Wednesday, May 20, 2020

კორონავირუსის კატასტროფა დაღესტანში: 13 000 ინფიცირებული და 657 გარდაცვლილი

კრემლის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გუშინ დაღესტანი 3553 კოვიდინფიცირებულით და 32 გარდაცვლილით რუსეთის 85 რეგიონიდან მე-5 ადგილს იკავებდა. მაგრამ ჯერ კიდევ ორი დღით ადრე რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ინსტაგრამის მეშვეობით ადგილობრივ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ კორონავირუსით დაავადებული ადამიანების საერთო რიცხვი დაღესტანში 13 ათასს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 657-ს შეადგენდა. ამის შესახებ “სი ენ ენი” იუწყება.
იმის თაობაზე, რომ დაღესტანში COVID-19-ის გავრცელების მხრივ ძალიან რთული ვითარებაა, ჩვენი მეზობელი ავტონომიური რესპუბლიკის მუფტის რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმრ პუტინთან საუბარიც მოწმობს. მუფტი აღწერს იმ უმძიმეს ვითარებას, რაც კორონავირუსის მხრივ დაღესტანში არის შექმნილი.
მთლიანად რუსეთში ბოლო 24 საათის მანძილზე ოფიციალური ინფორმაციით კორონავირუსის 8774 აქტიური შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი მე-2 ადგილზეა გასული მსოფლიოში აშშ-ს შემდეგ.
რუსეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა ასევე კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობითაც, რაც უკვე 308 705 აქტიურ შემთხვევას შეადგენს.




No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...