Tuesday, May 26, 2020

საგანგაშო სტატისტიკა: საქართველოში ყოველი მეათე ადამიანი შიმშილობს


მაშინ, როცა ქართველი პოლიტიკოსები - როგორც სახელისუფლებო, ასევე არასახელისუფლებო წრეებიდან, დღეს და ღამეს იმაზე ფიქრში ასწორებენ, თუ როგორ ასიამოვნონ მოძალადე და ქართული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ჩვენი ქვეყნის პროგრესის და ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების მტერ საეკლესიო პირებს და როგორ გადასცენ მათ რაც შეიძლება მეტი სიმდიდრე და ქონება, იქნება ეს ფული, მიწები, შენობა-ნაგებობები თუ ხე-ტყე, საქართველოს მოსახლეობა შიმშილობს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ანუ დღეს, 2020 წელს, ჩვენ გვყავს ჩვენი მოსახლეობის სულ მცირე 10 % მაინც (ანუ ყოველი მეათე ქართველი), რომელიც ვერ იღებს არსებობისთვის საჭირო ყოველდღიურ კალორიებს და ეს ხდება იმ პირობებში, როცა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენთვის გაწეული დახმარება 5 მილიარდ დოლარს გადასცდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ და ასევე მილიარდებს ითვლის ევროკავშირის, მსოფლიო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული დახმარებებიც.
საქართველოში მოშიმშილეთა რაოდენობა მკვეთრად აჭარბებს ყველა მეზობელ სახელმწიფოში მყოფ მოშიმშილეთა რაოდენობას. 100 ათას სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ჩვენ დაახლოებით ორნახევარჯერ უფრო მეტი მოშიმშილე გვყავს, ვიდრე სომხეთს, რომლის ეკონომიკა მკვეთრად ჩამორჩება ჩვენსას და ხუთჯერ უფრო მეტი, ვიდრე აზერბაიჯანს, რომლის ეკონომიკა თითქმის საქართველოს დონეზეა.


ამ საგანგაშო მონაცემების უკან დგას ის ფაქტი, რომ ჩვენ სახელმწიფო მოხელეების, საეკლესიო პირების, საზოგადოებრივი მაუწყებლის და სპორტის შენახვა გვიჯდება ძალიან ძვირი, შეუსაბამოდ ძვირი ჩვენს შესაძლებლობებთან. რომ არა ამხელა შეუსაბამობა და ფულის ფლანგვა სისულელეებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში სულ მცირე 1,3 მილიარდი ლარის ეკონომიას გავაკეთებდით, რაც აღმოფხვრიდა სიღატაკეს და საქართველოში ეს სამარცხვინო მოვლენა, შიმშილი აღარ იარსებებდა. ჩვენ დღეს წლიურად 210 მილიონ ლარს მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციას ვურიცხავთ. 58 მილიონს ვურიცხავთ საპატრიარქოს, 52 მილიონს ვურიცხავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს და მილიონებს ისეთ უსარგებლო სახელმწიფო უწყებებს, როგორიც მაგ. ჰერალდიკის დამდგენი სახელმწიფო კომისიაა. ამის შედეგად ადამიანები შიმშილობენ. ჰოდა, სირცხვილი ყველას, ვინც ამას ითმენთ.

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...