ოფიციალურ წყაროებს თუ დავუჯერებთ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მთელ მსოფლიოში უკვე მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა და უახლესი ცნობების თანახმად 1 012 480 შეადგინა. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი იუწყება.
ამავე მონაცემების თანახმად, დაღუპულია 52 932 ადამიანი, ხოლო 208 ათასი - გამომჯობინდა.
ოფიციალურად ყველაზე მეტი დაავადებული - 250 593 ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის, საიდანაც 5810 გარდაცვლილია. აქედან 708 ადამიანი მხოლოდ ბოლო საათების მანძილზე გარდაიცვალა.
სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ისევ იტალია გამოირჩევა. აქ გასული დღეღამის მანძილზე 760 ადამიანი დაიღუპა. თუმცა გასული 24 საათის მანძილზე დაღუპულების მხრივ საფრანგეთი ლიდერობს - აქ უკანასკნელი ინფორმაციით 1355 ადამიანი გარდაიცვალა.
კორონავირუსის გამო მსოფლიოს უდიდესი ნაწილი კარანტინშია. ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო და ცხოვრების უკანასკნელი სახსარი. ამ ყოველივეს ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს, რომ დაეხმარონ ულუკმაპუროდ დარჩენილ ადამიანებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეპიდემიაზე არანაკლებ სახიფათო შიმშილია, რაც კორონავირუსის კრიზისის პირობებში ძალიან სწრაფად შეიძლება გავრცელდეს და მოსახლეობის ყველა სოციალური ჯგუფი მოიცვას.
No comments:
Post a Comment