Wednesday, April 8, 2020

ისევ კორონავირუსი ანუ რატომ არ უნდა ვიაროთ ეკლესიაში


პოსტი განკუთვნილია მრევლის წევრებისთვის, რომლებიც აპირებენ ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე დასწრებას და საერთო კოვზით ზიარების მიღებას, მიუხედავად კორონავირუსის საფრთხისა
მინისტრებს, პარლამენტარებს და ეპისკოპოსებს კორონავირუსი არ ადარდებთ: ისინი ყოველთვის დაიცავენ თავს და შეინარჩუნებენ სიცოცხლეს; მათ არც სასუნთქი აპარატები შემოაკლდებათ და არც საუკეთესო სამედიცინო მომსახურება. ბრალი თქვენ, მრევლის რიგითო წევრებო, რომლებიც ეკლესიებში იმის იმედით დადიხართ, რომ ლოცვა და რწმენა გიხსნით. თქვენ საკუთარმა ლიდერებმა სასიკვდილოდ გაგწირეს. თქვენ ხართ ის საზარბაზნე ხორცი, რომელიც პირველი ემსხვერპლება კორონავირუსს. მაგრამ ეს სულაც არ აინტერესებს არც ბიძინა ივანიშვილს და არც თქვენს პატრიარქს, რომელიც ახლა იმალება, არ ესწრება საერთო ლოცვას და საკუთარ ტყავს უფრთხილდება.
ბიძინა ივანიშვილს ეშინია, რომ თუ ეკლესიებს ძალის გამოყენებით დახურავს, თქვენ, ანუ, მრევლის რიგითი წევრები არასწორად გაიგებთ მის ამ ნაბიჯს და არჩევნებში ხმას აღარ მისცემთ. არადა, მას ძალიან სჭირდება თქვენი ხმები, რადგან თქვენი ხმების დაკარგვა მისთვის მისი მთავარი მტრის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას ნიშნავს, ეს კი “ქართული ოცნების” თავმჯდომარისთვის ფიზიკური განადგურების ტოლფასია. ეს არის ის, რაც ბიძინა ივანიშვილს ყოველგვარ კორონავირუსზე თუ ავთვისებიან სიმსივნეზე მეტად აშინებს. ამიტომ ის ამაზე არ წავა.
არადა, კორონავირუსი არის უაღრესად ვერაგი და საშიში დაავადება. ცოტა ხნის წინ ჩატარდა კვლევა სამხრეთ კორეაში და გაირკვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც განიკურნენ, ხელახლა დაემართათ Covid-19. ამრიგად, არავითარი იმუნიტეტის გამომუშავება კორონავირუსის წინააღმდეგ არ ხდება. შეიძლება 100-ჯერ დაგემართოს და 100-ჯერვე არის შანსი, რომ მოკვდე. ამიტომ გიღირთ, რომ ეკლესიებში წირვა-ლოცვის და ზიარების შედეგად აიკიდოთ ეს უსაშინლესი დაავადება და შინ ოჯახის წევრებს მიუტანოთ? განა რა გიღირთ საიმისოდ, რომ საკუთარი შვილები, მამები, დედები თუ მეუღლეები დააავადოთ ამ საშინელი და ვერაგი სენით? საკუთარი თავი თუ არ გებრალებათ, ახლობლები მაინც შეიბრალეთ და შეწყვიტეთ წირვებსა და ზიარებებზე სიარული.


No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...