Thursday, April 9, 2020

რა სურს ილია მეორეს? რატომ არ ემორჩილება კანონს?


ილია მეორე სასტიკ უარს აცხადებს, დაემორჩილოს კანონს და დაკეტოს ეკლესიები, რათა ხელი არ შეუწყოს კორონავირუსის გავრცელებას, მაგრამ რატომ აკეთებს ის ამას?
ცნობილი ფაქტია, თუ როგორ უყვარს მას ფული. იუდას ადგილას რომ ყოფილიყო, 30 კი არა, 2 ვერცხლადაც კი უყოყმანოდ გაასხვისებდა ქრისტეს და სატანჯველისთვის გაიმეტებდა. აშკარაა, რომ ამ ხარბ მანიაკს და არამზადას ახლა იმედი აქვს, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ბიძინა ივანიშვილი მას დიდძალ თანხას გადაუხდის, ხოლო სანაცვლოდ მორჩილად სთხოვს, რომ დაინდოს ქართველი ხალხი და არ გაწიროს კორონავირუსით სასიკვდილოდ. დიახ, სწორედ სიხარბე და ვერცხლის სიყვარულია ის უდიდესი ვნებები, ის perpetum mobile, რაც სამარეში ცალი ფეხით შემდგარ და პუტჩისტ პატრიარქს ამოძრავებს, რომელმაც ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობაში გამორჩენის და მატერიალური სარგებლის მიღების გამო ლომის წვლილი შეიტანა და რომელიც მუდმივად ასრულებდა და დღემდე ასრულებს რუსული სპეცსამსახურების მითითებებს. სწორედ სიხარბე აიძულებს ილია მეორეს, დასაკლავი ცხვრებივით სასიკვდილოდ გაწიროს საკუთარი მრევლის წევრები.
“მაგრამ პატრიარქი თავადაც ხომ მოხუცია? განა ხანდაზმული ასაკის გამო თავადაც რისკჯგუფში არ იმყოფება? მაშ რა აიძულებს, თავი გაწიროს?” - იკითხავს ალბათ გულუბრყვილო ადამიანი.


ძვირფასო მეგობრებო, დიახ, რასაკვირველია, პატრიარქი რისკჯგუფში იმყოფება და შეიძლება, Covid-19-ით მოკვდეს კიდეც, მაგრამ ჩანს, მისი სიხარბე სიკვდილის შიშზე უფრო ძლიერია. მისი დევიზია: “ან ფული, ან სიკვდილი!” ის წუხს, რომ ბიძინა ივანიშვილს მასზე მეტი ფული აქვს და სურს, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მთელმა ოქრომ მის ყულაბაში მოადინოს წკრიალი. ბიძინა ივანიშვილს ხომ ოჯახი ჰყავს საქართველოში. მას აქ სურს ცხოვრება. ილია მეორეს კი არავინ ჰყავს და არაფერი აბადია ფულის გარდა. ამიტომ მას იმედი აქვს, რომ საჩხერელი მილიარდერი გულუხვად გადაუხდის ეკლესიების დაკეტვის სანაცვლოდ.

No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...