Wednesday, April 22, 2020
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებით ტუალეტში სიარული აკრძალა
დღეიდან 2120 წლის 22 აპრილის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იკრძალება საპირფარეშოში სიარული, როგორც ქვეითად, ასევე ავტომანქანის, ცხენის, ვირის, ჯორის, სტეგოზავრის, მფრინავი ხვლიკის, ტრილობიტის და ასევე ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო თუ არასატრანსპორტო საშუალების გამოყენებით. აღნიშნულის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა და ამირან გამყრელიძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა თქვა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კარდაკარ ივლიან და შეამოწმებენ, ხომ არ იყო ვინმე საპირფარეშოში. კერძოდ, სამართალდამცავები ეჭვმიტანილს მუცელზე დაადებენ ხელს და ტაკუნებზე ორჯერ უჩქმენტენ, ხოლო ამ უკანასკნელმა თუ დაასლოკინა, მაშასადამე, არ არის საპირფარეშოში ნამყოფი და შეეშვებიან, ხოლო თუ ვერ დაასლოკინა, 5000 ლარით დააჯარიმებენ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რომ კუჭში თუ არ გავედით, მაშ რა ვქნათ, ირაკლი ჩიქოვანმა კონტრშეკითხვით უპასუხა:
“ერთი თვე კარანტინში აგიყვანეთ და ნელ-ნელა ყველაფერი შეგიზღუდეთ. წესით, უკვე არც საჭმელი უნდა გქონდეთ და არც საჭმლის საყიდელი ფული და თუ ინტრიგანები არ ხართ, კუჭში გასვლა რაღად გინდათ?”
ირაკლი ჩიქოვანს დაეთანხმა ამირან გამყრელიძე, რომელმაც შემდეგი სახის განცხადება გააკეთა:
“ეს ორი-სამი კვირაც გავიჭირვოთ და მერე ყველა ერთად წავიდეთ საპირფარეშოში”.
აღნიშნულს კონექტიკუტის შტატის ქალაქ ჰართფორდის ვირუსოლოგიის კვლევითი ცენტრიდან გამოეხმაურა დოქტორი დიკ ლონგბოლსი. მკვლევარმა აღნიშნა, რომ ქართულ გენებში აღმოჩენილია ის ნაწილაკები, რომლებიც იესო ქრისტეს უპოვეს სუდარაზე და რაც ამტკიცებს, რომ მაცხოვარი საპირფარეშოში არ დადიოდა.
“ქართული გენი იოლად შეეგუება საპირფარეშოში სიარულის აკრძალვას. სექსის არქონას ეგუებით და საპირფარეშოში სიარულზე უარის თქმა რაღა გახდა?” - ხელები გაასავსავა ბუმბერაზმა მეცნიერმა.
მთავრობის ახალ ინიციატივას დაუყოვნებლივ უპასუხეს საპატრიარქოში. ჟურნალისტებისთვის დახურულ სივრცეში მოწყობილ ბრიფინგზე საპატრიარქოს სპიკერმა, ანდრია ჯღამაიძემ განაცხადა, რომ საერო ხელისუფლება ვალდებულია, “ნარუშილოვკები” გამოუწეროს ეპისკოპოსებს, რომლებსაც ზუთხის ხინკალი, შავი ხიზილალა და სხვა ათასგვარი გემრიელი საკვები საპირფარეშოში ხშირად სიარულს აიძულებს, რასაც დაეთანხმა გიორგი გახარია, რომელმაც თქვა, რომ ეს მორიგი გამარჯვებაა და სწორედ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა
საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...
-
როგორც დღეს “ქართული ოცნების” ოფისში, სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მმართველი პარტიის ახალი სახე და რეორგანიზებული სიის პირველი ნომერი ...
-
ფილტვის კიბო არის სიხშირით მესამე ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება საქართველოში, მკერდის კიბოსა და პროსტატის კიბოს შემდეგ და თამბაქოს მ...
-
ქართველებს გვიყვარს ხინკალი და პატრიარქი. ოღონდ ხინკალი ვიცით, რატომაც გვიყვარს, მაგრამ აი პატრიარქი რატომ გვიყვარს, ეს უკვე აღარ ვიცი...
No comments:
Post a Comment