Friday, May 8, 2020

პატრიარქი, როგორც ხინკალი


ქართველებს გვიყვარს ხინკალი და პატრიარქი. ოღონდ ხინკალი ვიცით, რატომაც გვიყვარს, მაგრამ აი პატრიარქი რატომ გვიყვარს, ეს უკვე აღარ ვიცით.
იქნებ იმიტომ გვიყვარს ჩვენი პატრიარქი, რომ მას დიდი თეთრი ფერის წვერი აქვს, როგორც ღრუბლებში მცხოვრებ მამა ღმერთს? ილია მეორე ხომ გარეგნულად მართლაც გასაოცრად ჰგავს თოვლის ბაბუას და მამა ღმერთის ნაჯვარს ძველი მულტფილმებიდან? თეთრი ფერის წვერი, მოწყენილი და ამქვეყნიური საზრუნავით დაღლილი სახე, მელანქოლიური ტემპერამენტი და უნდობლობით სავსე მზერა - სწორედ ამგვარად გამოსახავენ მულტფილმებში სანტა კლაუსებს და მამა ღმერთს, რომელიც ღრუბლების მიღმა ცხოვრობს, სადაც არ არსებობს რაიმე საზრუნავი, გასაჭირი, ავადმყოფობები და სიკვდილი. იქ თვით წვიმა და დეპრესიული ამინდიც კი არ არსებობს, რადგან ღრუბლები სადღაც შორსაა, შენს ქვემოთ.
იქნებ, ხინკალიც სწორედ ამის გამო გვიყვარს? ხინკალსაც ხომ აქვს ნაოჭები და უზარმაზარი კუჭი, სადაც დაფქვილი პილპილის 25 მილიონი ნამცეციც კი თავისუფლად ეტევა?
მაგრამ განსხვავება ხინკალსა და პატრიარქს შორის ისაა, რომ ხინკალს ჩვენ ვჭამთ, ხოლო პატრიარქი ჩვენ გვჭამს. დიახ, გვჭამს. ჭამს მაგალითად იმ ქალებს, რომლებსაც ურჩევს, რომ საკუთარ მოძალადე ქმრებს ფეხები დაბანონ; იმ გეებს, რომლებზეც მრევლი ჰყავს დაგეშილი; იმ ბავშვებს, რომლებიც მისი პოლიტიკის წყალობით შიმშილობენ. ყველა ჩვენგანს, ვისაც ღმერთის რწმენით გაბრუებული ეს უაზრო დროება გვერჩის. დიახ, ეს ყველაფერი მისი პოლიტიკის წყალობით ხდება, პატრიარქი ხომ პოლიტიკოსია. პოლიტიკოსი, რომელსაც არ სჭირდება პარტიული სივრცე. ის უამისოდაც მშვენივრად გრძნობს თავს. ნებისმიერ ხელისუფლებას აშანტაჟებს იმით, რომ მის კონკურენტებს დაუჭერს მხარს. სანაცვლოდ ითხოვს სულ უფრო მეტ ფულს, რაც გამუდმებით ზრდის მის გავლენას. ახლა როგორც გაირკვა, თურმე ჩვენი გაძვალტყავებული სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის გამოყოფილი მილიონებიც ცოტა ყოფილა. ახლა ალბათ უკვე მილიარდები უნდა გამოვუყოთ მღვდლებს. ჩვენ უარესად ვიშიმშილოთ, ხოლო არარსებული ქრისტეს მსახურები ფუფუნებაში ვაცხოვროთ. სწორედ ეს უნდათ მათ. აქეთ არის მიმართული მათი პოლიტიკა. ჩვენი დაბეჩავების და დამონებისკენ. ჩვენი ამოწყვეტისკენ.


1 comment:

  1. ამაზე ყლეობა არაფერი წამიკითხავს :)) დამიბრუნე ჩემი 2 წუთი.

    ReplyDelete

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...