Friday, May 1, 2020

პირსინგი და საქართველო


მე მაქვს პირსინგები. წარბზე და ძუძუსთავზე. ვაპირებ კიდევ ერთი გავიკეთო ყურზე. სხეულიც თანდათან მთლიანად უნდა მოვიხატო. ეს ჩემი არჩევანია. ჩემი სხეული ჩემი კუთვნილებაა და რასაც მინდა, იმას გავიკეთებ. მიყვარს პირსინგები და რაღა დაგიმალოთ და იმ ხალხს, ვისაც ისინი არ აქვს, დიდად კარგი თვალით არ ვუყურებ, რადგან არც ისინი მიყურებენ მე კარგი თვალით. ერთხელ თელავში ერთმა მამაკაცმა ჩემი პირსინგის გამო შემაგინა და გაიქცა. რომ დამეჭირა, კარგი დღე ნამდვილად არ დაადგებოდა, მაგრამ გამექცა სამწუხაროდ. ჰოდა, რას ვამბობდი? მევასება პირსინგები. გაუმარჯოს ყველას, ვისაც ისინი აქვს. ვისაც არ გაქვთ, არ გაგიმარჯოთ. ეტყობა, გეშინიათ, თორემ პირსინგის გაკეთება როგორ არ უნდა გინდოდეს, არ მესმის.

უცნაურია, მაგრამ როცა გავიკეთე, პირველ რიგში იმ გოგონებმა დამიწყეს ლანძღვა, ვისაც თვითონ ჰქონდა პირსინგი. თბილისელები იყვნენ და მათი გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ კახელი ვიყავი და პირსინგი მეკეთა. მათი აზრით კახელ მამაკაცს პირსინგები არ უნდა ეკეთოს. კახელები თავს არ უნდა ვუვლიდეთ, ცუდად უნდა გამოვიყურებოდეთ, შესაბამისად კი არავინ ზედაც არ შემოგვხედოს, მასტურბაციით დავკავდეთ და თბილისელი გოგონებით მეტისმეტად აღვფრთოვანდეთ, როცა ისინი ჟურნალების გარეკანებზე და ვებგვერდებზე გამოჩნდებიან.

ჩემი პირსინგი გახდა "შთაგონების" წყარო და განხილვის მთავარი თემა ასევე ათასგვარი ფაშისტოიდური და რუსეთის სამსახურში მყოფი გვერდისთვის Facebook-ზე, რომელთა სიმცირეს მარკ ცუკერბერგის კანტორა ნამდვილად არ განიცდის. ფაშისტები Facebook-ზე ხომ ყოველდღიურად სოკოებივით მრავლდებიან. აქ მათ უკვე ფეხს (უფრო სწორად, თვალს) ვეღარ აუქცევ. ნიუსფიდზე ისე ვერ შეხვალ, შალვა რამიშვილის, ბაჩო ოდიშარიას, გური სულთანიშვილის, თემურ შაშიაშვილის, მიხეილ სააკაშვილის, ზვიად ტომარაძის და სხვა არაპირსინგიანების სახეები რომ არ შემოგეფეთოს და შენს ირგვლივ დასაბანი ფეხის და საბჭოთა "კერასინკის" მყრალი სუნი ცხადად არ იგრძნო. განზრახ ხდება ეს თუ შემთხვევით? თუ გავიხსენებთ იმას, რომ Brexit-იც და ტრამპის აღზევებაც - ორი სრულიად წარმოუდგენელი რაღაც Facebook-ის გაჩენის პარალელურად მოხდა, დასკვნები თქვენთვის მომინდვია. მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე და არ მიმაჩნია, რომ მარკ ცუკერბეგი დღედაღამ ევროკავშირის დაქცევის ფიქრში ათენ-აღამებს (თუმცა, მისი დესპოტური ბუნებიდან გამომდინარე გამორიცხული ესეც არ არის. ტირანებს და მშრომელი ადამიანების მჩაგვრელებს ხომ მთელ მთელ მსოფლიოში სძულთ ევროკავშირი და მნიშვნელობა არ აქვს, კორეელი დიქტატორია ეს, ტრამპი, პუტინი, ნაიჯელ ფარაჯი, მარკ ცუკერბერგი, ილია მეორე თუ სხვა), მაგრამ ფაქტია, რომ ის როგორც მინიმუმ, საკუთარ სოციალურ ქსელებს სათანადოდ ვერ აკონტროლებს. როგორც მინიმუმ ხარბია და ნაცვლად იმისა, რომ მაგალითად, გააორმაგოს თანამშრომლების რიცხვი და კარგად დაატრეინინგოს ისინი, მხოლოდ ზემოგებაზე ფიქრობს, რაც არანაკლები დანაშაულია.

მაგრამ ამ თემაზე კმარა, თორემ ძალიან შორს წავედით უკვე. Facebook-ს და Instagram-ს მოგვიანებით ცალკე შევეხები, ხოლო ამ პოსტში კონკრეტულად პირსინგზე მსურს ვისაუბრო.

მოკლედ, მე ვარ კახეთში მცხოვრები პირველი მამაკაცი პირსინგით და არამარტო კახეთში, მგონი, მთელ საქართველოშიც ერთადერთი ჩემ ასაკობრივ კატეგორიაში.


მაგრამ მაინც რა არის ჩემთვის პირსინგი? რატომ მიკეთია ამხელა წინააღმდეგობების მიუხედავად?

ჩემთვის ამის ერთადერთი მიზეზი ესთეტიკაა. ქალებს მოსწონთ პირსინგები. დამიჯერეთ, ისინი გაცილებით უფრო იოლად ეღგზნებიან და სექსის დროს უფრო მალეც ათავებენ, როცა პირსინგი გიკეთია. ზოგადად, ესთეტიკური მხარე ქალს მამაკაცში ისევე მოსწონს, როგორც მამაკაცს - ქალში. სექსში ესთეტიკა მნიშვნელოვანია, ხოლო სექსი ცხოვრებაშია მნიშვნელოვანი. აი, ასე მარტივია ყველაფერი.

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...