Thursday, May 14, 2020

რატომ არის ჰომოფობია სახიფათო თითოეული ადამიანისთვის?


თუ იდიოტი არ ხარ, ჰომოფობი ვერ იქნები, რადგან ჰომოფობია არ ერჩის მხოლოდ გეებს, ბისექსუალებს ან ტრანსებს. ჰომოფობია ერჩის თითოეულ ჩვენთაგანს. თითოეულ ადამიანს. ეს ტოტალიტარიზმის მსგავსი, შხამიანი და აუტანელი რაღაც არის, რომლის მსხვერპლი ნებისმიერ დროს შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ჩვენთაგანი, საზოგადოების თითოეული წევრი.
ამასთან დაკავშირებით ერთი ისტორიის გახსენება მსურს: 2000-იანი წლების დასაწყისი იყო, როცა უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე სწავლა დავიწყე. ვაკეში, პირველ კორპუსში ვსწავლობდი და ავლაბარში ვცხოვრობდი. მატერიალურად მიჭირდა და ყოველთვის არ მქონდა 50 თეთრი, რომ სამარშუტო ტაქსის მძღოლისთვის მიმეცა და პირველი კორპუსიდან პირდაპირ მელიქიშვილის პროსპექტის გავლით ავლაბარში მოვხვედრილიყავი. ამიტომ ვერის დაღმართზე ჩავლა და ზოოპარკთან ავტობუსისთვის მოცდა ხშირად მიხდებოდა. ლექციები გვიან მიმთავრდებოდა და ხშირად გვიან საღამოს ვიდექი ავტობუსის გაჩერებასთან. თავს ვუვლიდი, მიმზიდველი გარეგნობა მქონდა, ხოლო ჩემი IQ-ს წყალობით მეტისმეტად მასკულინური ჩვევებითაც არ გამოვირჩეოდი, რის გამოც პოლიციის ყურადღების ცენტრში მოვექეცი. ერთ საღამოს პოლიციელებმა შემამოწმეს და რა ლამაზი ბიჭი ხარ, ამ შებინდებულზე აქ რა გინდა, გეი ხომ არ ხარო, მკითხეს. მე ვუთხარი, გეი არ ვარ-მეთქი, რაც აბსოლუტური სიმართლეა, რადგან ჰეტეროსექსუალი ვარ და ქალები მიყვარს. არ დამიჯერეს, ხოლო როცა მეორედ კიდევ დამინახეს, მანქანაში ჩემი ჩატენვა და ჭკუის სასწავლებლად ჩემი ცემა სურდათ. გამვლელები მოგროვდნენ და მათ გადამარჩინეს, თორემ მართლა არ ვიცი, რა დამემართებოდა.
სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მიუხედავად შენი სექსუალური ორიენტაციისა, ჰომოფობიამ უცებ შეიძლება ისე გაგსრისოს, რომ აზრზეც ვერ მოხვიდე, რა დაგემართა. ამიტომ ამ ურჩხულის წინააღმდეგ ბრძოლა გადავწყვიტე და 2013 წელს 17 მაისის აქციაზეც გავედი, როგორც ლგბტ თემის მხარდამჭერი და ანტიჰომოფობიური შინაარსის მქონე პოსტები და ვიდეომიმართვებიც გავავრცელე ინტერნეტით. ამის გამო ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი “დარწმუნდა”, რომ ვარ გეი, ხოლო მას შემდეგ, რაც პირსინგი გავიკეთე, ამაში ეჭვიც აღარ ეპარება არავის: ყველასთვის მე გეი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვარ. გეი რა შუაშია, მე უბრალოდ, ცოტა არ იყოს, შორს ვიყურები და ვაცნობიერებ იმ საფრთხეებს, რასაც დაბალი თვითშეგნების მქონე ადამიანი ვერასოდეს ვერ გააცნობიერებს. ხოლო პირსინგი იმიტომ მიკეთია, რომ ქალებს ეს მოსწონთ. ზოგადად, ქალებს მოსწონთ, როცა თავს უვლი და კარგად გამოიყურები, ჰომოფობია კი გაიძულებს, რომ კარგად არ გამოიყურებოდე. საქართველოში ჰეტეროსექსუალი მამაკაცების უდიდეს ნაწილს ჰომოფობიის გამო ჯოჯოხეთური ცხოვრება აქვს: მათ გამუდმებით უწევთ იმის მტკიცება, რომ გეები არ არიან. შესაბამისად, არ უვლიან თავს, ასდით სუნი, მოშვებული აქვთ დაუბანელი წვერი, იგინებიან, არიან აგრესიულები და ძველბიჭობენ ან მკერდზე უზარმაზარი ჯვრებით დადიან, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ მოსწონთ არც გინება, არც ძველბიჭობა, არც ის, რომ სუნი ასდით და არც უზარმაზარი ჯვრები მკერდზე. ჰეტეროსექსუალ მამაკაცებს, რომლებსაც გამუდმებით იმის მტკიცება უწევთ, რომ გეები არ არიან, ქალები კარგი თვალით არ უყურებენ. ქალებისთვის ისინი მიმზიდველები არ არიან, რადგან არცერთ ქალს არ სურს აგრესიულ და აყროლებულ დებილთან სექსი. შესაბამისად, ქართველი ჰეტერო მამაკაცები ან გამუდმებით მასტურბირებენ, ან კიდევ, სექსმუშაკებთან დადიან და სიყვარული და ალერსი უცხოა მათთვის. სწორედ ეს არის ჯოჯოხეთი და ამ ჯოჯოხეთის მიზეზი ჰომოფობიაა, რასაც ქართული ეკლესია აღვივებს. ჩვენ დღეს დიქტატურაში და ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ. ჩვენი ცხოვრება დღეს აუტანელია, რაც ეკლესიის და პატრიარქ ილია მეორის ბრალია.
ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, ერთად დავგმოთ ჰომოფობია. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა ორიენტაციის ხარ. ადრე თუ გვიან ჰომოფობიის აქლემი შენს კართანაც დაიჩოქებს. ეს გახსოვდეთ ყოველთვის, როცა Facebook-ზე მორიგ სულელურ პოსტს გამოაცხობთ გეების შესახებ. ლგბტ ადამიანთა უფლებები ნებისმიერი ჩვენთაგანის უფლებებია. სრული ბრიყვი და დოყლაპია უნდა იყო, ამას რომ ვერ ხვდებოდე.

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...