Monday, May 18, 2020

კორონავირუსი რუსეთში: ეკონომიკური ვარდნა და 9000 ახალი შემთხვევა უკანასკნელ დღე-ღამეში


რუსეთში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 8926 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ “ბი ბი სის” რუსული სამსახური ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
“ბი ბი სის” ცნობითვე, ბოლო 2 თვის მანძილზე 16 % არის შემცირებული საბიუჯეტო შემოსავლები მოსკოვში. დაახლოებით ანალოგიურია კლება ასევე მოსახლეობის შემოსავლების მხრივ, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ივლისში სიტუაცია გაცილებით უფრო მძიმე იქნება, ხოლო წლის ბოლოს მთლიანი შიდა პროდუქტის 45 %-მდე ვარდნაა ნავარაუდევი.
რუსეთში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე გაანგარიშებით ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალი 2016 წელს იყო - 8757 დოლარი, მაგრამ თუ ექსპერტების პროგნოზი გამართლდა, პუტინის ეკონომიკა დეკემბრამდე ანტირეკორდს მოხსნის და 2005 წლის დონეს გაუთანაბრდება, როცა მშპ ერთ სულზე გაანგარიშებით 5323 დოლარს შეადგენდა. შედეგად საქართველო რუსეთს ისტორიაში პირველად უკვე მომავალი წლიდან გაუსწრებს, რადგან ეკონომიკური ვარდნა ჩვენთან წელს მინუს 4 %-ზე ნაკლები არ იქნება, რასაც ევროკავშირის და აშშ-ს დახმარებით თავისუფლად დავძლევთ.
თუ დავიცავთ დემოკრატიულ სტანდარტებს, გავითვალისწინებთ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციებს ადამიანის უფლებების კუთხით, დავრჩებით შინ და მაქსიმალური სიფრთხილით ვიმოქმედებთ კორონავირუსთან დაკავშირებით, სერიოზული პრობლემები და ეკონომიკური სირთულეები არ გვემუქრება.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის ოლქში კორონავირუსით 2000 მედიკოსი დაავადდა, საიდანაც 16 უკვე გარდაიცვალა.
მთლიანობაში რუსეთი კორონავირუსით დაავადების 290 678 შემთხვევით მსოფლიოში უკვე მეორე ადგილზეა აშშ-ს შემდეგ.

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...