Tuesday, May 19, 2020

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისთვის ეკლესიის პოზიცია ვაქცინებთან დაკავშირებით მიუღებელია



პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში სამღვდელოების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეკლესიის იმ წარმომადგენლების მოსაზრება, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ვაქცინაციას, მისთვის მიუღებელია.
სალომე ზურაბიშვილმა ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ გაკეთებულ განცხადებებს სახელმწიფო საქმეებში ჩარევა უწოდა.
“მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ასევე ეკლესიას და არამხოლოდ პატრიარქს და ინსტიტუტს, ეს გამოჩნდა არაერთხელ. მაგრამ აქაც ყველაფერში არ ვეთანხმები. მაგალითად, არ ვეთანხმები დღეს იმაში, რაც ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი, რომ ეკლესიიდან ზოგმა გამოთქვა აზრი, რომ შეიძლება ცუდი იყოს ვაქცინები კოვიდის პანდემიის წინააღმდეგ, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს სავალდებულო. ჯერ ერთი, აბსურდია, ვაქცინა ჯერ არ არსებობს, არ ვიცით, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის.
ეს უკვე არის ჩარევა იმაში, რაც არის საერო საქმეები და ჯანდაცვის კომპეტენცია და ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან მძიმე შედეგები იმიტომ, რომ ისედაც არის გავრცელებული მოსახლეობაში ფეიკ ნიუსების ფორმით, რომ საერთოდ აცრები არის პრობლემატური, რომ ლუგარის ცენტრი არის მავნებელი, რომელმაც რეალურად გადაგვარჩინა ამ სიტუაციაში. ეს არის პირდაპირ დარტყმა საქართველოს დემოგრაფიაზე და ვინმე ამას თუ ვერ ხედავს, დრო არის, გონს მოვეგოთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა კონკორდატზე და თქვა, რომ თავად მართალია, არის მისი დაცვის გარანტორი, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში სინოდის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს და თუ ეკლესია სახელმწიფო საქმეებში ჩაერევა, ამას აუცილებლად იტყვის.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია. სამღვდელოების წარმომადგენლებს პრეზიდენტის განცხადებაზე საკუთარი აზრი არ დაუფიქსირებიათ. მაგრამ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ არ მოეწონებოდათ სალომე ზურაბიშვილის განცხადება. საპატრიარქოს და სინოდს მხოლოდ ძალაუფლება აინტერესებს, მათ შორის ხშირად საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა გაბედა და ეკლესიას მკაცრად მიუთითა, რომ არ ჩაერიოს ჯანდაცვის საკითხებში. ეს უაღრესად დადებითი საქციელია. ბოლოსდაბოლოს, ვინმე წინ უნდა აღუდგეს ეკლესიის თვითნებობას, თორემ დავიღუპებით.


No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...