Monday, April 13, 2020

თბილისში ეკლესიის მსახურმა კორონავირუსით ექიმები და ოჯახის წევრები დააინფიცირა


სწორედ ამაზე ვსაუბრობდი წინა ბლოგებში. საფრთხე იმის, რომ ეკლესიის მსახურები და მრევლის წევრები ბიოლოგიურ ბომბებად გადაიქცეოდნენ, ძალიან დიდი იყო. ამიტომ, აჰა, დაიწყო კიდეც ის, რასაც მე და ჩემთან ერთად მრავალი სხვა ადამიანი ვწინასწარმეტყველებდით: კორონავირუსის სწრაფი გავრცელება ეკლესიიდან.
ეკლესიის მსახურმა COVID-19-ით დააინფიცირა საკუთარი ღვიძლი და, რომელიც ექთნად მუშაობს თბილისის მედიცინის ინსტიტუტში, ხოლო მედდამ შემდეგ კორონავირუსი საკუთარ შვილს, დედამთილს და თანამშრომელ ექიმებს გადასდო.
ექიმების რაოდენობა, რომლებსაც თბილისის მედიცინის ინსტიტუტში მედდისგან გადადებული კორონავირუსი დაუდასტურდათ, ჯერჯერობით ხუთია და არ არის გამორიცხული, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
საპატრიარქოს ამაზე შემდეგი პასუხები აქვს: 1. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიხუროს ეკლესიები და მონასტრები და უნდა გაგრძელდეს წირვა-ლოცვა და ზიარება საერთო კოვზით. 2. ეკლესიაში კორონავირუსი არ გადადის. 3. ვისაც კორონავირუსი ემართება, ცოდვილია და ცოდვების საზღაურად მიუვლინა დაავადება უფალმა.


მსგავსი სიბნელე შუა საუკუნეების შემდეგ ევროპის კონტინენტს არ ახსოვს. თქვენ კიდევ, ისხედით და უცადეთ, ანაფორიანები ტანჯვით როდის დაგხოცავენ. მერე იმასაც იტყვიან თქვენზე, ღირსი იყო, ღმერთმა ცოდვების გამო დასაჯაო და დააფურთხებენ თქვენს საფლავებზე ან სულაც იქვე, თქვენი ნეშტით გაპოხიერებულ მიწაზე აღმოცენებულ ბუჩქებში დიდძუძუებიან მედავითნე გოგოებს და სქელტრაკა სტიქაროსან ბიჭებს წაკუზავენ წვერების ცანცარით.
მაშასადამე, დაიწყო. მშვიდად განისვენოს ჩემმა და თქვენმა ძვლებმა.

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...