460 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი - ეს კორონავირუსის მხოლოდ ბოლო რამდენიმე საათის სტატისტიკაა სომხეთში, რითაც ჩვენმა სამხრეთელმა მეზობელმა გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობის მიხედვით ერთ მილიონ მოსახლეზე გაანგარიშებით საფრანგეთს და ირანს გაუსწრო. ამის შესახებ დღეს თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადა.
“კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების მიხედვით 1 მილიონ მოსახლეზე ჩვენ გავუსწარით საფრანგეთსა და ირანს და ფაქტობრივად გავუთანაბრდით რუსეთს“, - სინანულით აღნიშნა ფაშინიანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერის სიტყვებით, სომხეთმა აღნიშნული ტემპებით სვლა თუ განაგრძო, გამორიცხული არ არის, იტალიასაც კი გაუსწროს, რაშიც ფაშინიანი სომხეთის მოსახლეობას ადანაშაულებს. ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთის მოსახლეობას თავიდანვე არასერიოზული დამიკიდებულება ჰქონდა კორონავირუსის მიმართ, რამაც არსებული სავალალო ვითარება განაპირობა.
No comments:
Post a Comment