Tuesday, May 12, 2020

COVID-19: რას ნიშნავს, როცა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირების შემთხვევას 32-ჯერ აჭარბებს?


საქართველოში ბოლო 24 საათის მანძილზე გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კიდევ 32-ით გაიზარდა და 349-ს შეადგენს, ხოლო ვირუსი გამოუვლინდა მხოლოდ 1 ადამიანს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ჯამში მათი საერთო რაოდენობა, ვინც ვირუსით დაავადდა, 639-ს შეადგენს.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, მარინა ეზუგბაია ამბობს, ახალ პაციენტს მხოლოდ 4 კონტაქტი უფიქსირდება, რომლებსაც ვირუსზე აქტიურად იკვლევენ. თუმცა უცნობია, თუ ვისგან გადაედო საკუთრივ ამ ადამიანს კორონავირუსი.
ამჟამად მთელი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით კარანტინში რჩება სულ 4769 ადამიანი, ხოლო სტაციონარულ მკურნალობას 414 გადის. გარდაიცვალა 11 პირი.
ბოლო 24 საათის მანძილზე გამოვლენილი მხოლოდ ერთი დაავადების ახალი შემთხვევა და გამოჯანმრთელების 32 შემთხვევა იმაზე მეტყველებს, რომ კორონავირუსს ვამარცხებთ, მაგრამ მდგომარეობა ძალიან სწრაფად შეიცვლება უარესობისკენ, თუ მოვდუნდით და ყველაფერი თვითდინებაზე მივუშვით.
განსაკუთრებით დიდ შეშფოთებას იწვევს საქართველოს ხელისუფლების განცხადება, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა, უმასპინძლოს რუს ტურისტებს პირველი ივლისის შემდეგ. რუსეთი აბსოლუტურად არასანდო ქვეყანაა. ამიტომ იქაურ ტურისტებს ცნობაც რომ მოვთხოვოთ, რომ კორონავირუსი არ აქვთ, ესეც კი არ არის იმის გარანტია, რომ ისინი ჩვენთან COVID-19-ის ახალ ტალღას არ ააგორებენ. 
ჩვენ უკიდურესი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ საზღვრების გახსნის საკითხს და ბოლომდე დავრწმუნდეთ, რომ ყველა, ვინც აქ ტურისტად ჩამოდის, აბსოლუტურად ჯანმრთელია.

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...