Thursday, April 16, 2020

ასე გადაჰყავთ კოვიდინფიცირებული ბავშვები რუსეთის საავადმყოფოებში (შემაძრწუნებელი ვიდეო)


კადრები, რომლებსაც ქვემოთ ნახავთ, არ არის განკუთვნილი სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის. ამიტომ თუ გაქვთ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული რომელიმე დაავადება, ამ ვიდეომასალას ნუ ჩართავთ. დაახლოებით ორწუთიანი მასალა ასახავს იმას, თუ როგორ გადაჰყავს რუსეთში სასწრაფო დახმარების ბრიგადას ბავშვი სახლიდან საავადმყოფოში. ბავშვი სპეციალურ ტანსაცმელში თავიდან ფეხებამდე შემოსილ ექიმებს გამოჰყავთ და აპირებენ, სპეციალურად იზოლირებულ საკაცეზე დააწვინონ ის. პატარა ხვდება, რომ ძალიან ცუდი რაღაც სჭირს და ისტერიკაში ვარდება.
დღეს ეპისკოპოსმა იაკობმა, რომელიც ილია მეორესთან დაახლოებული პირია, განაცხადა, რომ ეჭვი შეაქვს ქართველი ინფექციონისტების მიერ საქართველოში კოვიდინფიცირებულთა შესახებ წარმოებულ სტატისტიკაში და კითხვას სვამს, ხომ არ არის ეს სტატისტიკა გაყალბებული. ამრიგად, უკვე ჩანს, თუ ვინ იქნება საპატრიარქოს განტევების ვაცი მას შემდეგ, რაც სააღდგომო წირვა-ლოცვა და ზიარება საქართველოში არნახულ ეპიდაფეთქებას გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში საპატრიარქოს პოზიცია იქნება, რომ ინფექციონისტები არიან “მასონები”, რომლებიც ეკლესიის რეპუტაციის შელახვის გაზრახვით დღესასწაულებამდე სწორად არ ითვლიდნენ დაინფიცირებულთა რაოდენობას.
სტალინს რომ შეშურდებოდა, მართლაც ისეთი არამზადობაა. ილია მეორემ საკუთარ კუმირს უკვე გაუსწრო სიმუხთლეში და ეტყობა, მალე დახოცილების რაოდენობითაც გაუსწრებს.
რუსეთში გასული დღე-ღამის მანძილზე კოვიდინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა: 3448 ახალი შემთხვევა. საავადმყოფოები ვერ ასწრებენ ინფიცირებულთა მიღებას. ეს იმის დამსახურებაა, რომ პუტინის ხელისუფლება კორონავირუსს დაუდევრად მოეკიდა და თავის დროზე არ მიიღო გადამჭრელი ზომები უცნობი და ძალიან საშიში ვირუსის წინააღმდეგ.
კორონავირუსი, რომელმაც ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან იწყო მთელ პლანეტაზე გავრცელება, ადამიანთა მოდგმისთვის სრულიად უცნობი და შეუსწავლელი მიკრობია და რაც დრო გადის, ჩვენ სულ უფრო მეტ საგანგაშო ინფორმაციას ვიგებთ მისი რაობის შესახებ. სწორედ ამიტომ სახლში დარჩენა და მაქსიმალური თვითიზოლაცია მის წინააღმდეგ ერთადერთი გამოსავალია.
ამასობაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მთელ პლანეტაზე უკვე მიაღწია 2 096 585-ს, საიდანაც 135 662 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.


No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...