Thursday, April 9, 2020

სენსაცია: მეცნიერებმა ქარვაში დინოზავრის თავი აღმოაჩინეს


ეს დაუჯერებელი აღმოჩენა სულ ცოტა ხნის წინ, მიანმარში განხორციელდა. პალეონტოლოგებმა მიაგნეს ერთიციცქნა დინოზავრის თავს, რომელიც ზომით სულ რაღაც 14 მილიმეტრი გახლავთ.
თავი ეკუთვნის ერთ-ერთ ყველაზე მცირე ზომის დინოზავრს, რომელსაც კი ოდესმე უარსებია ჩვენს პლანეტაზე და ის ქარვაში 100 მილიონი წლის მანძილზე ინახებოდა, სანამ მეცნიერები აღმოაჩენდნენ.
თურმე ეს დინოზავრთა სწორედ ის სახეობაა, რომელმაც დასაბამი მისცა თანამედროვე ფრინველებს.
აღმოჩენილი თავის პატრონი ზომით თანამედროვე კოლიბრს არ აღემატებოდა და ძალიან პატარა იყო.
ნაპოვნი თავის მიხედვით მეცნიერებმა იმის დადგენაც შეძლეს, რომ ერთიციცქნა დინოზავრი დღის აქტიურ ცხოვრებას მისდევდა, რაზეც მისი თვალის ჭრილი მიუთითებს.
მცირე ზომის ცხოველს ბასრი კბილები ჰქონდა როგორც მაღლითა, ასევე დაბლითა ყბაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მტაცებლურ ცხოვრებას მისდევდა და სავარაუდოდ მწერებით და სხვა მცირე ზომის უხერხემლო ცხოველებით იკვებებოდა.
ჟურნალ “Nature”-ში, სადაც ნამცეცა მტაცებელ დინოზავრზე სტატია დაიწერა, გამოთქმულია სარწმუნო მოსაზრება, რომ დინოზავრი კუნძულზე ცხოვრობდა და მისი სხეულის მცირე ზომაც სწორედ ამით იყო განპირობებული. როგორც ცნობილია, განცალკევებით არსებული კუნძული ევოლუციის პროცესში ერთგვარ “მინი რეალობას” აყალიბებს, სადაც კონტინენტზე მცხოვრები ცხოველების მონათესავე არსებები კონკურენციის ნაკლებობის გამო მცირე ზომებს იღებენ.


იმის გამო, რომ მხოლოდ დინოზავრის თავი მოეპოვებათ, მკვლევარებს დანამდვილებით არ შეუძლიათ იმის თქმა, თუ რამდენად ახლოს იყო მორფოლოგიურად ციცქნა მონსტრი იმ სხვა დინოზავრებთან, რომლებიც თანამედროვე ფრინველების წინაპრებად არიან მიჩნეულები, თუმცა, მეცნიერები ვარაუდს გამოთქვამენ, რომ ციცქნა მტაცებელი არქეოპტერიქსის და სხვა მსგავსი არქაული ფრინველების მონათესავე გახლდათ.

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...