Thursday, April 9, 2020

კორონავირუსი: ექსპერტები იმდენ სექსს გვირჩევენ, რამდენიც შესაძლებელია


რა შეუძლია სახლში მუდმივად ჯდომას დაგვმართოს? რისი გაკეთება შეუძლიათ მარტოხელა ადამიანებს? გერმანელმა სექსუალურმა თერაპევტმა, ულრიკა ფოგტმა ამ კითხვებს უპასუხა.
29 წლის სპეციალისტი ამბობს, რომ კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში ყოფნის დროს მარტოობა ძალიან ცუდია, თუმცა, მისი განმარტებით, არც მათთვის არის ცხოვრება მარტივი, ვისაც ვინმე უკვე ჰყავს.
სპეციალისტი ფიქრობს, რომ მსგავს კრიზისულ სიტუაციებში ყველაზე უკეთ ვლინდება, არსებობს თუ არა ურთიერთობებში ბზარი.
სექსუალური თერაპევტი ურჩევს იმ ადამიანებს, ვისაც პარტნიორი ჰყავს, იქონიონ რაც შეიძლება მეტი სექსი ერთმანეთთან, რადგან სექსი ეხმარება ნერვულ სისტემას განტვირთვაში.


მაგრამ მეორეს მხრივ, სტრესი, რომელიც კრიზისულ პერიოდში აღმოცენდება ხოლმე, ბლოკავს სექსუალურ ენერგიას და თრგუნავს ლიბიდოს. აქედან თავის დაღწევა კი იოლი არ არის. “სექსუალობას ნერვულ სისტემასთან ბევრი საერთო აქვს. დიდი სტრესი და შიში თრგუნავენ ლიბიდოს”, - ამბობს სპეციალისტი. სწორედ ამიტომ, ულრიკა ფოგტი ურჩევს ადამიანებს, თუ სტრესის გამო ვნებას არ გრძნობენ, შეეხონ პარტნიორებს და იგრძნონ მათი სხეულები, რაც განტვირთვისა და ლიბიდოს დასაბრუნებლად საუკეთესო გზაა.
თუმცა, კვირების მანძილზე ჩაკეტილში ჯდომა ყველაზე ჰარმონიული ურთიერთობისთვისაც კი შეიძლება აღმოჩნდეს გამოცდა. ამიტომ ულრიკე ურჩევს წყვილებს, კარანტინში ხშირად განმარტოვდნენ საკუთარ თავთან.

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...