Monday, June 8, 2020

შოტლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ლგბტ თემის ისტორიას ბავშვებს სკოლებში შეასწავლიან

მაშინ, როცა საქართველოში ბნელები ჯერ კიდევ იმაზე კამათობენ, არსებობენ თუ არა ქართველი გეები და უნდა მივცეთ თუ არა მათ (იმ შემთხვევაში, თუ არსებობენ) სუნთქვის უფლება, ზოგ ქვეყანაში სოლიდარობის გრძნობა და ადამიანური თვითშეგნება იმ დონეზე განვითარდა, რომ ლგბტ თემის ბრძოლის ისტორიას უკვე საშუალო სკოლებში ასწავლიან.


ასეთია მაგალითად შოტლანდია, სადაც მომავალი წლიდან სკოლებში მოსწავლეები მიიღებენ ამომწურავ განათლებას იმ პრობლემების შესახებ, რაც ლგბტ თემს შეექმნა მისი უფლებების მოპოვების პროცესში. 


სასწავლო გეგმა დაიყოფა რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიად და საგნად. შოტლანდიელი მოსწავლეები ისწავლიან იმას, თუ როგორ ებრძოლონ ჰომოფობიას, ბიფობიას და ტრანსფობიას და აიმაღლებენ ცნობიერებას ლგბტ უფლებებთან დაკავშირებით. 


შეგახსენებთ, რომ ქორწინება ლგბტ წყვილებისთვის შოტლანდიაში 2014 წლიდან არის დაკანონებული, ხოლო პარტნიორული ცხოვრების უფლება 2005 წლიდან. 2009 წლიდან კი ლგბტ წყვილებს აქვთ ბავშვის შვილად აყვანის უფლება. შოტლანდიაში ასევე მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც აღნიშნულმა დასავლეთევროპულმა სახელმწიფომ 2010 წელს მიიღო.


No comments:

Post a Comment

საქართველოში ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

საქართველოში ლეღვის ნახარშის დამწვრობა მიიღო ადამიანმა, რომელმაც სითხე გარუჯვამდე კანზე შეიზილა. ამის შესახებ ინფორმაცია დამწვრობის ცენტრის ...