ამერიკის დემოკრატიულ პარტიას” დააბრალა, რომლის კანდიდატი ჰილარი კლინტონი მასთან 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა და პროტესტის მონაწილეებს “მართულები” უწოდა. 


„გუშინ ღამით, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლთან საუცხოოდ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა. საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები არამარტო პროფესიულად, არამედ ძალიან ცივსისხლიანადაც მოქმედებდნენ. თეთრ სახლში ვიმყოფებოდი და მათ მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს ვაკვირდებოდი. მსურს გითხრათ, რომ არასდროს მიგვრძნია თავი უფრო უსაფრთხოდ და დაცულად. მათ [საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა] „პროტესტის მონაწილეებს“ ბღავილის ნება დართეს, თუმცა როგორც კი ვინმე გამყოფ ხაზს მიუახლოვდებოდა, სწრაფად რეაგირებდნენ. წინა ხაზზე საიდუმლო სამსახურის დამწყები აგენტები იდგნენ. პროფესიულად ორგანიზებული დიდი ბრბო შეიკრიბა თეთრ სახლთან, თუმცა ვერავინ გაბედა ახლოს მოსვლა. ეს რომ გაეკეთებინათ, მათ ყველაზე ავი ძაღლებით და ყველაზე საშიში იარაღით მიესალმებოდნენ. სულ მცირე მძიმედ დაშავდებოდნენ [აქციის მონაწილეები]. საიდუმლო სამსახურის აგენტები მზად იყვნენ რეაგირებისთვის. როგორც გუშინ ნახეთ, ისინი ძალიან ცივსისხლიანად და პროფესიულად მოქმედებდნენ. მადლობას ვუხდი მათ!“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


რეპერი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ აჭერს პოლიციელი მუხლს ყელზე 46 წლის აფროამერიკელს, რომელიც საარსებო თანხის გამომუშავებას იაფი სიგარეტის არალეგალური გაყიდვით ცდილობდა, რადგან კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა, ხოლო ახალი სამსახური არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ იშოვა. კადრში ნათლად ჩანს, თუ როგორ ხრიალებს დაკავებული და ითხოვს, სუნთქვის საშუალება მისცენ.


ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მძაფრი საპროტესტო აქციები მოჰყვა მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა გადაბუგეს, რის შედეგადაც 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, რომელიც წარსულში რასისტული დაჯგუფება “კუ-კლუქს-კლანის” წევრი გახლდათ, ბრალი მხოლოდ წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს.



No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...