Thursday, May 7, 2020

ყველაზე შავბნელი ჭირი, ყველაზე დიდი უბედურება რელიგიაა


რელიგია. ეს სიტყვა დაბალი კულტურის მქონე და გაუნათლებელი ადამიანებისთვის ხსნასთან, სულის ცხონებასა და საუკუნო ნეტარებასთან, გონიერი ადამიანებისთვის კი სიღატაკესთან, ჭუჭყთან, უმეცრებასთან, უპერსპექტივობასთან, მონობასთან და სამარცხვინო არსებობასთან ასოცირდება.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ხუთ მიზეზს, თუ რატომ ღუპავს რელიგია ჩვენს ქვეყანას:
1. რელიგია დევნის ჭკვიან ადამიანებს
სულერთია, ვინც არ უნდა იყო, რელიგიის წინაშე ქედის მოხრის, რელიგიასთან სამარცხვინო კომპრომისის გარეშე საჯარო სარბიელზე წარმატებას ვერ მიაღწევ. საპატრიარქო დაგბლოკავს. მიზეზი ძალიან მარტივია: პირდაპირ აქვთ მითითება კრემლიდან, რომ ათეისტები და მოაზროვნე ადამიანები ჩვენს ქვეყანაში დაბლოკონ, რათა საქართველო სულელების ხელში დარჩეს და ვერ განვითარდეს. პატრიარქი ილია მეორე ხომ საბჭოთა უშიშროების პოლკოვნიკი გახლდათ და მისი მდივანი, შორენა თეთრუაშვილიც რუსეთის დაზვერვის თანამშრომელია. ისინი ყველაფერზე წავლენ, რათა მოაზროვნე ადამიანებს კარიერულ წინსვლაში ხელი შეუშალონ. შედეგად კი ზარალდება საქართველო, რომელიც პოლიტიკაში გონიერი და პრინციპული ადამიანების ნაკლებობას განიცდის.
2. რელიგია ბოჭავს ეკონომიკას
გაიხსენეთ, თუ რა უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ ეკლესიის მესვეურებს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დაგეგმილი გასართობი ღონისძიებების მიმართ. მღვდლები ათწლეულების მანძილზე ახშობენ ტურიზმს, ებრძვიან უნარიან ადამიანებს, უპირისპირდებიან ინვესტიციებს, ინოვაციურ ეკონომიკურ წამოწყებებს და ნებისმიერ სხვა აქტივობებს, რომელთა მიზანი ქვეყნის წინსვლაა. შედეგად ვართ ღარიბები და სულ უფრო ვღარიბდებით.
3. რელიგია ღუპავს ჯანდაცვას და საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას
დაწყებული იქიდან, რომ რელიგია ქადაგებს იმას, რომ ნაკურთხი წყალი დაავადებებს კურნავს (რის გამოც ბევრი ბრიყვი და უბედური, ნაცვლად იმისა, რომ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მიიღოს, წვეროსნების მიერ შელოცილ ჩვეულებრივ წყალს სვამს და იღუპება), დამთავრებული იმით, რასაც ეკლესია ბოლო კვირების მანძილზე აკეთებს, როცა არ იხურება არცერთი ტაძარი და მრევლის წევრები ბიოლოგიურ ბომბებად არიან გადაქცეულები, რელიგია საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
ამ ფაქტის საილუსტრაციოდ გავიხსენოთ თუნდაც პატრიარქ ილია მეორის ქადაგება, რომელმაც განაცხადა, რომ არსებობს მიჯნა, რასაც მეცნიერება ვერასოდეს ვერ გადალახავს და რომ ყველა დაავადებას მეცნიერება ვერ უმკურნალებს.
4. რელიგია არის საქართველოს დამოუკიდებლობის და თვითმყოფადობის მტერი 
გაიხსენეთ, თუ როგორ გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა საპატრიარქო ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომლის მეშვეობით უვიზო მიმოსვლა მივიღეთ ევროკავშირის ქვეყნებთან. ისიც გაიხსენეთ, რომ წარსულში ბევრი მღვდელი და ეპისკოპოსი მხედრიონელი იყო და საქართველოს ერთიანობის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ რუსეთის მხარდამხარ იარაღით ხელში იბრძოდა. თავად ილია მეორეც ხომ ზვიად გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და საქართველოს მოღალატე პუტჩისტებს ამოუდგა მხარში. 2012 წლის ციხის წამების კადრების გავრცელების შემდეგ კი განაცხადა, რომ “მსგავსი რაღაც [ბავშვების წამება] ყველა ქვეყანაში ხდებოდა” და ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
5. რელიგია სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის მტერია
როცა ინტერნეტი შემოვიდა, საპატრიარქომ კატეგორიულად გააპროტესტა ეს ფაქტი. ილია მეორის იმჟამინდელი განცხადებების თანახმად, ინტერნეტი ეშმაკის მოგონილი იყო. წვეროსნები იგივეს საუბრობდნენ WiFi-ს, ფიჭური კავშირის და მობილური ტელეფონების, დღეს კი იგივეს საუბრობენ ვაქცინაციის და 5G ტექნოლოგიების შესახებაც.


ეს არის მხოლოდ ძალიან მცირედი ჩამონათვალი იმ ზიანისა, რაც საქართველოს რელიგიამ უკანასკნელ ათწლეულებში მიაყენა. უდავოა, რომ ეკლესია უდიდეს დარტყმას აყენებს პროგრესს და ჩვენი ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა ნებისმიერი სახის წინსვლას და განვითარებას. ეს ყველაფერი კარგად უნდა გახსოვდეთ, როცა გეზს ეკლესიისკენ აიღებთ სალოცავად, რადგან თქვენს მიერ გადაწერილი თითოეული პირჯვარი აძლიერებს თქვენს მოსისხლე მტრებს, რომლებსაც თქვენთვის ამქვეყნად მხოლოდ სიღატაკე, ავადმყოფობები, ჩაკეტილობა, მარტოობა და შიმშილი ემეტებათ. კარგად გახსოვდეთ ეს და ისიც კარგად გახსოვდეთ, რომ იესო ქრისტე მხოლოდ ერთ-ერთია იმ ათასობით “ღმერთიდან”, რომლებიც ადამიანთა მოდგმას ოდესმე ჰყოლია.
და კიდევ: ბიბლია წაიკითხეთ! ნახეთ, რამდენი უაზრობა, სისულელე, გარყვნილება და ძალადობაა მასში. წაიკითხეთ და კარგად დაფიქრდით.

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...