Tuesday, May 12, 2020

მამაკაცი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომებს “სისულელე” უწოდა, COVID-19-ით გარდაიცვალა


ამერიკის შტატ ოჰაიოში მცხოვრები 60 წლის ჯონ მაკდანიელი 15 აპრილს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც მედიასაშუალებები იუწყებიან, მას COVID-19-ის სიმპტომები მარტის ბოლოს აღმოაჩნდა.
ჯონი კორონავირუსის შესახებ შეთქმულების თეორიების თავგამოდებული მიმდევარი იყო და მომაკვდინებელ ვირუსს “ლიბერალების მიერ მოჩმახულ სისულელეს” უწოდებდა.
“ხომ არ გაგიჟდნენ, როგორ შეიძლება ბარების და რესტორნების დაკეტვა?” - განაცხადა ჯონ მაკდანიელმა მშობლიურ ოჰაიოში საკარანტინე ზომების შემოღების შემდეგ.


ერთ-ერთ თავის პოსტში გარდაცვლილმა ისიც დაწერა, რომ კორონავირუსი “პოლიტიკური ტრიუკი” იყო და იკითხა, ხომ არ ჰქონდა ვინმეს იმის “გამბედაობა”, რომ ეს “ხმამაღლა ეთქვა”.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ოჰაიოში შეიკრიბა ყველაზე მეტი დემონსტრანტი კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების გასაპროტესტებლად. ხოლო შტატის სენატორობის კანდიდატმა, მელისა აკინსონმა პანდემიის საწინააღმდეგო ზომებს “არაკონსტიტუციური ტირანია” უწოდა.
კორონავირუსის წინააღმდეგ ტრამპის ხელისუფლების მიერ დაგვიანებული და არაეფექტური ზომების გატარების გამო შეერთებულ შტატებში COVID-19-ით 1 408 636 ადამიანია დაავადებული, საიდანაც 83 425 უკვე გარდაიცვალა.



No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...