Wednesday, April 15, 2020

COVID-19: როგორ უნდა მოვიქცეთ ათეისტები საეკლესიო დღესასწაულების შემდეგ?

აშკარაა, რომ მრევლის წევრებს ერთი სიტყვაც არ სჯერათ არც პაატა იმნაძის, არც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის და არც არავისი, ვისი რჩევაც სახლში დარჩენაა. უდავოა, რომ ისინი უზარმაზარ მასებად შეგროვდებიან “აღდგომის” წირვაზე სამების საკათედრო ტაძარში და სწორედ ამ თარიღიდან დაიწყება ის კორონავირუსული დიდი აფეთქებაც, რაც ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად აქცევს.


ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია. პრინციპში, სწორედ ამგვარად მუშაობს კიდეც ბუნებრივი გადარჩევა და სახეობათა ევოლუცია - დაბალი ინტელექტის მქონე ინდივიდები ფიზიკურად ნადგურდებიან და მათ ადგილს უფრო ჭკვიანები იკავებენ. ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც ადამიანებზეც ისევე მოქმედებს, როგორც ნებისმიერი სხვა სახეობის ცხოველზე; ირემი, რომელიც სმენას ადუნებს და უდარდად ძოვს ბალახს, მგლის საკბილო ხდება ადრე თუ გვიან. ასე რომ, არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება. მრევლის წევრებს საკუთარი გზა აქვთ, მათ ძალიან სურთ, ნახონ, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ და ეს შესაძლებლობა მიეცემათ, მაგრამ რა ვქნათ ჩვენ, ათეისტებმა? როგორ მივიქცეთ? რა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ჩვენი თანამოაზრე დაიღუპოს?


რასაკვირველია, ათეისტები ისედაც ძალიან მცირე რაოდენობით დავიღუპებით კორონავირუსული პანდემიის შედეგად. სამწუხაროდ, შეუძლებელია ჩვენი თანამოაზრეების დაღუპვის სტატისტიკის ნულის დონემდე დაყვანა, მაგრამ სიკვდილიანობის თანაფარდობა მრევლის წევრებთან მიმართებით მენტალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე მკვეთრად დაბალი რომ გვექნება, ამას კამათი რად უნდა. მაგრამ მე მსურს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ჩვენიანი დაიღუპოს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ჩემ რჩევებს და გაითვალისწინეთ ისინი:
“აღდგომის” შემდეგ ქუჩაში ნიღბის გარეშე ნუ გახვალთ. სასურველი იქნება, საერთოდაც, აირწინაღით გახვიდეთ, ხოლო შინ დაბრუნების შემდეგ აირწინაღი კარგად გარეცხოთ. მაგრამ თუ მსგავსი აღჭურვილობა არ გაგაჩნიათ, გამოიყენეთ ნიღაბი რესპირატორული ვენტილით და სათვალე, ხოლო თუ არც მსგავსი ნივთები გაქვთ, გამოიყენეთ ნებისმიერი სხვა რამ, რაც სახეს კარგად დაგიფარავთ. გახსოვდეთ, რომ მთავარი პრინციპია, სახე გქონდეთ მაქსიმალურად დაფარული.


დაიცავით დისტანცია. მინიმუმ 2 მეტრი მაინც. სახლიდან გადით მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელ საქმეებზე, როგორებიცაა საკვების შეძენა ან გადაუდებელი სამუშაოები. ამასთან, გარეთ ყოფნის დრო მინიმუმამდე დაიყვანეთ.
თუ სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრობთ ერთ სახლში, მაქსიმალურად ხანგრძლივი დრო გაატარეთ თქვენს საკუთარ ოთახში. მოიმარაგეთ ღვინოები, ხილის წვენის და არყის გამოყენებით დაამზადეთ სახელდახელო კოქტეილები, 
მიირთვით პოპკორნი და მიწის თხილი. უყურეთ ფილმებს და თუ პარტნიორი გყავთ, დაკავდით მასთან სექსით. მოკლედ, გააკეთეთ ყველაფერი, რაც გარეთ გასვლას გადაგაფიქრებინებთ.




ფილმების მოძებნა ყველაზე მარტივად შეგიძლიათ IMDB-ს აპლიკაციის გამოყენებით. არ არსებობს ფილმი, რომლის აღწერილობაც IMDB-ზე არ დევს. იქ შეგიძლიათ ნახოთ ყველა ჟანრობრივ კატეგორიაში ყველაზე რეიტინგული ფილმები და სერიალები და ყველაზე პოპულარული ფილმები და სერიალებიც ზოგადად. იპოვით სასურველ ფილმს / სერიალს და შემდეგ მონახავთ ინტერნეტში, თუ სად შეგიძლიათ მისი ყურება. ეს ყველაზე საუკეთესო მეთოდია სახლიდან გაუსვლელად კინოს სამყაროში შესაღწევად, რადგან არ არსებობს საიტი, სადაც ყველა ფილმი დევს, მაგრამ როცა IMDB-ზე რეიტინგით მოძებნი კარგ ფილმს ან სერიალს, შემდეგ “გუგლში” მისი მონახვა მარტივია.
ნუ შეუშვებთ სახლში თქვენს ეკლესიურ დეიდას, მამიდას, ბიძას თუ ბიცოლას. მოვა თქვენს სანახავად და გაერიდეთ. თუ დაგირეკავთ, უთხარით, რომ თავს ცუდად გრძნობთ ან ლაშას მამა გარდაიცვალა. მოკლედ, რამე მოიფიქრეთ. მთავარია, მრევლის წევრებთან და მათი ოჯახის წევრებთან არ იკონტაქტოთ.
ეს უკანასკნელი პუნქტი ყველაზე მნიშვნელოვანია. კვლევებით დადგენილია, რომ დაავადების გადაცემა ყველაზე ხშირად უახლოესი ადამიანების მეშვეობით, ნათესაურ და ოჯახურ გარემოში ხდება. ამიტომ ასეთ გარემოს მოერიდეთ. საკუთარი ოთახი და მაქსიმალურად ხანგრძლივი დროის გატარება იქ ყველაზე აქტიურად დაგიცავთ.
აუცილებლად ჩაიტარეთ პნევმოკოკებსა და გრიპზე აცრა. მითუმეტეს, თუ რაიმე ქრონიკული დაავადება გაქვთ ან / და ასაკოვანი ბრძანდებით. ეს პანაცეა არ არის, მაგრამ გაზრდის თქვენი გადარჩენის შანსებს ინფიცირების შემთხვევაში.
და რაღა თქმა უნდა, დაიცავით ჰიგიენა, ხშირად დაიბანეთ ხელები და გამოიხეხეთ კბილები. გარეთ გასვლისას კი იქონიეთ რეზინის ხელთათმანები.
გახსოვდეთ, რომ უმჯობესია, ბრბომ დაგცინოთ, ვიდრე საფლავში ჩაწვეთ და მატლებმა დაგიწყონ ღრღნა. დაცინვის ნუ გეშინიათ. ჯერ დაგცინებენ, მერე კი ტაშს დაგიკრავენ და მოგბაძავენ. ასეა ეს სამყარო მოწყობილი.

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...