Saturday, April 4, 2020

85 წელს გადაცილებული შეყვარებულების ისტორია, რომლებიც კორონავირუსმა ერთმანეთს ვერ დააშორა



სიყვარულმა საზღვრები და ასაკი რომ არ იცის, ეს 85 წლის დანიელმა ინგა რასმუსენმა და 89 წლის გერმანელმა კარსტენ ჰანსენმა დაამტკიცეს.
ქალმა და მამაკაცმა ერთმანეთი ორი წლის წინ გაიცნეს და მათი სიყვარულის ისტორიაც ამ პერიოდიდან დაიწყო.
პანდემიამდე ისინი ძალიან ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ხან მამაკაცი მიემგზავრებოდა თავის გერლფრენდთან დანიაში, ხან კი პირიქით - ქალი მიემგზავრებოდა გერმანიაში თავისი გულის მურაზის სანახავად.
კორონავირუსმა ისინი დააშორა, თუმცა ბოლომდე ვერა. შეყვარებული წყვილი დღეს ერთმანეთს სასაზღვრო ქალაქ ავენტოფტში ხვდება, პირდაპირ გამყოფ ზოლზე, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მკაცრად იცავს ეპიდემიოლოგების მიერ რეკომენდებულ დისტანციას.
გერმანია-დანიის საზღვარი ორი კვირის წინ, კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაიხურა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ეს ქვეყანა არის შენგენის ზონის და ევროკავშირის წევრი, მათ შორის დროებით აღდგა სასაზღვრო კონტროლი.


რასმუსენი ცხოვრობს დანიურ ქალაქ გალეჰუსში და საზღვრისკენ ავტომანქანით მიემართება, ხოლო ჰანსენი ავენტოფტში გერმანული ზიუდერლუგუმიდან ველოსიპედით მიემგზავრება და ასე ხვდება სატრფოს.
პაემნის დროს ჰანსენი არაყს ანიჭებს უპირატესობას, ხოლო რასმუსენი - ყავას, რადგან ქალს არ სურს, რომ ავტომანქანის საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მიუჯდეს.
წყვილი სხვადასხვა ქვეყნებში ერთად მოგზაურობდა გლობალურ პანდემიამდე. ისინი იგივეს კეთებას აპირებენ მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დამარცხდება.

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...