Wednesday, April 1, 2020

ექიმს, რომელსაც პუტინი გასულ კვირას შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინეს


ექიმს, რომელმაც გასულ კვირას რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინს ის საავადმყოფო უჩვენა, სადაც კორონავირუსის მქონე პაციენტები იწვნენ, Covid-19 აღმოაჩნდა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერსი” იუწყება.
პუტინმა კომუნარკაში მდებარე საავადმყოფო ხუთშაბათს მოინახულა, სადაც ის ექიმ დენის პროტსენკოს შეხვდა. შეხვედრის დროს ორიდან არცერთ მამაკაცს არ გამოუყენებია დამცავი ნიღბები ან რაიმე სხვა სახის სპეციალური საშუალებები და მათ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.
პროტსენკომ Facebook-ზე დაწერა: “დიახ, მე კორონავირუსი დამიდგინეს, მაგრამ თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ. საკუთარ ოფისში ვარ იზოლირებული. მე ვფიქრობ, იმუნიტეტი, რაც ამ ბოლო თვის მანძილზე გამოვიმუშავე, საკუთარ საქმეს აკეთებს”.


კრემლის წარმომადგენლების განცხადებით, ვლადიმერ პუტინი პერიოდულად გადის სამედიცინო შემოწმებას და ჯანმრთელობას არ უჩივის, რაც ძნელი წარმოსადგენია, რადგან რუსი ტირანი კორონავირუსის მქონე მედიკოსს დიდი ხნის მანძილზე ხვდებოდა და ამ შეხვედრებისას ისინი ძალიან ახლო დისტანციაზე იმყოფებოდნენ ერთმანეთთან.

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...