ამერიკის შეერთებული შტატების დაარსების დღიდან პირველად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკლებლივ ყველა შტატი უბედურების ზონად გამოაცხადა.
“პირველად ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ორმოცდაათივე შტატში უბედურების რეჟიმი მოქმედებს", - დაწერა თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯად დირმა Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგზე.
უკანასკნელი ცნობების მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულია 535 531 ადამიანი, საიდანაც 21 029 გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, COVID-19-ის მსხვერპლთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზე იმყოფება.
ამერიკის ტერიტორიაზე ყველაზე მძიმე სიტუაცია ნიუ-იორკის შტატშია. აქ კორონავირუსით ყოველდღიურად დაახლოებით 800-მდე ადამიანი იღუპება.
ბოლო მონაცემების მიხედვით, COVID-19-ით მსოფლიოში 1 810 738 ადამიანია დაინფიცირებული, საიდანაც გარდაცვლილთა რაოდენობა 112 168-ს შეადგენს.
No comments:
Post a Comment