Sunday, May 24, 2020

რატომ არის ილია მეორე ცუდი ადამიანი?

მიუხედავად იმისა, რომ ათეისტი ვარ, ჩემი თვითმიზანი არასოდეს მორწმუნე ქრისტიანების დევნა და მათ წინააღმდეგ გალაშქრება არ ყოფილა. ადამიანია, აქვს მრწამსი, შეიძლება, ძალიან არასწორიც, მაგრამ ეს არ მაძლევს უფლებას, რომ მე ის მძულდეს. გაუნათლებელი ადამიანების სიძულვილი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები გაუნათლებლები არიან, არ შეიძლება. ყველა გაუნათლებელი ადამიანი არ არის მოძალადე და მკვლელი. არსებობენ კეთილი გაუნათლებელი ადამიანებიც. გარდა ამისა, საქართველოს ისტორია ხომ სავსეა ქრისტიანი გმირების თავგანწირვის გასაოცარი მაგალითებით, რის გამოც მე ეს გმირები მიყვარს და მათ ხსოვნას ვეთაყვანები.
მაგრამ ილია მეორე აშკარად არ მიეკუთვნება მათ რიცხვს. გარდა იმ ბრალდებებისა, რაც მის წინააღმდეგ ბოლო დროს გაჟღერდა, რითაც ის მამაკაცებზე სექსუალურ ძალადობაში იქნა მხილებული, პატრიარქი არის პუტინის ღია მიმდევარი, იმ პუტინის, რომელმაც ანწუხელიძე აწამა და რომელმაც ჩვენი ტერიტორიების 20 %-ის ოკუპირება მოახდინა. საქართველოს ასეთ შემზარავ მტერს ილია მეორემ არაერთგზის “თბილი ადამიანი” უწოდა და პოზიტიურად მოიხსენია ის.
წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ისრაელის მთავარ რაბინს ადოლფ ჰიტლერზე რომ ეთქვა, თბილი ადამიანი არისო.
გარდა ამისა, ილია მეორე არის ასევე სტალინის მიმდევარი. მან თქვა, რომ როცა სტალინი - ეს უსაზარლესი მონსტრი, დაიღუპა, იტირა.
ილია მეორე აკეთებს ჰომოფობიურ განცხადებებს, იცავს ქალებზე მოძალადე მამაკაცებს, ხოლო 2013 წელს, როცა თბილისში წყალდიდობა იყო და უამრავი ადამიანი, მათ შორის კი სიცოცხლეს მოწყურებული ახალგაზრდა გოგონები დაიღუპნენ, თქვა, რომ დაღუპულები იმსახურებდნენ წყალდიდობას და სიკვდილს.
საპატრიარქო არაერთგზის დაუპირისპირდა ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რის საფუძველზეც მოგვცეს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ხოლო 2012 წელს, როცა ციხის წამების შემზარავი კადრები გამომზეურდა, ილია მეორემ თქვა, რომ “მსგავსი რაღაც ყველა ქვეყანაში ხდება” და მრევლს სიმშვიდისა და ხელისუფლების წინაშე მორჩილებისკენ მოუწოდა.
ილია მეორე ყოველთვის ღიად უჭერდა მხარს ასევე საქართველოს გმირი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას დამხობას და იმ კატასტროფას, რამაც სოციალისტურ ბანაკში ერთ დროს არცთუ ძალიან ცუდი ეკონომიკური მაჩვენებლების მქონე რესპუბლიკა სისხლიან სამოქალაქო ომში ჩაძირა და 90-იანი წლების სიდუხჭირე გამოიწვია. ილია მეორე თავად არის პუტჩისტი და მან არართგზის შეაქო ჯაბა იოსელიანი, თენგიზ სიგუა და თენგიზ კიტოვანი.
მოკლედ, პატრიარქი არის ყოვლად უკეთური და ზნედაცემული ადამიანი, რომლის დანაშაულებათა ჩამოთვლა ჩვენ ძალიან შორს წაგვიყვანს. მე სწორედ ამის გამო ვუპირისპირდები და ვამხელ მას და არა რაიმე პირადი წყენის ან იმის გამო, რომ მე ათეისტი ვარ, ხოლო ილია მეორე არის ქრისტიანი. ეს აბსოლუტურად არაფერ შუაშია. უფრო მეტიც: მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ვინმეს აუგად მოხსენიების და დისკრიმინაციის რელიგიური ნიშნით.
წარსულში საქართველოს ხელისუფლება ხშირად უპირისპირდებოდა სამღვდელოებას. ასე მოიქცა მაგალითად დავით აღმაშენებელი, როცა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება ჩაატარა და ასევე მოიქცა ვახტანგ გორგასალი, რომელმაც მოღალატე ეპისკოპოსი მიქაელი განდევნა. რასაკვირველია, ამის გამო დავითი და ვახტანგი არც მასონები იყვნენ, არც საქართველოს მტრები და არც ეშმაკით შეპყრობილები. მათ ხსოვნას ადიდებს ქართველი ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ მათ თანამედროვე საეკლესიო პირებს ორივე ეს მეფე სძულდათ და დამიჯერეთ, ყველას, ვინც დღეს ილია მეორეს და მის ტირანიას უპირისპირდება, ანალოგიურად განადიდებენ მომავალი თაობები.
ანაფორა და მკერდზე ჩამოკიდებული ჯვარი არ არის ხელშეუხებლობის გარანტი. როცა ვინმე დამნაშავეა, მასზე ღიად უნდა ვისაუბროთ, მიუხედავად იმისა, საეკლესიო პირია ის თუ არა. ხოლო ილია მეორე დამნაშავეა. ამიტომ მასთან თანამშრომლობა, მისი განდიდება და მისი კრიტიკისგან თავის შეკავება, რასაც აკეთებს საქართველოს ოპოზიცია და ხელისუფლება, არის გულისამრევი და ამაზრზენი. ამაზრზენია პუტინის მხარდამჭერს რომ საერთოდ ვინმე უსმენს საქართველოში.
ქართველებს მოგიწოდებთ, გამოფხიზლდეთ. თორემ ეს მტაცებელი საეკლესიო პირები მთელ ქვეყანას დაეპატრონებიან და თქვენ მონებად გადაგაქცევენ. ამიტომ დროზე ხმა ამოიღეთ და სამარცხვინოდ ნუ დუმხართ.


No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...