ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით 1,5 მილიონი ინფიცირებულია, საიდანაც 208 შემთხვევა საქართველოზე მოდის. თუმცა, ეს არის მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკა. ექსპერტები ამბობენ, რომ რეალურად დედამიწაზე ბევრად უფრო მეტი ინფიცირებულია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბევრ ადამიანს Covid-19 ძალიან იოლ ფორმებში გადააქვს. ეს ადამიანები არ გადიან არავითარ შემოწმებას, მაგრამ არიან ვირუსის მატარებლები და სხვების დაინფიცირებას მარტივად ახდენენ, თუმცა, რასაკვირველია, სტატისტიკაში არ ჩანან.
მეორე მიზეზი, რის გამოც კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალური სტატისტიკა არ ემთხვევა რეალურს, ისაა, რომ ტოტალიტარული და ავტოკრატიული ქვეყნები (ისეთები, როგორებიცაა მაგ. რუსეთი, ირანი და ჩინეთი) აყალბებენ სტატისტიკას და როგორც გამოჯანმრთელებულების, ასევე გარდაცვლილების და ინფიცირებულების შესახებ მცდარ რიცხვებს ასახელებენ.
გერმანელი სპეციალისტები საუბრობენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში რეალურად 10-დან 15 მილიონამდე მერყეობს.
რობერტ კოხის ინსტიტუტი შეფასებებში უფრო თავშეკავებულია. აღნიშნული დაწესებულების გათვლებით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დაახლ. 3 მილიონს უნდა აღწევდეს.
გერმანელი სპეციალისტები საუბრობენ იმაზე, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მასობრივად არ მომხდარა ადამიანების შემოწმება და სადაც მხოლოდ მძიმე ავადმყოფებს უტარებენ გამოკვლევებს (მათ რიცხვს მიეკუთვნება საქართველოც), დაავადებულთა რიცხვი რეალურად ოფიციალურზე გაცილებით უფრო მაღალია.
როგორი დიდი განსხვავებაც არ უნდა არსებობდეს ვარაუდებში, მსოფლიოს ყველა კვალიფიციური და სერიოზული კვლევითი ცენტრი აღიარებს, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა რეალურზე გაცილებით უფრო მაღალია. სწორედ ამიტომ, #დარჩისახლში, ნუ დაესწრები წირვა-ლოცვას, ნუ მიიღებ ზიარებას საერთო კოვზიდან, დაიცავი დისტანცია და იცოცხლებ. თუ არადა, მოკვდები და შენი ილია მეორე ვერ გაგაცოცხლებს.
No comments:
Post a Comment