Monday, April 27, 2020

ყველაზე მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მომავალში გაცოცხლების მიზნით გაყინეს


მათერინ ნაოვარატპონგი

ალბათ ბევრს ნანახი გაქვთ 2001 წელს გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი "ვანილის ცა", ტომ კრუზის და პენელოპა კრუსის მონაწილეობით. ეს ფილმი სწორედ იმ თემას ეხება, რაზეც სტატიაში გვსურს ყურადღება გავამახვილოთ: ადამიანების გაყინვას მომავალში გაცოცხლების მიზნით.
პატარა ტაილანდელი მათერინ ნაოვარატპონგი არის ყველაზე მცირე ასაკის ადამიანი, ვინც მომავალში გაცოცხლების იმედით გაყინეს. 2 წლის გოგონა ტაილანდში ტვინის ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა და მშობლები იმდენად დარდობდნენ მისი სიკვდილის გამო, რომ ბავშვის სხეული გაყინეს, რათა მომავალში, როცა მედიცინის განვითარება შესაბამის საფეხურს მიაღწევს, “გამოაღვიძონ” და უმკურნალონ.
გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ექიმებმა პატარას 11 სანტიმეტრის სიდიდის ავთვისებიანი სიმსივნე უპოვეს თავის ტვინში. სიმსივნე დაკვალიფიცირდა, როგორც ეპენდიმობლასტომა – თავის ტვინის ძალიან საშიში კიბო, რომელიც თითქმის არანაირ მკურნალობაზე არ რეაგირებს და რომელიც ძირითადად ადრეულ ასაკში ემართებათ ადამიანებს.
სიკვდილამდე პატარას 12 (!) ოპერაცია, უთვალავი ქიმიოთერაპია და დასხივება გაუკეთეს, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა.
თუმცა პატარას მშობლები არ დანებდნენ და ბავშვის სხეული მეცნიერებს სპეციალურ აპარატში მოათავსებინეს, მინუს 196 გრადუს ტემპერატურაზე, ამერიკის შტატ არიზონაში, სადაც კრიოგენური საცავი "ალკორი" მდებარეობს და სადაც სხვა უამრავი ადამიანის სხეულია გაყინულ მდგომარეობაში, მომავალში რევიტალიზაციის მოლოდინში.
როგორც მეცნიერები იმედოვნებენ, როცა ადამიანთა მოდგმის განვითარება შესაბამის საფეხურს მიაღწევს, პატარა მათერინს მკვდრეთით იოლად აღადგენენ და უმკურნალებენ; ბავშვის სხეული შენახული იქნება, სანამ მომავლის მედიცინა შეძლებს, მას უშველოს.

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...